ულიანოვსკის სამხედრო არსენალში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა, იტყობინება ”რია ნოვოსტი”. ”31-ე არსენალში აღმოჩენილი საბრძოლო მასალით ავტომობილის დატვირთვის დროს დეტონაცია მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს”, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
ავტომობილი, რომელშიც ჭურვებს ტვირთავდნენ, დაიწვა. ”იტარ-ტასის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლქის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფეთქებული ავტომობილი ”ურალის” ტიპის იყო, სინამდვილეში კი ”კამაზის” ტიპის სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რომელსაც საბრძოლო მასალა პოლიგინზე გასანადგურებლად უნდა გადაეტანა.
არსენალის ტერიტორიაზე ამჯერად არაფერი დანგრეულა.
ულიანოვსკში მდებარე აღნიშნული არსენალი 13 ნოემბრიდან იწვოდა. პირველი აფეთქების დროს 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. მოგვიანებით კიდევ 9 ადამიანი აღმოჩნდა საავადმყოფოში. მიმდებარე ტერიტორიიდან ათასზე მატი ადამიანია ევაკუირებული.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.