|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
უცხოური მედია ტალიავინის მისიის დასკვნის შესაძლო ვერსიებს განიხილავს |
|
|
ამერიკული გამოცემა "The Post" წერს, რომ თუ გერმანულ ჟურნალ "შპიგელში" მოყვანილი ცნობები სარწმუნოა და ტალიავინის დასკვნის თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო, ეს "მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმანს დააჭედებს". გერმანული "დოიჩე ველე" კი წერს - "იმ დროს, როდესაც ევროკავშირი დასკვნის მოსასმენად ემზადება, საქართველოში ევროკავშირის პატრულირება გამკაცრდა". გერმანული გაზეთი გამოთქვამს ვარაუდს, რომ "ანგარიში დაბალანსებული იქნება". "ევრაზია პრეს ნიუს"-ის ცნობით კი, სავარაუდოდ, კომისია დაასკვნის, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებზე შეტევით ომი საქართველომ დაიწყო. "მაგრამ ანგარიში ამ დასკვნას არანაკლებ წონადი არგუმენტით დააბალანსებს: თუ საქართველომ პირველმა ისროლა, რუსეთმა შექმნა და გამოიყენა გარემოებები, რომლის შედეგადაც ომი დაიწყო. წლების განმავლობაში რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აქეზებდა სეპარატისტულ მოძრაობებს, ანკლავებში არიგებდა რუსულ პასპორტებს და განამტკიცებდა თავის სამხედრო შესაძლებლობებს", - ნათქვამია წერილში. "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს მიერ მომზადებულ მასალაშიც აღნიშნულია, რომ მისიის დასკვნა ბრალდებას ორ მხარეს შორის გაყოფს. აქვე საუბარია იმის შესახებაც, რომ "ტალიავინის ანგარიშის გამოქვეყნება ერთგვარი იმედგაცრუების მიზეზი გახდება". "ევროკავშირის ელჩებს მოკრძალებულ ლანჩზე ანგარიშის შინაარსს მოკლედ მოახსენებენ. 500-გვერდიანი დოკუმენტის გადაცემის აღსანიშნავად არავითარი ფორმალური ცერემონია არ გაიმართება. ანგარიშის შინაარსის გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დისკუსიას არ ჩაატარებენ და მის დასკვნებთან დაკავშირებით ევროკავშირი ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს. თუ ევროკავშირს რაიმე სურს, ეს საკითხის დახურვაა, - ვარაუდობენ ოფიციალური პირები", - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" წერილში. წერილის მიხედვით, კერძო საუბრებში ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა რადიო “თავისუფლებას” უთხრეს, რომ ანგარიში არ იქნება ცალმხრივი და არ დაადანაშაულებს მხოლოდ საქართველოს, როგორც ამას ადრე გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით ვარაუდობდნენ. რეალურად ანგარიში საქართველოსა და რუსეთს თითქმის ერთნაირად დაადანაშაულებს. "როგორც მოსალოდნელია, ანგარიში საორიენტაციოდ მოვლენათა დასავლურ ხედვას გაყვება. ამ ხედვის თანახმად, საქართველომ დიდი ხნის და სასტიკ რუსულ პროვოკაციებზე ზედმეტად მწვავე რეაგირება მოახდინა. მართალია, საქართველოს ჯარმა შესაძლოა, პირველმა ისროლა, მაგრამ სწორედ რუსეთი ერეოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების საქმეებში. ამან გამოიწვია ის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ომით დასრულდა", - ნათქვმია წერილში. უცხოური პრესის მასალებს "ფორინპრესი" აქვეყნებს. მისიის დასკვნის შინაარსი დღეს გახდება ცნობილი. "ინტერპრესნიუსი"
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |