ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ვინ აკონტროლებს თავდაცვის ხარჯებს

რუსეთის სადაზვერვო სტრუქტურის, გე-ერ-უს უფროსობა პრესას ინტერვიუებით არ ანებივრებს. ამ სპეცსამსახურის შეფის, გენერალ ალექსანდრე შლიახტუროვის
ამასწინანდელ ინტერვიუს, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოს დაეთმო, თბილისში საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

საქართველოს ხელისუფლებამ, ბუნებრივია, უარყო რუსეთის მთავარი მზვერავის ყველა ბრალდება, განსაკუთრებით ის, რომ საქართველო ინტენსიურად იარაღდება ნატოს ქვეყნებიდან და უკრაინიდან შემოტანილი იარაღით. თუმცა არც ხელისუფლებას და არც ადგილობრივ მედიას ყურადღება არ გაუმახვილებიათ შლიახტუროვის ერთ მეტად მნიშვნელოვან და საკმაოდ მრავლისმთქმელ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო "სიტუაციის შესაძლო განვითარების ზუსტ და გაზომილ გათვლებზე დაყრდნობის გარეშე და ბევრი ფაქტორის გაუთვალისწინებლად."

ამ განცხადებიდან, რომელიც, სამწუხაროდ, რეალობას შეესაბამება, კიდევ უფრო სამწუხარო ვარაუდი გამომდინარეობს. რუსეთის დაზვერვამ შესანიშნავად იცოდა, როგორ იღებდა გადაწყვეტილებას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება.
როგორც შლიახტუროვმა განაცხადა, "საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიღებისა და საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაზრდის შედეგად, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების ძალისმიერი გადაწყვეტის ცდუნებას აჰყვა." მისი თქმით, ისევე როგორც აგვისტოს ომამდე, საქართველო ახლაც იღებს შეიარაღებას ისრაელიდან და უკრაინიდან.
ამ დღეებში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ, ფაქტობრივად, დაადასტურა უკრაინის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება. მან განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება კანონიერად და კონტრაქტების მიხედვით ხდება და არა შემოვლითი გზებით, როგორც ამას შლიახტუროვი ამტკიცებს.

ფორმულა: "გინდა მშვიდობა - ემზადე ომისთვის!" საქართველოს შემთხვევაში, ალბათ, გამოსადეგი არ არის. რამდენი იარაღიც უნდა ვიყიდოთ, რუსეთისთვის ომის მოგება ერთი-ერთზე შეჯახებით არარეალურია. არადა, ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოში ზოგიერთი ხელისუფალი რუსეთთან ომში გამარჯვებაზე ფიქრობდა. საინტერესოა, რა თანხებით ყიდულობს საქართველო იარაღს, ოფიციალურად თავდაცვის ბიუჯეტი ადრინდელთან შედარებით სერიოზულად არის შემცირებული (2010 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის თანახმად, თავდაცვის ბიუჯეტი 750 მილიონი ლარია. 2007-2008 წლებში კი 1 მილიარდს აჭარბებდა).

აღსანიშნავია, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყველა წევრსაც კი არ მიუწვდება ხელი სამხედრო შესყიდვებსა და თავდაცვის ბიუჯეტის მონაცემებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ რიგით მოქალაქეებზე, რომელთა გადასახადებითაც ივსება თავდაცვის ბიუჯეტი. სხვა დემოკრატიული ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოს პარლამენტს არ აქვს უფლება, დებატები გამართოს თავდაცვის სფეროში შესყიდვების გეგმებსა და პოლიტიკაზე და მთავრობა არ არის ვალდებული, მოახსენოს პარლამენტს ან შესაბამისი კომიტეტის წევრებს შეიარაღების შესყიდვის შესახებ. ეს დასაშვებია მხოლოდ სპეციალური მოსმენისას. პარლამენტს სამხედრო შესყიდვების სფეროში მხოლოდ უკვე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის კონტროლი "ნდობის ჯგუფის" მეშვეობით შეუძლია, სადაც უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელია. "ნდობის ჯგუფის" მუშაობა კი დახურულია და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობია, როგორ აკონტროლებს ის თავდაცვის სფეროში ხარჯების მიზნობრიობას.

გასულ კვირას უკრაინულმა გაზეთმა «Сегодня»-მ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ უკრაინელი სპეციალისტები აგვისტოს ომის დროს იმყოფებოდნენ საქართველოში. "დიახ, ეს ხალხი იმყოფებოდა საქართველოში და სისტემების საგარანტიო მომსახურებას აწარმოებდა. ქართველებს ხომ ბევრი არაფერი ესმით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში."

რეალურად რა გეგმები აქვს საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის ზონების შესახებ, საზოგადოებისათვის უცნობია. შესაბამისად, არსებობს იმის ალბათობაც, რომ, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში, საზოგადოება ფაქტის წინაშე დააყენონ.

ზაზა შანიძე

”ყველა სიახლე”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja