"როცა თვითმფრინავით დავდევ ვერაგ მტერს, ასე მგონია, ჩემი საქართველოს ძალა მიდგას მკლავში"
დიდ სამამულო ომში 700 ათასამდე ქართველი იბრძოდა უკიდეგანოდ გადაჭიმული ფრონტის სისხლიან შეტაკებებში. მათგან ნახევარი ვეღარ ეღირსა საქართველოში დაბრუნებას (პროცენტულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის!). ბევრმა მათგანმა ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის საბრძოლო მედლებითა და ორდენებით დაიმშვენა მკერდი, ხოლო 167 ვაჟკაცი კი გმირის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოეს. მათ შორის იყო სახელოვანი მფრინავი, ფაშისტთა საჰაერო ძალების რისხვა, "ცის შევარდნად" აღიარებული ჭიჭიკო ბენდელიანი. მისი სახელი და საქმეები სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ლეგენდები კი არასოდეს კვდებიან...
1914 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ გორაბერეჟოულში დაიბადა და აღიზარდა ჭიჭიკო ბენდელიანი. მფრინავობაზე ოცნებობდა და ნატვრის ასრულებას ისე მიზანსწრაფულად ცდილობდა, ცხადი იყო, ჭაბუკს დიდი მომავალი ელოდა. მალე ამ საქმის ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა. მერე ომიც დაიწყო... 22 ივნისს, ომის პირველსავე დღეს მიიღო ლეიტენანტმა ბენდელიანმა საბრძოლო ნათლობა. ამის შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ საბჭოთა საჰაერო ესკადრას ახალი შევარდენი შეემატა, ყველაზე ლაღად და შეუპოვრად რომ ნავარდობდა ცაში. კიევის დასაბომბად დაძრულ, მესერშმიტების”დაცვით მფრინავ 20 გერმანულ "იუნკერსს" გზა გადაუღო
... კითხვის გაგრძელება »
ოოოოოოოოოოო ეს უკვე ძალიან სერიოზული თამაშის ძალიან სერიოზული ვიდეოა მარა რას ერჩი მაგრად კი უტევს ვიღაცის (არა ქართველების) პოზიციებს KA-50 და რავი მე კი მშვიდათ და საკაიფოდ ვუყურე და მაგრადაც დამევასა