|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
ამერიკელები უპილოტოებს დახვეწენ |
|
|
აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებში ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობენ, რაც მომავალში უპილოტო საფრენ აპარატებს ავტონომიურობას მიანიჭებს. ახალი სისტემის წყალობით, უპილოტოები ცაში საფრენი აპარატის ამოცნობას, ფრენის მარშრუტის შეცვლასა და შეჯახების თავიდან აცილებას შეძლებენ. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გეგმის თანახმად, ახალი სისტემა ოთხი ელემენტისგან შედგება. პირველი ელემენტი მიმღებ-გადამცემის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც თავის რადიუსში მფრინავ ობიექტებს ავტომატურად აცნობებს თავის კოორდინატებს. სისტემის მეორე ელემენტი ელექტრულ-ოპტიკური სენსორი იქნება, რომელიც ხედვის არეში მოხვედრილი აპარატების გადაადგილებას მიწის ზედაპირთან დააკვირდება. მესამე ელემენტი - კოორდინატთა გადაცემის ავტომატური სადგურია, რომელიც თავისი ადგილმდებარეობის შესახებ ცნობებს მოიპოვებს და კოორდინატთა ტრანსლაციას სხვა საფრენი აპარატებისთვის განახორციელებს. სისტემის მეოთხე ელემენტი განსაკუთრებული რადარია, რომელიც უპილოტოს იმ ობიექტების აღმოჩენის საშუალებას მისცემს, რომლებიც კამერის ხედვის არეალის მიღმა ფრენენ. ახალი სისტემის წყალობით, ოპერატორებს უპილოტო საფრენი აპარატის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე ზრუნვა აღარ მოუწევთ და პროცესში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ჩაერთვებიან. მომზადებულია airforcetimes.com-ის მიხედვით.
|
|
|
|
| |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |