2008 წლის აგვისტოს ომში მომხდარი შინდისის ბრძოლის შესახებ…
ალბათ თითქმის ყველამ იცის რაც მოხდა, მაგრამ კვირის პალიტრაში წაკითხულმა სტატიამ სურვილი გამიჩინა უცნაურზე დამედო ამ ბრძოლის შესახებ პოსტი. ეს მოვლენა იმის დამადასტურებელია, რომ საქართველოში დღესაც მრავალი გმირია და სწორედ ასეთი გმირები გადაარჩენენ საქართველოს…
2008 წლის დილის 10 საათზე, რუსეთის 53-ე არმიის 70-ე მოტომსროლელი პოლკი ცხინვალის დასატოვებლად ემზადებოდა. ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური გრიგორი ხარიტონოვი ბატალიონ “ვოსტოკის” მეომრებთან საუბრით იქცევდა თავს. მეომრებს შორის იყო ვინმე დროზდოვი, რომელსაც ბატალიონის მეთაურის თქმით, სარატოვში ქართველი მეგობარი ჰყავდა.
-საინტერესო მეგობრობა გცოდნიათ რუსებსა და ქართველებს. შინ ქართველი მეგობარი გყავს, შენ კი მის სახლში იბრძვი. – ჩაიქირქილა ერთ-ერთმა ჩეჩენმა, გვარად იამადაევმა. დროზდოვი აილეწა და მაშინვე გასცილდა იქაურობას.
არმიამ ნიქოზისაკენ აიღო გეზი. როდესაც ისინი მშვიდად მიდიოდნენ გზაში, უეცრად კოლონა ქართული არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა. თავზარდაცემული ჯარისკაცები გაოგნებულნი უყურებდნენ როგორ ეკიდა ცეცხლი სამხედრო ტექნიკას. იყვნენ დაღუპულებიც.
მეორე ბრიგადის საშტაბო ასეული სოფელ ყელქცეულადან გორისაკენ მიემართებოდა, მათ არ ქონდათ კავშირგაბმულობა და ამიტომ ასეულის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ ფრონტის ხაზი არ არსებობდა და გორამდე არცერთი ქართული შენაერთი აღარ იმყოფებოდა. მიშა დვალიშვილმა სახლში დარეკა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ საღამოს სახლებში იქნებოდნენ ბიჭები.
-მანამდე ერთი ლექსის დაწერას მოასწრებ, – გაეხუმრა ვიღაც.
-ქართველებს ჩვევად გვაქვს, როცა ომს ვაგებთ, ლექსების წერას ვიწყებთ ხოლმე, – შენიშნა ალექსანდრე ონიანმა. – ისტორიას გადახედეთ.
-ისე მაშინ წაგებულ ომსაც ჰყავდა გმირები, – ნაღვლიანად თქვა რომან ზოიძემ. ონიანი დაეთანხმა ნათლულს.
სოფელ შინდისთან ასეულმა ტანკები შენიშნა, ქართველებმა ერთ-ერთ ტანკზე ქართული დროშა შეამჩნიეს. კოლონამ გზა გააგრძელა და უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, ქართული კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, შიგ მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს… ასეულის მეთაური მიხვდა რომ ის ტანკები რუსული იყო დროშა კი სატყუარა.
-მტერი უნდა შევაჩეროთ როგორმე თორემ ასეულს გაანადგურებს; – გაიფიქრა ოცმეთაურმა ვეფხია ჯიშკარიანმა და მანქანიდან ჩამოხტა, მას ფელიქს კაკაურიძე და ილია გაბუნიაც მიჰყვნენ. კოლონამ გზა გააგრძელა, მაგრამ უკვე მოძრავი მანქანიდან კიდევ რამდენიმე ქართველი მეომარი ცამოხტა. სულ 12-მდე ქართველი შეიკრიბა.
-მოკლედ, ჩვენს კოლონას რომ უსაფრთხოდ მოძრაობის საშუალება შეეძლოს, რუსების სამიზნე ჩვენ უნდა გავხდეთ, ისეთი ცეცხლი უნდა დავანთოთ, რომ რუსებს აქ მოსვლისთვსი თავბედი ვაწყევლინოთ, – თქვა ოცმეთაურმა.
-სამაგისოდ ცოტანი ხომ არ ვართ? – იკითხა ილია გაბუნიამ.
– პირიქით, ასეთი ბევრი ჯერ არ ვყოფილვართ, – გაეღიმა მიშა დვალიშვილს.
ქართველთა ჯგუფი რკინიგზის მეორე მხარეს გადავიდა, პოზიცია დაიკავა და მტერს ცეცხლი გაუხსნა.
ამ დროს რუსული კოლონა უხალისოდ მიდიოდა და ბატალიონის მეთაური, ხარიტონოვიც სდუმდა. დუმილი რადიოკავშირმა დაარღვია, რომელმაც მათ აცნობა რომ, რუსული დაჯგუფება შინდისთან დახმარებას ითხოვდა. ისინი ქართველების ჩასაფრებაში მოყვნენ. ხარიტონოვი მეომართა ჯგუფთან ერთად შინდისისაკენ გაემართა.
შინდისში, რუსების მეთაური ადგილს ვერ პოულობდა.
-ვინ არიან ესენი, ეშმაკები თუ ქაჯები, – იმეორებდა თავისთვის.
-რამდენი იქნებიან? მოესმა მეთაურს და მხოლოდ ახლა შეამჩნია მოსული ხარიტონოვი და ჯარისკაცები.
-რას გაიგებ? ცეცხლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ასული, შეიძლება ბატალიონიც. ჩემი მეომრები ისე დააშინეს, თვალი რომ მოვაშორო ყველა გაიქცევა. ის ქაჯები ისე არიან განლაგებულნი, პოზიციის გარღვევაზე საუბარი ზედმეტია!
გრიგორი ხარიტონოვმა გადაწყვიტა რომ რომ ისინი არ ეყოფოდნენ ქართველებს და რადიოკავშირით კიდევ ერთი დამხმარე ჯგუფი და სამხედრო ტექნიკა გამოიძახა.
ჯგუფის მეთაურმა ჩეჩნეთის ომი გაიხსენა.
– ვერაფერი გავუგე ამ ქართველებს, ხან უკანმოუხედავად გარბიან, ხან კი თავის ამოყოფის საშუალებას არ მოგცემენ. ასე არ იყო ჩეჩნეთშიც? ამის გაგონებაზე ხარიტანოვმა შუბლი შეჭმუხნა.
-გროზნოს მისადგომებთან, ჩენჩენბისგან გავიგეთ, რომ ქალაქს მათთან ერთად ქათველებიც იცავდნენ. ჩეჩნებისგან განსხვავებით, რომლებიც ომში მხოლოდ ომზე ფიქრობდნენ, ქართველები ომში გმირულად სიკვდილზე ფიქრობენ. ალბათ ამიტომა, ჩეჩნებს ორი-სამი გმირი შეიძლება გვყავდეს, ქართველებში კი თითქმის ყველა გმირია.
მიშა დვალიშვილი პოზიციაზე ჩაფიქრებული იჯდა.
-მუზები ხომ არ გესტუმრნენ? – გასძახა ფელიქს კაკაურიძემ.
-იცი, რაზე ვფიქრობ? 22 წლის ვარ და ჯერ ჩემი ქვეყნისთვის ვერაფერი გავაკეთე.
-მოასწრებ, ამ ცხოვრებაში თუ არა, მეორე ცხოვრებაში მაინც. კაკაურიძე მიშას გუნებაზე მოყვანას ცდილობდა.
-ტყვია-წამალი გვითავდება, – დაიძახა ილია გაბუნიამ. ქართველები დადუმდნენ.
– როგორ ფიქრობთ, ჩვენი კოლონა უკვე სამშვიდობოს იქნება? – იკითხა რომან ზოიძემ.
ჯარისკაცებმა პასუხად მხრები აიჩეჩეს.
-მე აქედან არსად წავალ, – კუშტად თქვა ალექსანდრე ონიანმა, – ქართველმა ჯარისკაცებმა უკან ისედაც ბევრი ვირბინეთ… ბიჭები იგივე აზრზე იდგნენ. ოცმეთაურ ვეფხია ჯიშკარიანს ამის შემხედვარეს თბილად გაეღიმა.
ბრძოლა კვლავ განახლდა… ჩვენებს ტყვია-წამალი გაუთავდათ, მძიმედ იყო დაჭრილი რომან ზოიძეც.
-წადით, – ეხვეწებოდა თავზე წამომდგარ ონიანს, ალექსანდრემ ხელში ყუმბარა მოსინჯა, – აქედან ფეხს არ მოვიცვლით, მაგრამ არც ტყვედ ჩავბარდებით, – მტკიცედ თქვა და მობილურზე მოძღვრის ნომერი აკრიფა. ზარი უპასუხოდ დარჩა…
-ბიჭებო, თუ ვინმე კიდევ ცოცხალი ხართ მოიწიეთ ჩემკენ, ამ ძაღლებს ვაჩვენოთ, რომ ქათველებს ომის გარდა სიკვდილიც ღირსეული შეგვიძლია! – დაიძახა ონიანმა…
ონიანს არავინ გამომეხმაურა, იგი მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო.
-ღმერთო დაიფარე საქართველო, მას ხომ ცუდი არაფერი ჩაუდენია, – ჩაილაპარაკა და ხელყუმბარა გახსნა…
-ქართველებმა ცეცხლი შეწყვიტეს, – დაიძახა ვიღაცამ.
-თავი არ ასწიოთ, ალბათ პოზიციას იცვლიან, – დაიძახა ხარიტონოვმა… ქართვეები კი კვლავ დუმდნენ.
რუსული დაჯგუფება დაიძრა; როდესაც გრიგორი ხაროტინოვი ქართულ პოზიციას მიუახლოვდა, გაქვავდა… გაოგნებული იდგა მეორე მეთაურიც.
-ღმერთო ჩემო აქ რა ხდება? – აღმოხდა ხარიტონოვს.
-გვამები დავთვალეთ, მხოლოდ 12-ნი ყოფილან, – თქვა რუსმა ჯარისკაცმა.
-იქნებ სხვები წავიდნენ და ესენი დატოვეს, – დაეჭვდა მეთაური.
-არავინ წასულა, – გამოსცრა ხარიტონოვმა. შემდეგ ერთ-ერთი ქართველის ავტომატი დაათვალიერა, – ტყვია-წამალი გასთავებიათ.
ჯარისკაცი საშა დროზდოვი გაოცებული იდგა და არ სჯეროდა, რომ მათ თითქმის ასეულს, მხოლოდ 12 ქართველი ებრძოდა. ბატალიონის მეთაური ხაროტონოვი მდუმარედ იდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა…
-აი ასეთი ბიჭები რომ მყოლოდა იქ… – ჩაილაპარაკა და გაბრუნდა. დროზდოვმა კი გაიფიქრა რომ იგი ჩეჩნეთს გულისხმობდა…
ამ უთანასწორო ბრძოლაში 12 ქართველი დაიღუპა. მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა თითქმის ყველა სახის იარაღი, ტანკების 125მმ-იანებით დაწყებული ნაღმტყორცნებით სხვადასხვა ქვემეხებით ტყვიამფრქვევებით დამთავრებული..
ეს კი ამ გმირების სახელები და გვარებია:
მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი.
ბიჭების მამაცობით გაოგნებულმა მტერმა მათ აღარც იარაღი აჰყარა, არც ფეხსაცმელი გახადა და არც მობილურ ტელეფონებს ახლო ხელი. შინ მისვენებული ერთ-ერთი გმირის – მიხეილ დვალიშვილის მშობლებმა კი, მის სხვა პირად ნივთებთან ერთად, ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯებზე დაწერილი ლექსები იპოვეს. აი, რამდენიმე სტრიქონი მეომრის ნაწერებიდან:
”ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები”;
”ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ” …
ორშაბათს – გნახე და შემიყვარდი.
სამშაბათს – გულმა დამიწყო ძგერა.
ოთხშაბათს – მშობლებს შევატყობინე.
ხუთშაბათს – შენგან ავიღე ნება.
პარასკევს – მოვალ, გეტყვი ყველაფერს.
შაბათს – გვექნება ხელმოწერა.
კვირას – გევქნება დიდი ქორწილი.
და გვეღირსება ბედნიერება.
წვეთები ცვივა ნაზად,
გულზე მეშვება დარდი,
ასე ძლიერად, კარგო,
ნეტავ, რად შემიყვარდი?
გისურვებ მანამ სიცოცხლეს,
სანამ დიოდეს რიონი,
სანამ არ დაინგრეოდეს
დიდი მთა – კავკასიონი.
ეს გახლავთ გვერდი facebookze: http://ka-ge.facebook.com/note.php?note_id=303596117077
მომზადებულია UCNAURI.COM-ის მიხედვით