საჰაერო თავდაცვის ეფექტურობისათვის მხოლოდ კარგი იარაღის ქონა არაა საკმარისი როგორც ეს ბევრს ეგონდა აქამდე მთავრობაში. კაი იარაღს კაი ადამიანიც უნდა რომელიც შესძლებს და გამოიყენებს ეფექტურად ამ იარაღს.
მაგრამ ახლა თქვენს ყურადღებას შევაჩერებ არა იარაღზე ან მის გამოყენების ტაქტიკაზე არამედ სტრუქტურაზე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. არსებული საზენიტო საშუალებები სწორად უნდა იყოს გადანაწილებული არმიაში. ჩემის აზრით გადანაწილება ასეთი უნდა იყოს.
პირველ რიგში ერთმანეთისგან უდა გაიმიჯნოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაქვემდებარებაში არსებული და სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში არსებული საჰაერო დაზვერვისა და საზენიტო საშუალებები.
დავიწყოთ ზემოდან:
უნდა არსებობდეს მართვის ეთიანი სისტემა, შტაბი. რაც შეეხება სამხედრო საჰაერო ძალებს მართვის პუნქტი განთავსებული უნდა იყოს თბილისში ან თბილისთან ახლოს ბუნკერში. ამ ბუნკერს უნდა მიეწოდებოდეს დროის რეალურ რეჟიმში საქართველოში განთავსებული ყველა აქტიური და პასიური რადიოლოკატორიდან მიღებული ინფორმაცია და ეს უნდა აისახებოდეს ერთიან ეკრანზე რადან ყოველტვის იყოს ინფორმაცია საქართველოს საჰაერი სივრცეში და საქართველოს საზღვრებთან არსებული სიტუაციის შესახებ. ეს შტაბი უნდა იყოს ან გაერთიანებული შტაბთან ერთად ან უზრუნვეკლყოფილი უნდა იყოს გაერთიანებული შტაბისათვის ინფორმაციის უსწრაფესად, ზუსტად და საიმედოთ მიწოდება. გარდა ამისა ამ შტაბიდან უნდა შეიძლებოდეს უპირველეს ყოვლისა ნებისმიერ ცალკეულ საზენიტო დანაყოფთან და საერთოდ ნებისმიერ ბრიგადასთან პირდაპირი და საიმედო კავშირის დამყარება ასევე სამხედრო სზღვაო ძალებთან და კონკრეტუს სამხედრო გემებთან დაკავშირება და ინფორმაციის გაცვლა.
აქ რჩება კითხვები: მაგალითად რამდენადაა ტექნიკურად შესაძლებელი რომ ქუთაისთან განთავსებულმა რადარმა დროის რეალურ რეჟიმში ლაივში მიაწოდოს ინფორმაცია ამ შაბს და ეს აისახოს შტაბში განთავსებულ ეკრანზე თანაც ისე რომ დაცული იყოს ჰაკერებისგან ან დივერდანტებისგან და იყოს საიმედო.
აქედან გამომდინარე სამხედრო საჰაერო ძალებს ამ შტაბის გარდა დაქვემდებარებაში უნდა გააჩნდეს ყველა სახმელეთო რადარი. ამის გარდა უნდა იყოს შორი (საშუალო) მოქმედების საზენიტო სარაკეტო სისტემები რომლებიც განახორციელებენ სტრატეგიული ობიექტების და მსხვილი ქალაქების საჰაერო დაცვას. მაგალითდ (პეტრიოტი, ს 125, ბუკ ი და სხვები.) და პერსპექტივაში გამანადგურებელი ავიაცია.
გარდა ამისა აგრეთვე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები.
ეს რაც შეეხებოდა საქართველოს სამხედროსაჰაერო ძალებს.
ახლა სახმელეთო ჯარები. ჩემი აზრით სახმელეთი ჯარების საზენიტო სისტემები საჰაერო ძალებისგან განსხვავებით უნდა უზრუნველყოფდნენ არა ქალაქების და სტრატეგიული ობიექტების დაცვას არამედ უშუალოდ ამ ჯარების დაცვას ჰაერიდან.
აქ მე ვფიქრობ რამდენიმე რგოლია საჭირო. კერძოდ ისევ ზემოდან ქვემოთ.
პირველი რგოლი უნდა იყოს სახმელეთი ჯარების საზენიტო ბრიგადა. იგი უნდა უზრუნველყოფდეს საბრძოლო მოქმედებების არეალში საჰაერო დაცვას მაღალ და საშუალო სიმაღლეებზე. (მაგალითისათვის ბოლო ომში ასეთი არეალი იყო გორიდან დაწყებული ჯავამდე და ზემო აფხაზეთი) ესენი უნდა იცავდნენ რაიონებს. მათ უნდა გააჩნდეთ შეიარაღებაში: საშუალო რადიუსის მქონე მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემები (მაგ: სპაიდერი, ბუკ მ 1) და საზენიტო არტილერია (მაგ: ბოფორსის ქვემეხი, ს 60 ან სხვა რამ) მათ მიერ მოხდება მიზნების არმოცება საზენიტო კომპლექსების რადარების მეშვეობით და აგრეთვე ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციის საშუალებით. და როგორც უკვე აღვნიშნე ისინი დაიცავენ მაღალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო აპარატებისაგან როგორც ამ რაიონში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ასევე სამხედრო დანაყოფებს და ასევე ინფრასტრუქტურას ხიდებს, გზებს და ასე შემდეგ.
სახმელეთო ჯარებში შემდეგი რგოლია ცალკეული ბრიგადების საზენიტო საშუალებები. მათი მიზანია უშუალოდ სამხედრო დანაყოფების დაცვა საჰაერო თავდასხმისაგან. ისინი იცავენ დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო ობიექტებისაგან, რომლებსაც იერიში მიაქვთ ბრიგადის ნაწილებზე. ეს საშუალებები უშუალოდ ბრიგადას დაყვენიამ მათი გადაჯგუფების დროს. ეს საშუალებები შეიძლება იყოს (მაგ: ფრანგული კროტალი, საბჭოთა ოსა, ადატსი, ავენჯერი და სხვა) და მცირე ან საშუალო კალიბრის საზენიტო არტილერია (მაგ: ლოარა, გეპარდი, შილკა, ზუ-23-2 და ასე შემდეგ).
გარდა ამისა თუ ამის ფინანსური საშუალებ იქნება ბრიგადების საზენიტო ბატალიონის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ დამატებითი საზენიტო სისტემები რომლებიც უშუალოდ ბრონესატანკო ბატალიონებს გაყვენიან და ბრძოლისას ან მარშისას დაიცავენ უშუალოდ მათ ჰაერიდან.
ბოლო რგოლია ბატალიონების საზენიტო ოცეულები. რომლებიც დაიცავენ უშუალოდ ბატალიონს დაბალ სიმაღლეზე მფრენი და დანარჩენ საზენიტო საშულებებისაგან თავდაღწეული ავიაციისაგან. მათი შეიარაღება უნდა შესდგებოდეს ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო სისტემებისგან (მაგ: გრომი, სტინგერი) და შესაძლოა მცირეკელიბრიანი საზენიტო ქვემეხებისგან (ზუ 23 2, ებრაული ტსმ, ამერიკული ვულკანი და სხვა.)
რეზერვი:ყოველ რეზერვის ბრიგადას უნდა გააჩნდეს საკუთარი საზენიტო საშუელბები. ძირითადად საზენიტო არტილესიია და ხელიტ გადასატანი საზენიტო კომპლექსებით. მათი საჰაერო დაცვა უზრუნველყოფილი იქნება მცირე სიმაღლეზე ხოლო მაღალი და საშუალო სიმაღლეებიდან დაიცავს სახმელეთო ჯარების საზენიტო ბრიგადი ნაწილები.
აგრეთვე შესაძლებელია რომ შეიქმნას ცალკეული რეზერვის საზენიტო ბატალიონები, რომელბიც საზენიტო საშუალო და მსხვილკალიბრიანი საშუალებეით (მაგ: ს 60, კს 19, ბოფორსის 40 მმ ქვემეხი...) იქნებიან შეიარაღებული და დაიცავენ ზურში არაპირველადი მნიშვნელობის ობიექტებს. ხოლო მათთვი სამიზნის მოახლოების შესახებ და მიმართულების სესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ცენტრიდან.