|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
dgiani omis shedegebi |
|
|
პირველ რიგში მსურს სამძიმარი ვუთხრა ჩვენი დაღუპული მეომრების და სამოქალაქო მოსახლეობის ახლობლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ უზარმაზარ მსხვერპლს სათანადოდ დააფასებს ჩვენი ერი და მომავალი თაობა. მალე გამოჩანმრთელება და ფეხზე დადგომა მინდა ვუსურვო დაჭრილებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად, მორალურად თუ მატერიალურად დაზარალდა ამ მუხანათურ ომში რუსეთის არმიის ბარბაროსული ქმედებებისგან. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა ჩვენი მეომრების მიმართ, რომლებმაც შესაშური თავგანწირვა და მამაცობა გამოამჟღავნეს. როგორც 9 აგვისტოს ჩაწერილ ინტერვიუში მოვახსენეთ თქვენს მკითხველს, ჩვენ ამ ომის აცილება, იმ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებოდით, არ შეგვეძლო. ამიტომ ვისაუბროთ მხოლოდ ომის შედეგებზე და შემდგომ გზებე. სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ უდაოდ სერიოზულად დავზარალდით. პირველ რიგში ესაა პირადი შემადგენლობის მსხვერპლი. სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობაა. მას შემდეგ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტაზე, რუსეთმა ყველა საერთაშორისო ნორმების და ეთიკის დარღვევით გააგრძელა ჩვენი სამხედრო-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განადგურება და შეეცადა ქვეყნის შუაზე გახლეჩით (გორი-ხაშურის საგზაო მონაკვეთის გადაკეტვა, რკინიგზის ხიდის აფეთქება) და საზღვაო ბლოკადით გამოეწვია ეკონომიკური კრიზისი და მძიმე სოციალურ ფონზე მიეღწია საქართველოში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლისათვის. რუსეთმა სამხედრო ოპერაციაში, ძირითადად ავიაციის უპირატესობით და საჰაეროსივრცეში სრული უპირატესობის მიღწევით, გამარჯვებას მიაღწია. ეს ფაქტი უდავოა. ჩვენი მხარე ალბათ არც ელოდა, რომ რუსეთი გააფართოებდა სამხედრო მოქმედებების არეალს და დაიწყებდა ჰაერიდან დაუცველი დასახლებული პუნქტების და სამხედრო ინფრასტრუქტურის საჰაეროდაბომბვებს. რუსეთი, იოლი ნავთობდოლარებით გამოწვეული მაღალი ტვინის წნევის ნიადაგზე, ცდილობს აღიდგინოს ”სუპერდერჟავის” სტატუსი და არ მალავს იმპერიულ ზრახვებს ძველი გავლენის სფეროების აღდგენის მხრივ. რუსეთი გადაწყვიტა გაემეორებინა ერაყის, იუგოსლავიის და ავღანეთის მსგავსი ოპერაციები, რომლებიც აშშ-მა და ნატო-მ განახორციელეს, მაგრამ დაავიწყდათ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: აშშ და ნატო ყოველთვის მოქმედებდნენ გაეროს მანდატით, რომელი მანდატების მინიჭებისას რუსეთიც იღებდა მონაწილეობას და ხმას აძლევდა ამ ქვეყნებში სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. რუსეთმა კი ერთპიროვნულად გადაწყვიტა არა საერთაშორისო, არამედ თავისი, რუსული სამართალი განეხორციელებინა საქართველოში. რუსეთმა ეტყობა ცუდად გათვალა ყველაფერი და პოლიტიკური თვალსაზრისით უკუშედეგი მიიღო როგორც საქართველოს შიგნით, ისე მსოფლიო არენაზე. საქართველოში მოხდა მოსახლეობის და პოლიტიკური სპექტრის სრული კონსოლიდაცია აგრესორის წინააღმდეგ. კრემლი კი ალბათ ელოდა, რომ რუსთაველზე მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგები გაიმართებოდა. ეს არ მოხდა. პირიქით, საქართველოში და მთელ მსოფლიოში დაიწყო პერმანენტული საპროტესტო აქციები რუსეთის საგრესიის საწინააღმდეგოდ. რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნა აშშ-თან, ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობებში. ნატო-ს მინისტარეიალის გადაწყვეტილებები აშკარად ჩვენს სასარგებლოდაა. სერიოზული მხარდაჭერა მივიღეთ ეუთო-სგან, ევროკავშირისგან და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომელმაც პირველ რიგში არ მიგვატოვა ამ ძნელბედობისას. ჩვენ არ უნდა გვქონოდა იმისი ილუზია, რომ ჩვენს გამო ნატო ან აშშ ომს გამოუცხადებდა რუსეთს. მაგრამ ის სანქციები, რაც გატარდა რუსეთტან მიმართებაში (და რაც სავარაუდოდ მომავალში განხორციელდება) ომის ტოლფასია. ჩამოვთვლი ზოგიერთ მათგანს. ნატო-მ შეწყვიტა ღუსეთტან ერთობლივი სამხედრო სწავლებები, შეაჩერა ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა, აშშ აღარ მოიხსენიებს დიდ რვიანს (ისევ დიდ შვიდიანს ახსენებდა აშშ-ის პრეზიდენტი თავის გამოსვლებში) და იმუქრება რუსეთის გარიცხვით ამ დიდი ფორუმიდან, ამ ეტაპზე გაიყინა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი, კითხვის ქვეშაა სოჭის ოლიმპიადის ჩატარება 2014 წელს (აშშ გამოვიდა მოთხოვნით მოინახოს სხვა ადგილი ოლიმპიადის ჩასატარებლად). საფონდო ბირჟებზე რუსეთის ფასიანი ქაღალდები კვლავინდებურად განაგრძობს კატასტროფულ ვარდნას. ეს ყველაფერი დასაწყისია. ცივილიზებულმა დასავლეთმა დაინახა, რომ რუსეთს მართავს ”გასამხედროვებული გაზპრომი”, რომელიც არასაიმედო პარტნიორია. ”ტო ლი ეშჩო ბუდეტ”... საქართველომ კი პირიქით: მიიღო უპირობო გარანტია, რომ გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, შეიქმნა კომისია ნატო-საქართველო, მივიღეთ დაპირება და გვაქვს იმედი, რომ კონფლიქტურ ზონებში მოხდება სამშვიდობო ფორმატის და კონტიგენტის შეცვლა, რადგან რუსეთი მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული იქნა კონფლიქტის მხარედ. ეკონომიკური თვალსაზრისით სერიოზულ მხარდაჭერას ვიღებთ როგორც მსოფლიო ბანკიდან, ასევე გაეროდან და აშშ-სგან. გაერომ 56 მლნ აშშ-ის დოლარის დახმარება გამოგვიყო, ხოლო აშშ-ში განიხილება საკითხი ჩვენთვის 1 მლრდ აშშ-ის დოლარის გამოყოფის შესახებ. როგორც ჩვენი მეგობრები გვპირდებიან, დახმარებები გაგრძელდება შემდგომშიც. ამ ეტაპზე ჩვენთვის საჭიროა სწორი დასკვნების გამოტანა ომის სამხედრო შემადგენელი ნაწილისგან. არავითარ შემთვევაში არ უნდა დავუშვათ აზრი, რომ ჩვენ აღარ გვჭირდება დიდი ბიუჯეტი და დიდი არმია. საჭიროა შეიარაღებული ძალები დროულად გამოვიდეს კრიზისიდან და დაიწყოს აღდგენითი პროგრამები მეტი შემართებით და ენერგიით. ამ მხრივ თუ რა უნდა გაკეთდეს, ეს დიდი და ცალკე სასაუბრო თემაა. რუსეთი წელავს თავის შენაერთების გაყვანას ჩვენი ტერიტორიიდან. შესაძლოა სურთ კიდევ რაიმე პროვოკაციაზე წამოგვიკიდონ. ან დაგეგმილი აქვთ რაიმე ავანტიურა ხელისუფლების შესაცვლელად. ამ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა ჯარების სრულ გაყვანას მეტი გართულებების გარეშე მივაღწიოთ. როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, რუსეთი მოსახდელი ჭირი იყო და ნელ-ნელა გამოჯანმრთელებისკენ მივდივართ. ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ ჩვენ მეტი ბერკეტები გვექნება ჩვენი შიდა კონფლიქტების მოსაგვარებლად. მოვა დრო, როცა რუსეთს ისევ მოუწევს თავისი არმიის უკან დახევა თუ გაყვანა (როგორც რუსეთის გენშტაბი ამბობს: ”ვივოდ” თუ ”ოტვოდ”). ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა დახევა იქნება თუ გამოყვანა. მთავარია რუსეთის არმიის დახეული და გაურეცხავი ჩექმა აღარ აბიჯებდეს ჩვენს წმინდა, წინაპრების სისხლით გაჟღენთილ მიწაზე. ამირან სალუქვაძე საჰაერო ძალების სარდალი 2003-2005 წ.წ.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |