ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ბომბდამშენი სუ-24 და რუსული სამხედრო დიპლომატია
მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მცდელობისა, რომ რუსეთის სამხედრო-დიპლომატიურ მანქანას ვერ ჩავეთრიეთ სამხედრო კონფლიქტში, ჩვენთვის არასასურველი სცენარის აცილება მაინც არ მოვახერხდა და საქართველოში ისევ დენთის სუნი ტრიალებს.
ყველასათვის ცხადია, რომ კონფლიქტის განახლება არანაირად არ შედიოდა საქართველოს ინტერესებში. საქართველოში სიტუაციის არევა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს, რათა დეკემბერში MAP-ი ვერ მივიღოთ. რუსეთს ასევე მეორე სტრატეგიული მიზანი აქვს: შეინარჩუნოს გავლენა კავკასიის რეგიონზე, რათა არ დაუშვას შუააზიის ენერგორესურსების ტრანზიტი კავკასიის გავლით. საქართველო კი კავკასიის და აზიის გასაღებად ითვლება.
მიუხედავად არსებული კონფლიქტებისა, დრევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა სერიოზული დიპლომატიური გარღვევა განეხორციელებინა და, რუსეთის სერიოზული სამხედრო-დიპლომატიური წინააღმდეგობის პირობებში, ნატო-ში შესვლას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. რუსეთმა იგრძნო, რომ კლასიკურ, ცივილურ დიპლომატიაში ის დამარცხდა საქართველოსთან: ბუქარესტის სამიტზე ნატომ მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ.
რუსეთს დარჩა ერთადერთი გზა: ბანდიტურ-სეპარატისტული რეჟიმების მეშვეობით ვითარების დაძაბვა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა.
ბოლო პერიოდში კოკოითის ბანდიტურ-სეპარატისტული რეჟიმი, კრემლის დაკვეთით, გამოვიდა მოლაპარაკების ფორმატიდან. მეტიც, ბოლო დღეებში ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, აწიოკებდნენ ქართულ მოსახლეობას. ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო (გავიხსენოთ საერთაშორისო ნორმების დარღვევით რუსეთის მოქალაქის პასპორტების დარიგება ცხინვალის მოსახლეობისთვის და სხვა მოვლენები).
ამ სცენარის მიხედვით საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი პოპოვი, რომელმაც ცინიკური მანერით, ვითომცდა შეეცადა დაესვა მოლაპარაკების მაგიდასთან ცხინვალის ბანდიტური რეჟიმის და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. 7 აგვისტოს შეხვედრის ჩაშლის შემდეგ კოკოითის ბანდფორმირებები გადავიდნენ აქტიურ, აგრესიულ მოქმედებებზე და დაიწყეს ჩვენი სოფლების დაბომბვა საარტილერიო სისტემებისა და ნაღმმტყორცნებისაგან. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით სამთავრობო ძალები საპასუხო ცეცხლს არ ხსნიდნენ. მოთმინების ფიალა სოფელ თამარაშენის დაბომბვის შემდეგ აივსო.
ამ დროს ცხადი გახდა, რომ უკან დასახევი გზა საქართველოს აღარ ქონდა და საქმე გვქონდა წინასწარ დაგეგმილ სამხედრო აქციასთან რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
რუსეთის სამხედრო დიპლომატები არ ელოდნენ ჩვენი ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ასეთ სწრაფ და ეფექტიან პასუხს. მათ ეგონათ, რომ ქართული სოფლების დაბომბვის შემდეგ დავფრთხებოდით და შეშინებულები დავსხდებოდით მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ მათ ვრ გაითვალისწინეს ერთი გარემოება: დღეს არაა არც 1921 წელი, არც 1991 წელია. დღეს საქართველოს ყავს მოწინავე რეგულარული არმია და რაც მთავარია: საქართველოს საზოგადოება არის ერთიანი როგორც არასადროს - პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა საფრთხის წინააღმდეგ და მოღალატეების ხელით (ისე როგორც ადრე მოხდა) ქართველი ერის გახლეჩა აღარ მოხდება.
ხმელეთზე ჩვენმა ძალებმა სრულ უპირატესობას მიაღწიეს. რუსებს დარჩათ მათი სამხედრო დიპლომატიის ერთადერთი გზა - ბობდამშენები. ადრე გამოცხადებულმა ეკონომიკურმა და ენერგო ბლოკადამ შედეგ ვერ გამოიღო. რუსეთის მმართველ ძალებს გონიათ, რომ სუ-24-ების ენით მიაღწევენ წარმატებას.
8 ივლისს რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს ჩვენი სამთავრობო შენაერთების საბრძოლო პოზიციებზე, აეროდრომებზე, მშვიდობიან ქალაქებზე, საზღვაო პორტზეც კი. რუსეთს არშემდგარი ”სვერხდერჟავის” სინდრომი ამოძრავებს. სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუტოლდნენ და იუგოსლავიის, ერაყის და ავღანეთის მსგავსი სამხედრო ოპერაციები ჩაატარონ. მაგრამ მათ კიდევ ერთი რამ ავიწყდებათ. აშშ და ნატო ყველგან და ყოველთვის გაეროს მანდატით მოქმედებდნენ. რუსეთმა კი გაეროში ჩვენთან მიმართებაში სრული ფიასკო განიცადა.
მიუხედავად საერთაშორისო ორგანოზაციების კრიტიკისა, რუსეთი აგრძელებს ღია აგრესიას. ჩვეს საჰაერო ძალებს და საჰაერო თავდაცვას სერიოზული გამოცდა ელის. ბოლო წლებში ძირითადი აქცენტი შეიარაღებული ძალების ქვეითი კომპონენტის რეფორმირებას დაეთმო. ბევრი რამ გაკეთდა საჰაერო ძალებში, მაგრამ საჰაერო თავდაცვის მხრივ ყველაფრის მოსწრება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა გაგვაჩნია ძალები იმისათვის, რომ ჩვენს საჰაერო სივრცეში დაუსჯელად არ ითარეშონ რუსულმა თვითმფრინავებმა. საზენიტო კომპლექსების გამოყენებით ჩამოგდებულია რამოდენიმე რუსული თვითმფრინავი. რუსეთის ავიაციასთან არათანაბარი ბრძოლა მოგვიწევს. საჭიროა მთელი ძალების მობილიზება მოწინააღმდეგის ავიაციისთვის მაქსიმალური ზარალის მისაყენებლად.
რუსეთი თავის მიზნებს საავიაციო დაბომბვებით ვერ მიაღწევს. პირიქით, კიდევ უფრო დააშორებს ერთმანეთისგან ჩვენს პოზიციებს. მათ მიზნის მისაღწევად მოუწევთ ქართველი ხალხის სრული გენოციდი. ეს კი 21-ე საუკენეში შეუძლებელია. ამ დღეებში რუსების მხრიდან მოსალოდნელია საავიაციო იერიშების მიტანა საციცოცხლო და სტრატეგიულ ობიექტებზე. თუ გაერო და ზოგადად დასავლეთი დაუშვებს რუსეთის აღვირახსნილ მოქმედებებს ჩვენთან მიმართებაში, ხვალ რუსეთის მადა კიდევ მეტად გაიხსნება.
უფლის წყალობით და ცივილიზებული საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ამირან სალუქვაძე
საჰაერო ძალების სარდალი 2003-2005 წ.წ.

1) ავტორი: giorgi jari
applause applause applause applause applause applause applause
sad aris chems mimart ???????????? angry angry angry angry angry angry angry angry angry angry angry angry nono nono nono nono nono nono nono nono nono nono nono nono

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja