ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
გიორგი ბერიაშვილი
ვინც ავიაციითაა დაინტერესებული მათ ალბათ ყველას გაგებული ექნება ისეთი საბჭოთა თვითმფრინავები როგორიცაა: Бе 6, Бе 12, А 50, Бе 200 და სხვები. ყველა ეს თვითმფრინავი ბერიევის საკონსტრუქტორო ბიუროშია შემუშავებული. რომლის დამფუძნებელიც და წლების განმავლობაში ხელმძღვანელი იყო ქართველი გიორგი ბერიაშვილი.

გიორგი მიხეილის ძე ბერიაშვილი დაიბადა 1903 წელს თბილისში. 1919 წელს მან ჩააბარა რკინიგზის სასწავლებელში ხოლო 1924 ში ის გახდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი. მომდევნო წელს იგი ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადავიდა სადაც საავიაციო განყოფილებაზე გაგრძელა სწავლა. სავარაუდოთ ამავე პერიოდში გადაიკეთა მან თავისი გვარის დაბოლოება და ბერიაშვილიდან იქცა ბერიევად. რამ უბიძგა საქართველოში დაბადებულ და გაზრდილს ბიჭს გვარის გარუსებისაკენ ჩემთვის უცნობია, თუმცა შესაძლებელია ეს მისი პროფესიული წინსვლისთვის იყო გაკეთებბული.
ლენინგრადის ინსტიტუტის შემდეგ 1930 წელს ბერევმა დაიწყო მუშაობა საკონსტრუქტორო ბიუროში. მალე მან პირველი ქმნილება შესთავაზა სახელმწიფოს ეს იყო საზღვაო ახლო მოქმედების სადაზვერვო თვითმფრინავი МБР 2.
საზღვაო ავიაციის განვითარებაში მიღწეული წარმატებების გამო საბჭოთა ხელისუფლებამ მალე 1934 წელს გადაწყვიტა ცალკე საკონსტრუქტორო ბიუროს შექმნა და მის ხელმძღვანელად და მთავარ კონსტრუქტორად გიოეგი ბერიაშვილი (ბერიევი) დაინიშნა. ახალი საკონსტრუქტორო ბიურო შეიქმნა აზოვის ზღვის პირას ქალაქ ტაგანროგში. აქ მან გაანრძელა მუშაობა საზღვაო ავიაციის ახალი მოდელების შექმნაში მათ შორის გემის საკატაპულტო თვითმფრინავი КОР-1 იგივე Бе-2 . მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი მოხდა ტაგანროგის საკონსტრუქტორო ბიუროს ევაკუირება ციმბირში. ჯერ ომსკში ხოლო შემდეგ კი კრასნოიარსკში. ამ დროს ხდებოდა როგორც КОР-2 ის გამოშვება ასვე ახალი მოდელების შექმნა კერძოდ: შორეული მოქმედების საზღვაო მზვერავი თვითმფრინავი ЛЛ-143 და სხვა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი 1945-1946 წლებში მოხდა ამ საკონსტრუქტორო ბიუროს დაბრუნება ციმბირიდან ისევე ტაგანროგში. ამ მოვლენიდან მალევე საბჭოთა კავშირი იღებს შეიარაღებაში ცნობილ Бе-6-ს. მფრინავ ნავს. რომელსაც იმ დროისათვის გააჩნდა მაღალი მახასიათებლები როგორც საზღვაო ნაოსნობაში ასევე საჰარეო სივრცეშიც. ეს იყო მრავალფუნქციური თვითმფრინავი. ასევე მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო თვითმფრინავი ამფიბია Бе-12. რომლის უამრავი მოდიფიკაციები დღესაც არის მსოფლიოს მარავალი არმიების შეიარაღებაში. ერთ ერთი ასეთი მოდიფიკაციაა ხანძარსაწინააღმდეგო БЕ-12П. ეს თვითმფრინავები ცდებს (საცდელ ფრენებს) მათ ბოლომდე დახვეწამდე საქართველოში პალიასტომის ტბაზე გადიოდნენ. ბერიაშვილი ასევე მუშაობდა საზღვაო ბაზირების რეაქტიული თვითმფრინავების შექმნაზე. ასევე მუშაოდა სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავებზეც БЕ-30.
1968 წელს 65 წლის ასაკში იგი გავიდა პენსიაზე და საცხორებლად მოსკოვში გადავიდა. ხოლო 1979 წელს კი იქვე მოსკოვში გარდაიცვალა. ბერიევი იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და საინჟინრო ტექნიკური სამსახურის გენერალ მაიორი.
მისი პენსიაზე გასვლის შედეგადაც საკონსტრუქტორო ბიურო დღემდე უშვებს თვითმფრინავებს Бе ინდექსით. რაც ბერიაშვილის გვარის პირველი ასოებია. ისევე როგორც ბიუროები Су, ИЛ, АН და სხვანი. ხოლო ტაგანროგის საავიაციო კვლევითი კომპლექსი კი ბერიევის სახელს ატარებს.
ბერიევის მიერ დაარსებული საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შექმნილი მოდელების სია ასე გამოიყურება.

14М1П Экспериментальный экранолет
976 СКИП Самолетный командно-измерительный пункт
A-40 АЛЬБАТРОС Многоцелевой самолет-амфибия
A-42 Поисково-спасательный самолет-амфибия
А-50 Самолет дальнего радиолокационного обнаружения и управления
А-50И Самолет ДРЛО
А-60 Самолет носитель лазерного оружия
АИ Самолет ДРЛО
АН-24ФК Самолет аэрофотосъемок
АН-БЕ-20 Ближнемагистральный пассажирский самолет
БЕ-1 Экспериментальный гидролет
БЕ-2 Разведывательный гидросамолет
БЕ-4 Летающая лодка
БЕ-6 Многоцелевая летающая лодка
БЕ-8 Многоцелевой самолет-амфибия
БЕ-10 Многоцелевая летающая лодка
БЕ-10Н Морской ракетоносец
БЕ-12 ЧАЙКА Противолодочный самолет
БЕ-12Н ЧАЙКА Противолодочный самолет
БЕ-12П ЧАЙКА Противопожарный самолет-амфибия
БЕ-12П-200 ЧАЙКА Противопожарный самолет-амфибия
БЕ-12ПС ЧАЙКА Противолодочный самолет
БЕ-12СК ЧАЙКА Противолодочный самолет
БЕ-14 Противолодочный самолет
БЕ-30 Ближнемагистральный пассажирский самолет
БЕ-32 Ближемагистральный пассажирский самолет
БЕ-32 (1993) Ближнемагистральный пассажирский самолет
БЕ-32К Ближемагистральный пассажирский самолет
БЕ-42 АЛЬБАТРОС Многоцелевой самолет-амфибия
БЕ-103 Многоцелевой самолет-амфибия
БЕ-112 Многоцелевой самолет-амфибия
БЕ-200 Многоцелевой самолет-амфибия
БЕ-200ЧС Многоцелевой самолет-амфибия
БЕ-210 Пассажирский самолет-амфибия
ВВА-14 Экспериментальный самолет-амфибия с ВВП
ГЛ-1 ГИДРОЛЕТ Экспериментальный гидролет
КОР-1 Разведывательный гидросамолет
КОР-2 Летающая лодка-разведчик
ЛЛ-143 Многоцелевая летающая лодка
МБР-2 Морской ближний разведчик
МБР-5 Морской ближний разведчик
МБР-7 Морской ближний разведчик
МДР-5 Морской дальний разведчик
МП-1 Пассажирская летающая лодка
Р-1 Морской разведчик-бомбардировщик
С-13 Дальний высотный разведчик
СД МБР Сверхзвуковой дальний морской бомбардировщик-разведчик

დასანანია ის ფაქტი რომ ბერიაშვიულის მიერ დაარსებული საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შექმნილი თვითმფრინავი А-50 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს საჰაერო სივრცეს აკონტროლებდა. თუმცა ეს არაა გამონაკლისი რადგან ჩვენს მიერვე 31-ე ქარხანაში აწყობილი თვითმფრინავების Су 25 აგერ უკვე 15 წელიწადია სხვადასხვა ინტენსივობით გვბომბავენ.

რა მოხდებოდა რომ ამ ქართველს საქართველოში გაეგრეძელებინა მუშაობა და ყველაზე ცნობილ ქართველსაც სტალინსაც ხელი რომ შეეწყო იმისათვის რომ ახალი საკონსტრუქტორო ბიურო არა აზოვის ზღვის არამედ ოდნავ სამხრეთით შავი ზღვის პირას საქართველოს სანაპიროსთან რომ დაეარსებინა ან მისი ციმბირიდან დაბრუნება მომხდარიყო აქ (რა სტალინს ვინმე უარს გაუბედავდა თუ?). წარმოიდგინეთ რამხელა სამხედრო პოტენციალი და ამასთანავე არასამხედრო არამედ სამოქალაქეო და ინტელექტუალური პოტენციალი მოემატებოდა საქართველოს ეს რომ ასე მომხდარიყო. ძალიან გულდასაწყვეტია ის ფაქტი რომ ქართველმა საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა ადამიანმა თავისი დიდი ნიჭი და შრომა მოახმარა არა თავის სამშობლოს არამედ საბჭოთა კავშირს და თან გვარიც გადაიკეთა, ხოლო მის მიერ განვითარებული მიმართულება დღესაც სხვა ერების სამსახურშია და უარესიც კი. მათ გამოიყენებენ მისი სამშობლოს წინააღმდეგ.
თუმცა საბჭოთა კავშირში ბერიაშვილი-ბერიევი არ იყო გამონაკლისი და მსგავსად ბევრი ნიჭიერი ქართველი იქცეოდა

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja