ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ალექსანდრე ქართველიშვილი
ალექსანდრე ქართველიშვილი დაიბადა თბილისში 1896 წლის 9 სექტემბერს. ალექსანდრემ დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და პირველ მსოფლიო ომშიც მიიღო მონაწილეობა. ამ ომში ალექსანდრე არტილერისტი იყო. აქვე ომში ნახა მან თვითმფრინვები და სამუდამოდ შეუყვარდა ეს სფერო. ამ პერიოდიდან მოყოლებული მან მთელი თავისი ცხოვრება ავიაციას მიუძღვნა. ომის დამთავრების შემდგომ 1919 წელს ალექსანდრე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საფრანგეთში გაგზავნა საავიაციო საქმის შესასწავლად. პარიზში მან უმაღლეს საავიაციო სკოლაში ჩააბარა. 1921 წელს კი საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და მის სამშობლოში ”პროლეტარიატის დიქტატურა” დამყარდა ამიტომ ალექსანდრემ გადაწყვიტა აღარ დაბრუნებულიყო სამშობლოში. მან უმაღლეს საავიაციო სკოლა დაამთავრა ინჟინერის სპეციალობით საფრანგეთში გააგრძელა სწავლა და საფარანგეთის უმაღლესი ელექტროტექნიკური სკოლა დაამთავრა. ამ განათლების მიუხედავად ალექსანდრეს ისევე როგორც სხვა ქართველ ემიგრანტებს გაუჭირდათ საფრანგეთში ცხოვრება, ალექსანდრეს მოუწია ხან მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა და ხან გიმნასტად. ბოლოს ალექსანდრე ავიაციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ხელობას დაეუფლა - მფრინაობას და საფრანგეთშივე ფირმა ბლერიოში დაიწყო მუშაობა მფრინავ გამომცდელათ. მუშაობისას ერთ ერთ ეპიზოდში ალექსანდრეს ავარია შეემთხვა რის გამოც მან კისერი და ხერხემალი დაიზიანა, რაც მომავალში გამორიცხავდა მფრინავ გამომცდელის პროფესიას. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ალექსანდრე ქართველის საკონსტრუქტორო მუშაობა.
ალექსანდრე ინჟინრად მოეწყო ფირმაში სოსიეტე ინდუსტრიალე სადაც მან მიიღო მონაწილეობა თვითმფრინავების ერნარ და ფერბუა-ს შექმნაში. რომელმაც 1924 წელს მსოფლიოს რეკორდი დაამყარა სიჩქარეში. პარალელურად ქართველიშვილი რამდენიმე მეგობარ კოლეგასთან ერთად მუშაობდა თვითმრინავის მოდელზე რომელიც ატლანტიკას გადაუფრენდა და შეძლებდა ამერიკასა და ევროპას შორის ფრენას. 1927 წელს ალექსანდრემ გაიცნო ჩარლზ ლევინი. ლევინი იყო მილიონერი რომელსაც ძალიან უყვარდა ავიაცია. ალექსანდრემ მას თავისი და მეგობრების პროექტი გააცნო. იდეა ლევინს მოეწონა და მან შესთავაზა ქართველიშვილს და წლის ბოლოს ლევინის მოწვევით ალექსანდრე და 2 მისი მეგობარი ამერიკაში გადავიდა სადაც მათ დაიწყეს პროექტზე აქტიური მუშაობა, ხოლო ფინანსირებას კი ლევინი უკეთებდა. მაგრამ ლევინსა და კონსტრუქტორებს შორის წინააღმდეგობა ჩამოვარდა. საცდელ თვითმფრინავისათვის კონსტრუქტორების გათვლით საჭირო იყო 550 ცხენის ძალიანი ძრავა ხოლო ლევინმა კი გადაწყვიტა 400 ცხენის ძალიანი ძრავის დაყენება. პროექტმა არ გაამართლა და 1929 წელს ლევინი და კონსტუქტორები დაშორდნენ ერთმანეთს. ქართველიშვილის წამოწყება რომ დაეარსებინა ფირმა და თავისი ძალებით ეცადა კონსტურირება წარუმატებლად დასრულდა.
1931 წელს კი ალექსანდრემ გაიცნო ა.სევერსკი. სევერსკიც ალექსანდრესავით ემიგრანტი იყო. როდესაც რუსეთში ხელისუფლება ჩაუვარდათ კომუნისტებს სევერსკიმ დატოვა სამშობლო და ბედის საძებნელად დასავლეთში გაემგზავრა. ისევე როგორც ალექსანდრე სევერკიც ავიაკონსტუქტორი იყო. და ალბათ ერთ ერთი ყვლაზე მთავარი გარემოება მათი დაახლოებისა ის იყო რომ სევერსკიც თბილისში იყო დაბადებული. სევერკიმ ჩამოაყალიბა ახალი კომპანია სევერსკი ერკრაფტ კორპორეიშენ (შემდგომში რიპაბლიკი) და ალექსანდრეს ამ კომპანიის მთავარი ინჟინერის თანამდებობა შესთავაზა, რაზედაც ალექსანდრე სიამოვნებით დათანხმდა. მათი ეს წამოწყება წარმატებით განვითარდა და მალე მათ იმ დროისათვის რამდენიმე შესანიშნავი თვითმფრინავი შექმნეს. თვითმფრინავი ამფიბია SEV-3,სასწავლო საწვრთნელი АТ-8, ჩქაროსნული გამანადგურებელი Р-35 საესკორტო გამანადგურებელი 2РА. ამ თვითმფრინავების შექმნით მათ კომპანიას საკმაო შემოსავალი მოუტანეს და ამერიკაში საავიაციო წარმოების ერთ ერთ ლიდერ კომპანიად შეიქმნენ. АТ-8 გახდა ამერიკის არმიის ძირითადი საწვრთნელი თვითმფრინავი ხოლო Р-35 მა ამერიკის არმიის მიერ მოწყობილ კონსკურსში დაჯაბნა სხვა კონკურსანტები და აშშ-ს მიერ მიღებულ იქნა შეიარაღებაში. 2РА ს ეს კომპანია საბჭოთა კავშირსაც სთავაზობდა და მიუხედავად იმისა რომ საწვრთნელ ფრენებში ამ თვითმფრინავმა მნიშვნელოვნად დაჯაბნა იმ დროს სსრკ ს შეიარაღებაში არსებული ძირითადი გამანადგურებელი И-16 ბურჟუაზიული თვითმფრინავ საბჭოერბმა შეიარაღებაში არ მიიღეს. სევერსკის და ქართველიშვილის ტანდემი იმიტომაც ერწყმოდა ერთმანეთს იდეალურად რომ მათ ფუნქციები განაწილებული ქონდათ. სევერსკის უფრო მეტად იდეების გენერირებით იყო დაკავებული მას ძალიან ბევრი და ძალიან კარგი იდეები ქონდა. თუნდაც რომ გავიხსენოთ 20 იან წლებში მის მიერ გამოგონებული და დაპატენტებული საავიაციო სამიზნისათვის მან 50 000 დოლარი მიიღო (იმ პერიოდში ეს კოლოსალური თანხა იყო) ხოლო ქართველიშვილი კი სრულყოფილებამდე მიიყვანდა ამ იდეებს და ტექნიკურად დახვეწდა რადგან სევერკის არ ქონდა საკმაო საინჟინრო განათლება და მუშაობისას მცირე დეტალების გათვალისწინების უნარი. რაც ქართველიშვილს შეეძლო საუკეთესოდ.
1939 წელს მეორე მსოფლიო ომის წინ. კომპანიის აქციონერთა კრებამ ჩაატარა კომპანიის რეფორმირება სევერსკი გაათავისუფლა პრეზიდენტობიდან, კომპანიას გადაარქვეს და დაარქვეს რიპაბლიკი ხოლო ალექსანდრე კი დაინიშნა ვიცე პრეზიდენტად და ამასთან ერთად კომპანიის საკონსტურქტორო ბიუროს ხელმძღვანელად. ამ მომენტიდან ათწლეულების განმავლობაში ალექსანდრე იყო ამერიკული სამხედრო ავიაციის ერთ ერთი უმთავრესი წამყვანი კონსტრუქტორი.
კომპანიის აქციონერების ასეთი გადაწყვეტილება გამოწვეული იყო აქციონერების უკმაყოფილების სევერსკის მიმართ. კერძოდ ისინი უკმაყოფილონი იყვნენ იმით რომ სევერსკიმ იაპონიას მიყიდა თვითმფრინავები. ხოლო ამერიკელები კი იაპონიას მეტოქედ აღიქვამდნენ, აგრეთვე ისინი თვლიდნენ რომ სევერკი ზედმეტ თანხებს ხარჯავდა საკვლევ მუშაობაზე რის გამოც ფირმის აქციონირებს შემოდსავალი აკლდეოდათ.
მეორე მსოფლიო ომის ერთ ერთი საუკეთესო და ლეგენდარული თვითმფრინავიც სწორედ ქართველის შექმნილია. შეიძლება ითქვას რომ არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის ლეგენდა არამედ მსოფლიო საავიაციო ისტორიის ერთ ერთი საუკეთესო თვითმფრინავია P 47 Thuderbolt. ამ ერთადგილიანმა და მძლავრმა გამანადგურებელმა მსოფლიო წარმატება და დიდი შემოსავლები მოუტანა კომპანიას. 1941 წელს შექმნილმა თვითმფრინავმა ყველა ფრონტზე მიიღო მონაწილეობა ბრძოლაში. წარმოებულ იქნა 15 000 თვითმფრინავამდე , ამ თვითმფრინავებმა ჯამში 560 000 ზე მეტი საბრძოლო გაფრენა შეასრულეს და მოწინააღმდეგის 12 000 მდე მფრინავი ობიექტი გაანადგურეს, აგრეთვე 86 000 სარკინიგზო ვაგონი და 6 000 სხვადასხვა ბრონეტექნიკა და ტანკი. ამერიკამ P 47 საბჭოთა კავშირსაც მიაწოდა. P 47 15 ქვეყნის შეიარაღებაში იყო. ამ თვითმფინავმა კომპანია მსოფლიოში ერთ ერთ ყველკაზე დიდ და მძლავრ კომპანიად აქცია.

ავიაციის რეაქტიულ ერაში გადასვლის შემდგომ ქართველმა შექნმა F 84 ტანდერჯეტი. F 84 P 47ის ღირსეული მემკვიდრე იყო რომელმაც კორეის ომში მიიღო მონაწილეობა. სულ გამოშვებულ იქნა 4500 მდე სხვადასხვა მოდიფიკაციის თვითმფრინავი. რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის არამედ ნატოს მრავალი წევრის შეიარაღებაშჳ იყო.
1950 იან წლებში ალექსანდრემ კიდევ ერთი შედევრი შექმნა F 105 ის სახით. F 105 ტანდერჩიფი ამერიკელების შეუცვლელი თვითმფრინავი იყო უკვე ვიეტნამის ომში. ის იყო იმ დროს ერთ ერთი ყველაზე დიდი და მძიმე გამანადგურებელი აშშ-ში. F 105 შეეძლი ატომური ბომბის ტარება, მას გამოიყენებდნენ გამანადგურებელ ბომბდამშენს და სახმელეთო ჯარრების მხარდამჭერ თვითმფრინავს. აეწყო 1000 თვითმფრინავზე მეტი. ვიეტნამში მან მიიღო ამერიკის საბრძოლო ოპერაციების 75 % ში მონაწილეობა. F 105 იყო ამერიკული ავიაციის ნამდვილი მუშა ცხენი.
ამ თვითმფრინავების გარდა ქართველიშვილი ქმნიდა სხვადასხვა დანიშნულების თვითმფრინავებს მსუბუქი ამფიბია RC 3 Seabee, შორი მოქმედების სადაზვერვო XF 12. რომელიც განსაკუთრებული კარგი აეროდინამიკით გამოირჩეოდა, შექმნა საცდელი მოდელი პირველი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავისა რომელიც ზებგერით სიჩქარეს ავითარებდა XF 91. მას გააჩნდა ტურბორეაქტიული ზღავა და 4 დამხმარე სარაკეტო ძრავა. რომლებიც მას ზებგერით სიჩქარეს ავითარებინებდა, თუმცა ექსპლუატაციაში სირთული გამო ამ წამოწყებაზე ხელი აიღეს.
ქართველი განსაკუთრებულ ყურდადღებას თვითმფრინავის შექმნისას მის აეროდინამიკას და გარეგნულ სილამაზეს აქცევდა. იგი იძახდა რომ აეროდინამიკის და ესთეტკის კანონები ერთმანეთთან ახლოს იყვნენ და რომ ლამაზი თვითმფრინავი იმავდროულად სრულყოფილი იყო აეროდინამიკის თვალსაზრისით.

1962 წელს 66 წლის ასაკში ალექსანდრე პენსიაზე გავიდა თუმცა მან დიდხანს ვერ გაძლო საყვარელი საქმის გარეშე და დაბრუნდა ფირმაში კონსულტანტად. 1965 წელს ფირმა რიპაბლიკი რომლის მთავარი კონსტრუქტორი და პრეზიდენტის მოადგილეც 23 წლის განმავლობაშჳ ალექსანდრე იყო შეერწყა კომპანიას ”FAIRCHILD Hiller”ს. მან ამის შემდეგადაც გარდაცვალებამდე გააგრძელა კოპპანიაში კონსულტანტად მუშაობა. 1974 წელს კი ალექსანდრე ქართველი გარდაიცვალა ნიუიორკში.

ალექსანდრე ქართველიშვილმა რომელმაც უცხო ქვეყანაში მუშაობა მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო უდიდეს წარმატებას მიაღწია. ის იყო ნაციონალური აერონავტული ასოციაციის წევრი, საერთაშორისო საავიციო საზოგადოების და სხვა საავიაციო ორგანიზაციების წევრი, ალექსანდრტე იყო მეცნიერებათა საპატიო დოქტორი. მეორე ქართველი ავიაკონსტრუქტორისგან ბერიაშვილისგან განსხვავებით მან არ დამალა თავისი წარმომავლობა გვარის გადაკეთებით, პირიქით მან გადაიკეთა გვარი და ქართველიშვილისგან იქცა ალექსანდრე ქართველად, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამდა მის წარმომავლობას, თუმცა შეიძლება ითქვას რომ ამერიკაში ამას არ ექცეოდა ისეთი ნყურადღება როგორც საბჭოთა კავშირში წინსვლისათვის.
მისი მეუღლე იყო ამერიკელი ჯინ რობინსი. შვილები არ ყოლიათ.
იმისათვის რომ მივხვდეთ თუ რამხელა წარმატებას მიაღწია ქართველიშვილმა თავის პროფესიაში წარმოიდგინეთ რომ ეხლა ამერიკული F 22 რაპტორის ან F 35 ის მთავარი კონსტრუქტორი და შემქმნელი ქართველი რომ იყოს.


ცნობილი ამერიკული მოიერიშის - ამერიკული მფრინავი ტანკის შექმნაში ალექსანდრე ქართველიშვილს მიუღია მონაწილეობა.
როგორც ცნობილია იმ დროისათვის ამერიკის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ”ამერიკელი” ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი 1962 წელს 66 წლის ასაკში პენსიაზე გავიდა. თუმცა საყვარელი საქმის გარეშე მან დიდხანს ვერ გაძლო და რამდენიმე თვეში ისევ დაბრუნდა თავის კომპანიაში კონსულტანტად. ხოლო 1965 წელს კი ფირმა Republik ი შეერწყა კომპანია Firechild-ს. ალექსანდრემ ამ რეორგანიზაციის შემდეგადაც გააგრძელა კონსულტანტობა ახალ გაერთიანებულ კომპანიაში.

60 იანი წლების ბოლოს ამერიკელებმა რომლებიც რთულ მაღალტექნოლოგიურ და ზებგერით ავიაციაზე იყო ორიენტირებული დაასკვნა რომ სახმელეთო ჯარების ეფექტური მხარდაჭერისათვის და საბჭოთა სატანკო არმადების გასანადგურებლად მათი ზებგერითი თვითმფრინავები ნაკლებად ვარგოდა და ამიტომ 1967 წელს 21 საავიაციო კომპანიას გაუგზავნა შეთავაზება ახალი მოიერიშე თვითმფრინავის შესაქმნელად. მათ შორის იყოს კომპანია Firechild იც რომელშიც უდიდესი ნიჭის და გამოცდილების მქონე ალექსანდრე მუშაობდა.
კომპანიაში აქტიურად დაიწყეს ახალ პროექტზე მუშაობა და 1970 წლისათვის შექმნეს პროტოტიპი YA-10A. ამ კონკურსის ფინალში იმავე წელს ორი კომპანია გავიდა კომპანია Northrop ი თავისი YA-9A და კომპანია Fairchild Republic YA-10A. საბოლოო ჯამში კონკურსში ფაირჩაილდ რიპაბლიკმა გაიმარჯვა და ამერიკამ შეიარაღებაში მიიღო მისი თვითმფრინავი A 10 ის სახელწოდებით. რომელიც საბჭოთა Су 25 თან ერთად დღესაც მსოფლიოში საუკეთესო მოიერიშედ ითვლება.
მიუხედავად იმისა რომ ქართველიშვილი არ იყო უკვე მთავარი ინჟინერი შეუძლებელია რომ ეს თვითმფრინავი მისი მონაწილეობის გარეშე შექმნილიყო. მისი გამოცდილება დაგროვილი ათწლეულების განმავლობაში სწორედ ამგვარი თვითმფრინავების შემნაში შეუცვლელი იყო კომპანიისათვის. მისი თანამდებობაც სწრედ ამისათვის იდეალური იყო საკმაოდ მოხუცებულ ქართველს უკვე აღარ შეეძლო რუტინული და წვრილმანი სამუშაოს შესრულება სამაგიეროდ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე მას შეეძლო ძალიან საჭირო რჩვეების მიცემა და შტრიხების შეტანა ახალი თვითმფრინავის კონსტრუქციაში. ვინ იცის რომ არა ქართველი გაიმარჯვებდა თუ არა Fairchild Republic ამ კონკურსში და შექმნიდა თუ არა ასეთი წარმატებული კონსტრუქციის თვითმფრინავს. შესაძლებელია რომ დიდწილად სწორედ ქართველის გავლენითა და მის საპატივცემულოდ ახალ თვითმფრინავს დაარქვეს Thuderbolt II . ანუ იგივე სხელწოდება რაც ქართველიშვილის პირველი შედევრს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანული და არა მარტო გერმანული ჯარების რისხვას Thuderbolt-ს. ამ თვითმფრინავის შეიარაღებაში მიღებასთან ერთად გარდაიცვალა თვით ქართველიც, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა კომპანიაში მუშაობას.
ასე გამოდის რომ მსოფლიოში ორივე უძლიერესი მოიერიშის შექმნას და წარმოებას ჩვენი მცირე ერის ქართველების მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია. როგორც ამერიკულ A 10 ისევე საბჭოთა Су 25.

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja