ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
:|:|:|:|
ისევ ქუთელია. დედა რა სტრატეგების ცვენა გვყოლია ჯარში. და ისევ ამათ უნდა უხელმძღვანელონ ქართულ ჯარს?

”ჩვენ არ მოვმზადებულვართ ამგვარი განვითარებისთვის” - ქუთელია

სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 აგვ.'08 / 11:43

საქართველო ფიქრობდა, რომ ძალიან დაბალი იყო რუსეთის მასიური შემოჭრის შესაძლებლობა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ Financial Times-თან ინტერვიუში.
”ჩვენ არ ვიყავით მზად ამგვარი განვითარებისთვის,” - იუწყება Financial Times მის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მე არ მეგონა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს და ეუთოს წევრი ამ ტიპის რეაგირებას მოახდენდა”.

ქუთელიას თქმით, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ხელში ჩაეგდო ცხინვალი მიუხედავად იმისა, რომ მის ძალებს არ გააჩნდათ საკმარისი ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა თავი დაეცვა სერიოზული წინააღმდეგობის შესაძლებლობის შემთხვევაში.
ქუთელიამ ასევე განაცხადა, რომ ქართული ჯარები შევიდნენ ცხინვალის რეგიონში მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ტექნიკამ გადმოკვეთა საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან.

”გარკვეულწილად, სხვა არჩევანი აღარ იყო,”- აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ქართულ სამხედრო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა და მას დასჭირდება უზარმაზარი უცხოური დახმარება, რათა აღიდგინოს თავდაცვის შესაძლებლობები.

Kutaiseli
25.09.2008, 4:17
ისრაელი თმებს იპუტავდა თურმე მიშამ ომის დროს რომ გამოაცხადა, ებრაულმა იარაღმა გაამართლაო. რაფერ გინდა სახელმწიფო საიდუმლოების შენახვა ამათ ხელში?
Kutaiseli
25.09.2008, 17:08
რუსებმა თავდაცვის სამინისტროში სერიოზული ცვლილებები განახორციელეს, იმ შეცდომების მერე რაც ქართულ სამხედრო კამპანიაში დააფიქსირეს. ეს ამ ომში გამარჯვებულმა სახელმწიფომ.

დამარცხებული სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი ახალ მილიარდებს ითხოვს. მთავარსარდალი ძეგლის აღმართვას(მარა მარტო წამოწოლილ მდგომარეობაში ვნახეთ ომის დროს და მასეთი ძეგლი რაფერი გამოვა არ ვიცი, წერეთელი მოუფიქრებს რამეს, მაგალითად გრანატის სასროლად გორის ცენტრში მიწაზე გაწვართული მიშა, დაცვის ბრონეჟილეტით თავზე... რუსის თვითმფრინავმა რომ არ დაბომბოს)
eddie
25.09.2008, 19:30
ისე საინტერესოა სომხეთთან ომის შესაძლებლობა თუ წერია იმ დოქტრინის მაგვარში
Kutaiseli
25.09.2008, 19:50
სად გვქონია დოქტრინა. აგერ ამას რომ წაიკითხავ, რაფერ გინდა აუღელვებლად ილაპარაკო

პრესა.გე

დამარცხების ანატომია. წერილი მეორე - ჰაერში ბატონობის ფაქტორი
სიახლე — თავფურცელი
17:47 25.09.2008
ჰაერში ბატონობის მოპოვება ტრადიციულად იწყება ცალკეული რაიონების თავზე დროებითი ბატონობის მოპოვებით
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[კახა კაციტაძე]
ჩვენი ხელისუფლების თავის მართლება ცხინვალის კატასტროფასთან დაკავშირებით სამ ძირითად მტკიცებას ემყარება: 1. ომის თავიდან აცილება ყველა შემთხვევაში შეუძლებელი იყო; 2. მოწინააღმდეგის ძალები მრავალგზის სჭარბოდბდნენ ჩვენსას; 3. რუსეთს ჰქონდა სრული ბატონობა ჰაერში;
მეორე პუნქტში რომ ჩვენი ხელისუფლება ცრუობს, ამაზე პირველ წერილში ვისაუბრეთ. Aახლა შევეხოთ ჰაერში რუსეთის სრული ბატონობის ფაქტორს. რასაკვირველია ამ ფაქტის დადგენა შეუდარებლად ადვილია, ვიდრე იმის განსაზღვრა, რამდენი რუსი ჯარისკაცი გვებრძოდა სახმელეთო მოქმედებებისას, მაგრამ ამ დროს ისიც უნდა ვიკითხოთ, რა გააკეთა ჩვენმა არმიამ ჰაერში მოწინააღმდეგის ბატონობის ეფექტის შემცირების მიზნით. ამასთან ახლავე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რაც სამხედრო საქმეში ჩაუხედავ ადამიანთათვის ერთი შეხედვით გაუგებარია.

ეს ადამიანები თვლიან, რომ საკმარისია ბევრი თვითმფრინავს და ჰაერსაწინაღო რაკეტას ფლობდე და წარმატებაც გარანტირებულია. მაგრამ ეს ასე არ არის და მაგალითები არცთუ შორეული სამხედრო ისტორიიდან მოიპოვება.

ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოწინააღმდეგეებს შორის გაბატონებულა ის, ვისაც ნაკლები ოდენობის ავიაცია ჰყავდა. მაგალითად, ინგლის-არგენტინის ომში. მაგრამ ჩვენ საზოგადოებას მაგალითები ხომ არ უყვარს. ის ხომ მუდმივად მუშაობს სტერეოტიპით - ბოლოს ჩვენზე ბევრად მრავალრიცხოვან მტერს ვერ გავუძელით და დავმარცხდით.

საკითხს, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო, რათა მოწინააღმდეგის ჰაერში ბატონობის ეფექტის მინიმალიზაცია მოგვეხდინა, შემდეგ წერილში შევეხებით. ახლა ამოცანა იმაშია, რომ პასუხი გაეცეს კითხვას: რა ძალის ავიაცია ჰყავდა რუსეთს და როგორც გამოიყენა იგი? ამასთან, ახლავე აღვნიშნავთ, რომ მის მიერ ჰაერში გაბატონების ტაქტიკა ფაქტობრივად წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ (70-იანი წლების ჩათვლით) მიღებული ვარიანტს და მასში არც ტექნიკურად და არც ტაქტიკურად არ ყოფილა ის ხერხები, რომლებსაც ებრაელები, ინგლისელები და განსაკუთრებით ამერიკელები იყენებენ ჰაერში ბატონობისათვის.

შექმნილ ვითარებაში რუსებს შეეძლოთ გადაეწყვიტათ ხუთივე ამოცანა რომელსაც საჰაერო აზრი აყენებდა და აყენებს სამხედრო ავიაციის წინაშე:

1. ჰაერში ბატონობის მოპოვება და შენარჩუნება; 2. საკუთარი ტერიტორიის და მნიშვნელოვანი სამხედრო-ეკონომიკური ობიექტების დაცვა მოწინააღმდეგის ავიაციისაგან; 3. სახმელეთო ჯარებისათვის ცეცხლით უშუალო მხარდაჭერის აღმოჩენა; 4. ბრძოლის ველის იზოლირება; 5. დამრტყმელი ავიაციის თვითმფრინავების გაცილება.

მაგრამ რუსულ ავიაციას ამ ამოცანებიდან მხოლოდ ორის - ჰაერში გაბატობნების და ცეცსლით მხარდაჭერის გადაწყვეტა დასჭირდა, რაც იმით იყო განპირობებული რომ რუსებს გასაგები მიზეზების გამო არ მოუწიათ საკუთარი ტერიტორიის და მნიშვნელოვანი სამხედრო-ეკონომიკური ობიექტების დაცვა ჩვენი ავიაციისაგან; მათ დამრტყმელ ავიაციას, ჩვენი ძალების მდგომარეობიდან გამომდინარე, არ სჭირდებათ არავითარი თანხლება და ბოლოს, იმის გამო რომ წინა ხაზზე მებრძოლი ბიჭები მეორე ეშელონის გარეშე დავტოვეთ (ან, ვისგან შევქმნიდით ამ მეორე ეშელონს - 18 დღე წვრთნაგამოვლილი ბიჭებიდან?) მოწინააღმდეგის ავიაციას აღარც ბრძოლის ველის იზოლირება ანუ ჩვენს მეორე ეშელონებზე და რეზერვებზე (რომლებიც ყვითელი ავტობუსებით გადააგილდებოდნენ) შეტევა მოუწია.

მაშასადამე რუსეთის ავიაცია ორი მოქმედების ფორმით - ჰაერში გაბატონებით და თავისი სახმელეთო ჯარების მხარდაჭერით შემოიფარგლა. ვნახოთ როგორ გაართვა თავი ორივეს.

ჰაერში ბატონობის მოპოვება გულისხმობს ტაქტიკური ავიაციის მოქმედებას მოწინააღმდეგის ავიაციის გასანადგურებლად ისეთი პირობების შექმნის მიზნით, როდესაც საკუთარ ავიაციას საშუალება ექნება სრული მოცულობით და წინააღმდეგობის გარეშე შეასრულოს თავისი ამოცანები.

ჰაერში ბატონობის მოპოვება ტრადიციულად იწყება ცალკეული რაიონების თავზე დროებითი ბატონობის მოპოვებით და მთავრდება საბრძოლო მოქმედებათა თეატრის თავზე სრული გაბატონობიით. ჰაერში ბატონობის მოპოვების ამოცანა არ ამოიწურება მხოლოდ მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების ჰაერში განადგურებით. ჰაერში ბატონობა გულისხმობს სამი ქვეამოცანის გადაწყვეტას:

1. მოწინააღმდეგის თვითმფრინავების განადგურება ჰაერში; 2. ავიასაწინაღო საშუალებების განადგურება და ჩახშობა; 3. მიწაზე მყოფი თვითმფრინავების განადგურება და აეროდრომების დანგრევა.

ჩვეულებრივ, ჩამოთვლილ მოქმედებათაგან პირველის მიღწევა რუსებმა ძალიან ადვილად მოახერხერს, ვინაიდან ჩვენ საერთოდ არ გვყავდა საჰაერო ბრძოლისთვის საჭირო ტიპის თვითმფრინავები. მათ არც რადარების მწყობრიდასნ გამოყვანა დასჭირვებიათ, რის შემდეგაც აეროპორტებში გაანადგურეს ჩვენი ავიაციის ნაშთები და მთლიანად გადაერთნენ თავისი სახმელეთო ჯარების მხარდაჭერაზე.

კითხვებს, როგორ განადგურდა ასე იოლად რადარები და არ გადაიმალა ჰაერში გადარჩენილი თვითმფრინავები ამ სტატიაში ღიად ვტოვებთ. ასევე, ჯერ ღიად დავტოვებთ საკითხს, რატომ ვერ მოხერხდა საჰაერო ძალების, როგორც ერთიანი მთელის, შენარჩუნერბა. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ქართული მხარე მოწინააღმდეგის ჰაერში გაბატონების შემდეგ მეტად რთულ ვითარებაში ჩავარდა. სულ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები სხვადასხვა შეჯერებული წყაროებით დაახლოებით შეიცავდნენ (ლაპარაკია ტაქტიკურ ავიაციაზე, თუმცა ჩვენებმა მოახერხეს სტარტეგიული სარდლობის ერთი თვითმფრინავიც ჩამოეგდოთ):

• საფრონტო ბომბდამშენი სუ-24 - 490-მდე
• გამანადგურებელი სუ-27 - 450-მდე
• გამანადგურებელი - მიგ-29 - 430-მდე
• შემტევი სუ-25 - 265 -მდე
• გამანადგურებელ-გზისგადამჭრელი მიგ-31 - 300-მდე, აგრეთვე, რამდენიმე ათეული ახალი, მაგრამ ბრძოლაში არგამოყენებული სუ-30, 34, 35;
• დამრტყმელი შვეულმფრენი მი-24 - 260-მდე, პლუს ორ ათეულამდე კა - 50/52 და მი-28. ამრიგად რუსული ავიაცია სულ 1900-ზე მეტ ტაქტიკურ თვითმფრინავს ითვლის. აქედან ჩრდილო კავკასიაში განლაგებული იყო 4-ე საჰაერო არმია.

ცხადია, ასეთ ავიაციასთან ჩვენს ორიოდ ათეულ საფრენ აპარატს განმარჯვების შანსი არ ჰქონდა. მაგრამ საკითხავია:

• გააზრებული ჰქონდა თუ არა ჩვენს ხელისუფლებას ჰაერში რუსეთის აბსოლუტური ბატონობის ფაქტიდან გამომდინარე შედეგები?
• რა ზომები იგეგმებოდა რუსეთის უპირატესობის შედეგების მინიმალიზაციისათვის?
• რატომ მოხდა ჩვენი ჯარის ასე სწრაფად დამარცხება? (ამაში ცხადია როლი ბევრმა ფაქტორმა ითამაშა, მათ შორის ავიაციამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი)

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შემდეგ წერილში შევეცდებით.

P.S. გუშინდელ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გვამცნო, ეროვნული უშიშროების კონცეფციამ და თავდაცვის დოქტრინამ არ გაამართლა, ვინაიდან რუსეთთან მასირებული ომის საფთრხეს არ ითვალისწინებდა და ახალზე მუშაობას უკვე ვიწყებთო.

ისე, ომის ხასიათს აბსოლუტურად რომ ვერ გამოიცნობს, მისი გეგმა რომ არ ექნება და ომსაც სამარცხვინოდ წააგებს, ის ხელისუფლება საუკეთესო შემთხვევაში სახლში მიდის, უარესში - ციხეში. მაგრამ აქ საქმე ხელისუფლების მხრიდან ჯერ არნახულთან, კვადრატულ ტყუილთან გვაქვს. უშიშროების კონცეფცია მართლაც გაგვაჩნია (პარლამენტმაც დაამტკიცა), მაგრამ სამხედრო დოქტრინა, ისიც - კომიკური, პარლამენტმა უკანასკნელად ადრეშეშევარდნაძისეულ ხანაში დაამტკიცა. ამის შემდეგ არავითარი სამხდერო დოქტრინა: არც ამერიკული, არც ინგლისური, არც, თუგინდ, რუსული გაგებით ოფიციალურად არ მიგვიღია.

რაც არ არსებობს, ის ვერც მცდარი იქნებოდა. თუ არა და, გვიჩვენონ, სადაა გამოქვეყნებული ამ მცდარი დოქტრინის ტექსტი თუ არა ძირითადი დებულებები მაინც. ხელისუფლება აღიარებს, დოქტრინა უვარგისი შევქმენით, მაგრამ ახლა კარგ დოქტრინას ვქმნითო. არადა, არავითარი დოქტრინა არ ჰქონია, არც ვარგისი და არც უვარგისი.

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja