ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ინტერვიუ "არსენალს" უპილოტოების შესახებ
ბატონო ამირან, რა ზოგად კომენტარს გააკეთებდით უპილოტო საფრენი აპარატის განადგურებასთან დაკავშირებით?

უდაო ფაქტია, რომ ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა აფხაზური მხარისთვის და აწარმოებდა მშვიდობიან სადამკვირვებლო ფრენებს ტერიტორიული წყლების საჰაერო სივრცეში, ჩამოგდებული იქნა არა იმ საწყალი ალბატროსით, რომლითაც ასე ამაყობს აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალები, არამედ რუსული წარმოშობის ან რუსეთის კუთვნილების მიგ-29 ტიპის თვითფრინავის მიერ. თუ ეს იყო აფხაზების მიგ-29, მაშინ გაგვცენ პასუხები კიტხვებზე: ვისგან შეიძინა არაღიარებულმა რესპუბლიკამ გამანადგურებელი თვითფრინავი და რა საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით? და თუ მათი იყო, რატომ გაფრინდა რუსეთში ამოცანის შესრულების შემდეგ? თუ აფხაზებს არ შეეძლოთ ემბარგოს პირობებში შეეძინათ გამანადგურებელი თვითმფრინავი, მაშინ ვისი მიგ-29 იყო გამოიკვლიოს საერთაშორისო კომისიამ რუსეთის მონაწილეობით.
გარდა ამისა, მე როგორც ვიცი, ჩვენ არსად არ გვაქვს ვალდებულება აღებული, რომ უპილოტო საფრენი აპარატები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებისთვის არ გამოვიყენოთ საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადახედვა უნდა ძველ ხელშეკრულებებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია ეს აპარატები თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა შეძენილი. რატომ გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს?

მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩემს გადაყენებამდე დაიწყო და ებრაულ მხარესთან მოლაპარაკებებს უშუალოდ ლევან ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობდა. შემდგომში გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან ჩაითვალა, რომ ამ უწყების სხვადასხვა სტრუქტურულ ელემენტებს (უშიშროების სამსახურს, კონდრაბანდასთან და ტრეფიკინგთან მებრძოლ სამსახურებს) მშვიდობიან პერიოდში უფრო მეტად ესაჭიროება მსგავსი ტექნიკა, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეიძლება დაბრუნებული იქნას თავდაცვის სამინისტროსთვის.

ხომ არ გახსოვთ რამდენად იქნა შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატები და რა ზარალი მიადგა საქართველოს უკვე მესამე საფრენი აპარატის ჩამოგდებით თუ დაკარგვით?

ზუსტად არ მახსოვს ციფრები. დაახლოებით 6 მილიონიდან დაიწყო მოლაპარაკებები და სემდგომში ეს ციფრი განახევრდა. ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. თვითონ საფრენი აპარატი ცალკე რა ღირს არ ვიცი, მაგრამ გარკვეულწილად ზარალი ანაზღაურებულია იმ ფაქტით, რომ მსოფლიომ ნათლად დაინახა რუსეთის სამშვიდობო როლი ქარტულ-აფხაზურ კონფლიქტში. ამისთვის ღირდა ალბათ მილიონის გადახდა. თუმცა შემდგომში უმჯობესია გავუფრთხილდეთ ძვირადღირებულ ტექნიკას და შევეცადოთ შევამციროთ დანაკარგები მინიმუმამდე.

კონკრეტულად რას ურჩევდით ჩვენს სპეციალისტებს დანაკარგების შესამცირებლად?

უამრავი მასალა არსებობს თუნდაც ინტერნეტში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესახებ. სპეციალისტებს (შსს-ს ალბათ არ გააჩნია გამოცდილი სპეციალისტები) ეს საკითხი ნასწავლი უნდა ქონდეთ სასწავლებლებში და აკადემიებში. უნდა დახვეწონ გამოყენების ტაქტიკა. კერძოდ, ასაფრენ-დასაფრენად უნდა გააჩნდეთ რამოდენიმე მოედანი. ფრენების მარშრუტები, სიმაღლეები და დრო მუდმივად უნდა იცვლებოდეს. მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ინფორმაციის გაჟონვა. თორემ უკვე ალბათ მთელმა აფხაზეთმა იცის საიდან ფრინდება ეს საფრენი აპარატები, რა დროს და რა მარშრუტით დაფრინავენ. ესაა ძირითადი რჩევები.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja