ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დაუსრულებელი ომის მოსალოდნელი გაგრძელება `მშვიდობის ერთადერთი მექანიზმი დასავლეთს აქვს და ეს ეკონომიკური სანქციებია...~
საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის, გაფრთხილებებისა და მკაცრი თუ ზომიერი დიპლომატიური მიმართვების მიუხედავად, რუსეთი საქართველოში უკანონოდ გახსნილი ე.წ. ბუფერული ზონების მოხსნას არ აპირებს. ოკუპანტების გასვლის ბოლო ვადა 10 ოქტომბერს ეწურებათ, თუმცა რუსი ჯარისკაცების ინფორმაციით, მათ სარდლობისგან წასვლის ბრძანება ჯერაც არ მიუღიათ და საქართველოში აპირებენ გამოზამთრებას. რუსეთ-საქართველოს შორის ომი ჯერაც არ დასრულებულა და თუ არაპროგნოზირებადი და საკუთარი წესებით მოთამაშე რუსეთის ქმედებებს გავითვალისწინებთ, იმის ვარაუდიც ძნელია, თუ როდის და შედეგებით დასრულდება ეს ყველაფერი. რას უნდა ველოდოთ და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე გვესაუბრება.

_ სანამ რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოდან არ გავლენ, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა იქნება, უბრალოდ, ეს ოფიციალურად არ არის გამოცხადებული. ასე იქნება, მანამ, სანამ ე.წ. ბუფერული ზონებიდან კი არა, სამაჩაბლოდან და აფხაზეთის ტერიტორიიდანაც არ გავა მათი ჯარები... დასავლეთმა და მსოფლიომ ერთი რამე ვერ გაიგეს, რუსეთისთვის დროის მიცემა არ შეიძლება, რადგან მას რაც უფრო მეტ დროს აძლევენ, პრობლემის მოგვარების პროცესი მით უფრო იჭიმება.

_ თუმცა ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ რაც უფრო მეტ ხანს არ გავლენ, ჩვენთვის უეთესია, რადგან ასეთი ჯიუტობით მსოფლიოს თავის სახენ ანახვებენ...

_ რუსეთმა მსოფლიოს თავისი სახე დიდი ხანია დაანახვა. მეტიც, თუ ადრე ამას ფარულად და დიპლომატიურად აკეთებდა, ახლა ღიად და აგრესიულად მოქმედებს. ამის ნათელი დადასტურებაა ბოლოს ჩატარებული წვრთნები `სტაბილურობა 2008~, რომელსაც მთელ მსოფლიოში აშკარა დესტაბილიზაცია მოჰყვა. ასეთ სწავლებები არც ნატოსა და არც ამერიკას არ ჩაუტარებია. ამას წინათ რუსეთმა უკრაინასა და ბელორუსიის საზღვრებთანაც ჩაატარა წვრთნა, რაც ძალიან ჰგავს `კავკასია 2008~-ს რასაც საქართველოში ომი მოჰყვა. ანუ ისინი არ მალავენ, რომ შესაძლოა, შემდეგი უკრაინა იყოს. ახლა ყირიმში პასპორტების დარიგების კიდევ ერთი ახალი ტაღლა დაიწყო, ეს ყველაფერი საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა. თუUდასავლეთი ჭკუაზე არ მოვა და ამას კარგი შედეგი არ მოჰყვება.

_ რა შეიძლება დასავლეთის გამოფხიზლებით მოხდეს?

_ მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, ეს მისთვის. რუსეთი იოლი ნავთობდოლარებით გამდიდრდა და ტვინის წნევა აქვს მომატებული...

_ ფაქტია, რომ არც სანქციები არ დაუწესეს, მეტიც, `დიდი რვიანიდან~ გარიცხვაზეც თავს იკავებენ, და საერთოდ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მას ისევ კოჭს უგორებენ...

_ იმიტომ, რომ `დიდ რვიანში~ არის ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს. საერთოდ, ყველა საერთაშორისო ოგანიზაციაში ჰყავს სატელიტი ქვეყანა. გარდა ამისა, ბევრს ნიშნავს პირადი ურთიერთობები. ფაქტია, რომ მსოფლიო უნდა მიხვდეს, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის როგორც ნატოს, ასევე პატარა ქვეყნებს და ჩვენს მსგავს სახელმწიფოებს.

_ რუსეთი უკვე ღიად საუბრობს აფხაზეთში თავის გეგმებზე _ ამ რეგიონში 150 ათასი რუსის ჩასახლება იგეგმება. ქართულ მხარეს რა მექანიზმი ამის აღსაკვეთად ან თუნდაც შესაჩერებლად?

_ ამის ერთადერთი მშვიდობიანი მექანიზმი არსებობს და იგი მხოლოდ დასავლეთს აქვს _ ეს არის ეკონომიკური სანქციები რუსეთს მადის შესაჩერებლად. თუ არ დავარდება ფასი ნავთობზე, რუსეთს ამბიციები თანდათან სულ უფრო გაეზრდება. იგი ცდილობს, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური მოთამაშე გახდეს და სტალინის დროინდელი პოზიციები აღიდგინოს. ამას კი ძლიერი ეკონომიკური და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნით კი არა, ხრუშჩოვის დროინდელი მეთოდებით ცდილობს. ამ შემთხვევაში საქართველოს ერთადერთი გამოსავალი აქვს, მომხდარზე გააკეთოს სწორი ანალიზი და სახელმწიფოს უსაფრთხოების სიტემისთვის საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იქნება თავდაცვის სამინისტრო და სხვა სტრუქტურები, ეს თეორიულად კი არა რეალურად უნდა მოხდეს. სახელმწიფო არმიას, რომელსაც ძლიერებაზე აქვს პრეტენზია, იმის პოტენციალი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთისნაირ ქვეყანას ერთი ან ორი თვე მაინც უნდა ეომოს. ისე კი არა, რეზერვისტები რომ ჩაიყვანეს იქ ასწავლიდნენ სროლას. არ არსებობს სამხედრო პროგრამა, რომელიც ადამიანს 18 დღეში ასწავლის. მეომარს ომი მშვიდობის დროს უნდა ასწავლო, ომის დროს ნასწავლი ბრძოლა ყველაზე საშინელებაა. გარდა ამისა, საქართველო მიმზიდველი სახელმწიფო უნდა იყოს, აფხაზებისა და ოსებისთვის კი არა, თვითონ ქართველებისთვის, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან.

_ ბატონო ამირან, სამხრეთ კავკასიაში თანდათან იძაბება სიტუაცია და რუსეთის ერთიანობასაც დიდი დღე არ უწერია. როგორ შეიძლება ეს საქართველოსთან ურთიერთობაზე აისახოს?

_ ყოველ შემთხვევაში, სასიკეთოდ არა... მე მირჩევნია ერთი ცუდი სახელმწიფო მყავდეს მეზობლად, ვიდრე 39 არასტაბილური ქვეყანა. რადგან, რამდენი ასეთი მეზობელიც გვეყოლება, იმდენი პრობლემა გვექნება მოსაგვარებელი... თუმცა, ჩვენ გვინდა თუ არა, ფაქტია, რომ რუსეთს დაშლის პროცესი გარდაუვალია.

ლალი პაპასკირი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja