ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
პერსპექტივა ყველა _ ერთის წინააღმდეგ... `რუსეთს ჩვენსავით, რამდენიმე ფრონტზე მოუწევს ბრძოლა~ `ეს კედელი იმაზე ბევრად ადრე დაინგრევა, ვიდრ
ლალი პაპასკირი

რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას ქართული მხრიდან შესაძლოა, აგრესორთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაც მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ლამის მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა, ის პოზიციას არ ცვლის და ჩვეული სიჯიუტით მიჰყვება წლების წინ აღებულ კურსს, ოღონდ _ უკვე სრულიად დაუფარავად. ვითარებას ართულებს ისიც, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ნატოსა და რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების რიცხვი თანდათან იზრდება. ჩვენ შევეცადეთ, კვალიფიცირ სპეციალისტებთან გაგვერკვია _ სადამდე შეიძლება მივიდეს რუსეთის აღვირახსნილი ქმედებები და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს მას მსოფლიოსთან დაპირისპირებამ.

_ როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში ვითარება ყოველდღიურად იცვლება. იზრდება ნატოს სამხედრო გემების რიცხვი შავი ზღვის აკვატორიაში, ამავდროულად, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით უკვე წამოვიდა სარაკეტო კრეისერი. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

ამირან სალუქვაძე, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი:

_ ჩემი აზრით, ვითარება ხრუშჩოვის დროინდელ, კარიბის კრიზისს უახლოვდება. შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთისა და ნატოს ფლოტების თავმოყრა და მათი რაოდენობის გაზრდა პირველად მოხდა. რიტორიკაც საკმაოდ დაძაბულია და რუსეთი აშკარად გამომწვევად იქცევა. იქ არსებული პოლიტიკური ძალებიც მმართველ პოლიტიკურ ელიტასა და თავიანთ ლიდერს _ პუტინს უბამენ მხარს. რუსეთი ალბათ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას და დასავლეთს, კერძოდ აშშ-სა და ნატოს არჩევანის საშუალებას არ დაუტოვებს. თუმცა ამ ეტაპზე ძალისმიერ დაპირისპირებას გამოვრიცხავ, მაგრამ რუსეთის იზოლაცია გარდუვალია. ეკონომიკურ და პოლიტიკურ სანქციებს ვგულისხმობ. დასავლეთს მოუწევს ამ ნაბიჯების გადადგმა და რაც უფრო მკაცრი იქნება ეს ზომები, მით უფრო მალე მოვა რუსეთი გონს.

_ დმიტრი მედვედევის განცხადებით, `რუსეთს `ცივი ომის~ არ ეშინია~. რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები? რამდენად შორს წავა რუსეთი? უნდა ველოდოთ თუ არა, რომ რამდენიმე დღის წინ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს გაიმეორებს? _ საჰაერო იერიშებს ვგულისხმობ...

_ საჰაერო იერიშებს ამ ეტაპზე არ უნდა ველოდოთ, რადგან ამას დასავლეთის მხრიდან ძალისმიერი რეაგირება მოჰყვება, რაც რუსეთს ხელს არ აძლევს. პუტინს იმედი აქვს, რომ მის ენერგორესურსებზე დამოკიდებული ევროპა შუაზე გაიხლიჩება და საბოლოოდ, რუსეთი თავისას გაიტანს, მაგრამ ის ცდება. ისევე, როგორც საქართველო არ გაიყო ორად, არც ევროპა გაიყოფა. რა თქმა უნდა, იქნებიან ცალკეული ფიგურები, თუნდაც _ `გაზპრომის~ ჩინოვნიკი შრედერი, _ რომლებსაც საპირისპირო მოსაზრებები ექნებათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივიღებთ ერთიან და საქართველოსავით კონსოლიდირებულ ევროპას. რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ არ შეიძლება თამაშის წესების შეცვლა და ენერგორესურსების გამოყენება ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ. ის ფაქტობრივად, მსოფლიოს უცხადებს ომს, რომელშიც მარტო დარჩება (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ქვეყანას): გაზის გადაკეტვა _ ომის გამოცხადებაა. ევროპა ხვდება, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. თუ დათმობს, ის კატასტროფულად მოუმატებს გაზს ფასს, რაც მაინც გამოიწვევს ევროპაში სოციალურ უკმაყოფილებას. როგორც `გაზპრომმა~ განაცხადა, გაზის ფასი 500-დან 1.000 დოლარამდე აიწევს და ეს კიდევ არ იქნება საბოლოო ფასი. ფაქტია, რომ რუსეთს სულ უფრო მეტი უნდა. ასე იცის იოლად გამდიდრებამ. სამხედრო ბიუჯეტს უკვე მათთვის ფანტასტიკურ ციფრამდე _ 50 მლრდ დოლარამდე ზრდიან, ეს სხვა ხარჯების ზრდასაც გამოიწვევს, რასაც გაზსა და ნავთობზე ფასების მომატების გარეშე ვერ გასწვდებიან... ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში კი რუსეთის ხარჯები უფრო და უფრო მოიმატებს. ახლა ორი `ოლქი~ დაიმატეს: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მათ რჩენას კი მოსახლეობის ხარჯზე აპირებენ, რაც თავისთავად, მის უკმაყოფილებას გამოიწვევს. საბჭოთა კავშირსაც არ ეშინოდა `ცივი ომის~, მაგრამ სამხედრო ბიუჯეტის უთავბოლო ზრდამ იგი საბოლოოდ დაშალა. რუსეთსაც იგივე ბედი ელის, თუ ასე გააგრძელებს. ის უკვე განიცდის სერიოზულ დანაკარგებს. უკვე ეჭვსაც აღარ იწვევს, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დამშვიდობება მოუწევს. ეცემა ფასიანი ქაღალდების კურსიც, რასაც ინვესტიციების შემცირება, შემდეგ _ შეწყვეტა მოჰყვება. რუსეთის საფინანსო სისტემა დასავლეთიდან კონტროლდება და რუსების იდეები _ სარეზერვო ვალუტის შექმნის შესახებ _ იდეებადვე დარჩება. ვფიქრობ, რუსი მილიარდერებიც მალე მოეგებიან გონს, რადგან მილიარდერი ვერ გახდება მილიონერი: ან მოლიარდერად დარჩება, ან დილით გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ბანკროტი გამხდარა. ჩემი აზრით, ციხე ნელ-ნელა შიგნიდან გატყდება.

_ დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების გამწვავებაზე, რამდენად რეალურია, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველო სამხედრო პოლიგონად იქცეს?

_ ჯერჯერობით საქმე გვექნება პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაპირისპირებასთან. თუმცა დასაჩქარებელია საერთაშორისო კონტინგენტის შემოყვანა კონფლიქტის ზონებში და საქართველოს მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება რთულია. კონფლიქტის დაწყებას ერთი ნაპერწკალიც ყოფნის. რუსეთის პოლიტიკური ლიდერები კი ცეცხლს აფრქვევენ თავიანთ განცხადებებში.
მაინც ოპტიმისტად ვრჩები და ვფიქრობ, რომ ძალის დემონსტრირება მშვიდობიანად ჩაივლის და რუსეთს დათმობა მოუწევს. როგოზინის განხადებაც, ნატოსთან სამხედრო ურთიერთობაში ნახევარწლიანი პაუზის აღების შესახებ, ნიშნავს, რომ რუსეთი იტოვებს უკან დასახევს და ევროპას ატყობინებს, რომ ნახევარი წელი _ შემოდგომასა და ზამთარს ნიშნავს ანუ _ გაზაფხულზე გავაგრძელოთო. რუსეთი არა დიპლომატიურ, არამედ ენერგეტიკულ პაუზას იღებს.

_ მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, _ საერთაშორისო იზოლაციის არ მეშინიაო, რა შეიძლება ნატომ და მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთის აგრესიას დაუპირისპიროს?

_ პირველ რიგში, ერთიანობა. ევროპამ უნდა გაიგოს, რომ თუ სურთ კომფორტი შორეულ პერსპექტივაში შეინარჩუნონ, ხანმოკლე პერიოდით უნდა შეძლონ ცხელი წყლისა და გათბობის გარეშე გაძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთთან უფრო და უფრო მეტ დათმობაზე წასვლა მოუწევთ. დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ ნატოში საქართველო და უკრაინა. თუ რუსეთი ცვლის თამაშის წესებს, უფრო სწორედ _ უხეშად არღვევს მათ, დასავლეთმაც მკაცრი ზომები უნდა გაატაროს, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკურიც და, თუ საჭირო იქნება, მზად უნდა იყვნენ სამხედრო სცენარისთვისაც. აბა, რად უნდათ, ამხელა არმიებს რომ ინახავენ?.. აშშ-სა და ნატოსთან დაპირისპირება სერიოზულად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. რუსეთის არმიას არ შესწევს უნარი, დაუპირისპირდეს ნატოს. თუ ბირთვული იარაღის იმედით ბაქიბუქობენ, ერთი განცხადებაც კი ამ თემაზე, რუსეთის სრულ ბლოკირებას გამოიწვევს და ამ ჭაობიდან ის ვერასდროს ვეღარ ამოვა. ყველაზე გადამწყვეტი _ ჩინეთის პოზიცია იქნება, რომელიც არ დაუჭერს მხარს რუსეთს, რადგან ის უომრად იპყრობს რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილს... დარწმუნებული ვარ, რუსეთში ადრე თუ გვიან დაიწყება `დამოუკიდებლობების აღლუმები~. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა სუბიექტს ვცნობთ. რუსეთი საკუთარ თავს იმშვიდებს, _ ეს პრობლემა მოგვარებული მაქვსო. რა თქმა უნდა, ოსტანკინოს სტუდიიდან სეპარატიზმის საშიშროება არ ჩანს, მაგრამ აბა, ჩავიდნენ ჩრდილო კავკასიის ქალაქებში, ბაშკირეთსა და სხვა რეგიონებში!.. მალე ალბათ იაპონიასთან გაურთულდება ტერიტორიული პრობლემები... რუსეთს ჩვენსავით, რამდენიმე ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. პროცესები ელვისებური სისწრაფით განვითარდება. საქმე ის არის, რომ ამ პროცესებს რუსეთი თვითონ აჩქარებს.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja