ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
სასჯელი ნატო-სკენ ლტოლვისათვის
გავა წლები და კიდევ ბევრი დაიწერება უკვე სახელმინიჭებული ”ხუთდღიანი ომი”-ს გამომწვევი მიზეზების, მსვლელობის და შედეგების შესახებ.
ჩვენ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის უკვე რამოდენიმე ომი გადავიტანეთ. საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა მისი წინამორბედების მიერ სპეციალურად შექმნილი ”შენელებული მოქმედების ნაღმები” - აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბახი, დნეპრისპირეთი და სხვა, საბჭოთა კავშირის შესანარჩუნებლად გამოიყენა. აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტებიც 80-იან წლებში დაიწყო, 90-იანების დასაწყისში კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამძაფრდა.
რუსეთის მაშინდელი ხელისუფლება საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად გაბოროტებული გენერალიტეტის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ირგვლივ კორუმპირებული კლანები რუსეთის ძარცვით იყვნენ დაკავბულნი და აფხაზეთის ომი რუსეთის დამშეული მოსახლეობის ყურადღების გადასატანად უფრო იყო გამიზნული, ვიდრე გავლენის სფეროების შესანარჩუნებლად. ეს მადა მათ უფრო შემდგომ წლებში მოუვიდათ, როცა ეკონომიკური კრიზისების შემდეგ სული მოითქვეს.
ჩვენ ხომ კარგად ვიცოდით, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პირველ ომებში რუსეთის არმიის წინააღმდეგ ვიბრძოდით. შეიძლება ვინმეს დაავიწყდა, ან ვინმემ ახალგაზრდობის გამო არ იცის დეტალები, მაგრამ ძალიან ბევრს ახსოვს მაშინდელი ბრძოლების სიმძაფრე და დაუნდობლობა. სხვაობა ის იყო, რომ საბრძოლო მოქმედებები კონფლიქტის საზღვრებს არ გაცდენია. მაშინ რუსეთს, მიუხედავად დიდი სიბოროტისა და მუხანათობისა, რაც ჩვენს მიმართ ჩაიდინეს, არ ეყოთ თავხედობა გაეფართოებინათ საბრძოლო მოქმედებების არეალი. გეგმაც სხვაგვარი იყო ჩადებული ათწლეულების განმავლობაში და ისინიც გეგმის თანახმად მოქმედენენ.
აფხაზეთის პირველ ომში რუსეთის არმიის ზურსგამოფარებულმა ჩრდილოკავკასიემა და აფხაზმა ბანდფორმირებებმა უამრავი დანაშაული (გენოციდი, ძარცვა, ხალხის დამცირება) ჩაიდინეს ქართველი ერის და მსოფლიო კაცობრიობის წინაშე. ყველაფერ ამას ფაქტიურად რუსეთი ჩადიოდა სხვისი ხელებით, თუმცა რუსი სამხედროებიც არ ჩამორჩებოდნენ სისასტიკეში ქართველი ხალხის მიმართ. დიპლომატიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერიდებოდით ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას და ფაქტიურად რუსეთთან წაგებული ომის შემდეგ დსთ-შიც შევედით იმ იმედით, რომ ამ გზით ტერიტორიულ მთლიანობას აღვიდგენდით. თუმცა ომით წართმეულს ვინ დაგვიბრუნებდა, როცა ჩვენ თვითონ არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად. 1993 წლიდან ჩვენი არმია, ფაქტიურად ნულოვანი ბიუჯეტით ძლივს სუნთქავდა და გაუგებარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიც სად მიდიოდა. მოკლედ, 10 წლის გამავლობაში არც ეკონომიკისთვის მიგვიხედავს და არც თავდაცვისუნარიანობისათვის. რა კრიტერიუმით უნდა ყოფილიყო საქართველო მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისთვის? ამიტომ პირველი მიზეზი ჩვენს წარსულში და საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. დსთ-ში შესვლით მივიღეთ კონფლიქტების გაყინვა და ევროპული სივრცისგან დაშორება.
შემდგომ წლებში წინა ხელისუფლება დარწმუნდა, რომ რუსეთის სივრცეში ყოფნით ტერიტორიულ პრობლემებს ვერ მოვაგვარებდით და დაიწყო ევროპულ სტრუქტურებთან, მათ შორის ნატო-სთან თანამშრომლობა.
2003 წლიდან საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ადმiნისტრირების გზით მიაღწია სახელმწიფო ბიუჯეტის სენსაციურ ზრდას. ეკონომიურ აღმავლობასთან ერთად თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვისაც გამოჩნდა სათანადო სახსრები.
დღევანდელი ხელისუფლება დარწმუნდა, რომ დსთ-ს სივრცეში ყოფნით ვერ შეძლებდა ჩვენთვის უმთავრესი ამოცანების გადაჭრას და მეტი ინტენსიურობით გააგრძელა ნატო-სთან და სხვა ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობა.
საერთოდ რუსეთმა ერთი რამ ვერ გაიგო. ისინი უფრთხიან ნატო-ს გაფართოებას აღმოსავლეთისკენ. თვითონ კი ყველაფერს აკეთებენ ნატო-ს გაფართოებისათვის. ნატო არ ფართოვდება თავისი სურვილით. ნატო არ გვეძახის და არ გვეპატიჟება თავის შემადგენლობაში. ჩვენ გვესაჭიროება ერთი ”ქოლგიდან” გამოსვლა და მეორე ”ქოლგის” გადაფარება, რადგან მეორე გაცილებით უსაფრთხოა, მეტიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ნატო უამრავ პირობებს გვიყენებს იმისავის, რომ გავხდეთ ამ ორგანიზაციის წევრი. ჩვენ კი ჩვენი სურვილით, და არა დაძალებით, ვცდილობთ შევასრულოთ ეს მოთხოვნები და მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რომელთა გარეშეც ნატო-ს კარი ჩვენთვის ვერ გაიღება. ანუ ჩვენ ვილტვით დასავლეთისკენ და არა ნატო აღმოსავლეთისკენ.
რუსეთს კი ელანდება ამერიკის შეერთებული შტატების და ნატო-ს არარსებული გეგმები რუსეთის ალყაში მოსაქცევად. თავის თავს კი არ ეკითხებიან თუ რატომ ვილტვით ჩვენ და ჩვენნაირი ქვეყნები ნატო-სკენ (არც ჩვენ გვეკითხებიან).
რას აკეთებს რუსეთი იმისათვის, რომ მიიზიდოს საქართველო თავისკენ? არაფერს. პირიქით, ყველაფერს აკეთებს და ყველაფერი გააკეთა იმისავის, რომ ჩვენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები ევროპაში და ოკეანის იქეთ ვეძებოთ. ჩვენს დასავლელ მეგობრებს ჩვენს მიმართ არ გააჩნიათ არც ტერიტორიული და არც ხვა პრეტენზიები. მათ აქვთ ერთადერთი მოთხოვნა - შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო, დავიცვათ ადამიანების უფლებები.
ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით რა ენით გვესაუბრებოდა რუსეთი მთელი ამ წლების გამავლობაში? მათი სალაპარაკო ენა იყო: ტერიტორიების წაგლეჯვა, საქართველოს მოსახლეობის სისხლიღვრა, სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა,აფხაზებისა და ოსებისთვის რუსული პასპორტების დარიგება, საჰაერო სივრცის სისტემატიური დარღვევა, დაბომბვები, ეკონომიკური და ენერგეტიკული ბლოკადა, ჩვენი თანამემამულეების შევიწროება და დამცირება რუსეთში.
ნებისმიერი დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც შეისწავლის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიას, დაასკვნის, რომ დასავლეთისკენ ჩვენ რუსეთმა გვიბიძგა, ანუ ნატო-ს გაფათოება აღმოავლეთისკენ თვითონ რუსეთმა გამოიწვია თავისი უგუნური და აგრესიული პოლიტიკით.
მოსახლეობაში მყარი პოზიცია არსებობს იმისა, რომ ჩვენი ორიენტაცია დასავლეთისკენ და სურვილი გავხდეთ ნატო-ს ერთიანი ოჯახის წევრი, ერთადერთი სწორი გზაა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და ნომალური განვითარებისთვის. თუმცა ომის დღეებშიც კი მსმენია მოსახლეობაში განსხვავებული აზრი.
რაც უფრო ახლოს მივუახლოვდით ნატო-ს წევრობას, მით უფრო იმატა რუსეთის პოლიტიკის აგრესიულობამ. ომის დაწყების საშიშროება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ არსებობდა, მაგრამ რუსეთმა მოლოდინი ამჯობინა და ბუქარესტის სამიტის შედეგებს დაელოდა. შედეგი კი, მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმა ვერ მივიღეთ, რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ბუქარესტის სამიტზე მკაფიოდ იქნა გაცხადებული, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატო-ს წევრი, ხოლო სამოქმედო გეგმის შემდომი განხილვის ვადად დასახელდა ამა წლის დეკემბერი და არა შემდგომი წლები. ე.ი. დეკემბერში რუსეთი ისევ ვერ მიიღებდა თავისთვის სასურველ შედეგს. ომის დაწყებაც გარდაუვალი გახდა.
მიუხედავად უამრავი მცდელობისა რუსეთის მხრიდან, რომ ჩვენთვის გადმოებრალებინათ ომის დაწყება, ელემენტარული ანალიზი დაამტკიცებს, რომ უკვე 7 აგვისტოს რუსეთს მთელი ძალები მობილებული ყავდა არამარტო ჩვენს საზღვრებთან, არამედ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა 10-15 ათასი ცოცხალი ძალის, ასეულობით ტანკის და ჯავშანმანქანის, საარტილერიო სისტემების და სხვა ძალების გადაადგილება ერთადერთი გზით, მთაგორიან რელიეფში, ამ ძალების გაშლა საბრძოლო წყობაში და ბრძოლისათვის მომზადება ერთი ღამის განმავლობაში შეუძლებელი იყო.
ე.ი. ეს არ იყო მშვიდობის იძულებისათვის ოპერაცია. ეს იყო კლასიკური დაპყრობითი ოპერაცია, რომელიც დეტალურად იყო დაგეგმილი.
სამწუხაროდ თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმარებისას დაშვებული იქნა შეცდომები და ჩვენი ქვეყანა და არმია (მ.შ. საჰაერო თავდაცვა) მოუმზადებელი აღმოჩნდა რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის მოსაგერიებლად. სტრატეგიული დაგეგმარება ფაქტიურად გათვლილი იყო ყველაზე თბილი და ჩვენთვის ამ ეტაპზე მიუღწევადი პირობებისათვის და არა რეალური საფრთხეების გათვალისწინებით. საჰაერო თავდაცვის სისტემები თავმოყრილი იყო მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების რაიონში. ჩემთვის გაუგებარია სამი წლის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა მეტის გაკეთება ამ მხრივ, როცა მთავრობისგან და თავდაცვის მინისტრისგან ყველანაირი მხარდაჭერა არსებობდა? ჩემს წინა სტატიებში ამ 2-3 წლის განმავლობაში ბევრჯერ განვიხილე თუ რა უნდა გაკეთებულიყო და როგორ, ამიტომ აღარ განვმეორდები.
იმედია გაერთიანებული შტაბის განახლებული შემადგენლობა დეტალურად გაანალიზებს გამოვლენილ ნაკლოვანებებს და სწორად დასვამს აქცენტებს შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამების კორექტირებისას. უმჯობესია, თუ მთლიანად განახლდება ეს პროგრამები და მათი შემუშავებისას არ შემოიფარგლებიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებით და გამოიყენებენ ქართველი ექსპერტების ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენ კიდევ მოგველის სერიოზული გამოცდები. ნუ გვექნება ილუზიები, რომ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები ასე იოლად დარეგულირდება. დავაკვირდეთ რუსი პოლიტიკოსების რიტორიკას. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვამზადოთ არმია, მოსახლეობა და სახელმწიფო სტრუქტურები მომავალი პროვოკაციებისათვის.
დღეს პოლიტიკური სპექტრი ფაქტიურად გაერთიანდა აგრესიის წინააღმდეგ. სამხედრო სპეციალისტები კი მიმდინარე პროცესების მიღმა ვრჩებით. ვიცი რომ მე და ბევრ სამხედრო სპეციალისტს გვაქვს სურვილი ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხედრო პოტენციალის აღდგენის და შემდგომი განვითარების საქმეში. ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეს რესურსი გამოუყენებელი იქნას. ბევრჯერ გამომითქვამს სურვილი და კიდევ ერთხელ მივმართავ თავდაცვის მინისტრს, გაერთიანებული შტაბის უფროსს თხოვნით, რომ, თუნდაც, სრულიად საზოგადოებრივ საწყისებზე, გამოიყენონ ჩემი ცოდნა და გამოცდილება, საჭიროების შემთხვევაში სიცოცხლეც. საქართველოსთვის კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტი შეიძლება სასიცოცხლო აღმოჩნდეს.
რუსეთი კი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს და ყოველგვარი შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას გამორიცხავს. მორიგი სადაზვერვო ფრენებიც ამის ნათელი მაგალითია. ფართომაშტაბიანი სწავლებები ”სტაბილურობა-2008” კი ცივი ომის დროინდელ პერიოდს მაგონებს თავისი რიტორიკით, მოქმედებების არეალით და სწავლების ჩატარების შერჩეული პერიოდით: სწავლება გაერო-ს მორიგი სესიის გახსნას დაემთხვა და არ მგონია ეს დამთხვევა შემთხვევითი იყოს. მას ალბათ მოუხდებოდა სახელი ”დესტაბილიზაცია-2008”.
შემოდგომის მიწურულს უნდა ველოდოთ ურთიერთობების მეტად გამწვავებას, ენერგორესურსებით მანიპულირებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ნატო-ს მორიგი სამიტის წინ კი, დეკემბერში, ურთიერთობები საქართველო-დასავლეთსა და რუსეთს შორის შეიძლება კრიტიკულ ფაზაში შევიდეს.
რუსეთი შეეცდება სხვადასხვა ქვეყნებთან შესაბამისი სამუშაო გაწიოს, რათა დეკემბერშიც ვერ მივიღოთ სამოქმედო გეგმა. ეს ნატო-მ არ უნდა დაუშვას, რადგან შესაძლოა ამან არამარტო უარესად გაათავხედოს რუსეთი, არამედ მთლიანად შეცვალოს მსოფლიოში ძალთა თანაფარდობა და გაცილებით შეასუსტოს ნატო-ს პოზიციები, გაგვიცრუოს იმედები დემოკრატიის მხარდაჭერაში.
ნატო-ს ისტორიაში პირველად რუსეთმა (საბჭოთა კავშირის და ვარშავის ხელშეკრულების მემკვიდრემ) განახორციელა ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის სადამსჯელო ოპერაცია მხოლოდ და მხოლოდ სურვილისათვის ნატო-სკენ ლტოლვისათვის.
იმედია რუსეთის ეს ქმედებები სათანადო პასუხს მიიღებს ნატო-ს დეკემბრის სამიტზე და ეს პასუხი უნდა იყოს ჩვენთვის მაპ-ის მინიჭება გაწევრიანების კონკრეტული ვადების დასახვით. გაეროში გაკეთებული მკაცრი განცადებები და ლონდონში მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატი ქვეყნების დასახმარებლად მობილური ჯგუფების შექმნის შესახებ ამის იმედს იძლევა.

ამირან სალუქვაძე
საჰაერო ძალების სარდალი 2003-2005 წ.წ.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja