ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება თავდაცვის სამინისტროში - ქვეყნის და შეიარაღებული ძალების სტაბილურობის გარანტი
ახალგაზრდა ქართული არმიის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს კადრების დინება შეიარაღებული ძალების რიგებიდან. ქვეყანაში პოლიტიკურ ან სამთავრობო ცვლილებებს, როგორც წესი, მოყვება არმიის ხელმძღვანელი პირების შეცვლა, ეს კი თავის მხრივ იწვევს ხოლმე ცვლილებებს ქვედა რგოლებში. შეიარაღებული ძალებისთვის ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია.
ამ პროცესების მიზეზი გასაგებია: არმიის სტაბილურობის და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის უზრუნველყოფა ახალი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. მიზანი კარგია, მაგრამ საკანონმდებლო ბაზა და სტრუქტურა, რომელიც რეფორმირების პროცესშია, საჭიროებს დახვეწას. 2004 წელს შეიარაღებულ ძალებს დიდი ზიანი მიადგა ასობით ოფიცრის არმიიდან დათხოვნით. მომავალმა ნათლად დაგვანახა თუ ვის რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა და რამდენი უდანაშაულო, სამშობლოს ერთგული ოფიცრის კარიერის და ოცნებების ნგრევა მოყვა ამ მიზნების განხორციელების მცდელობას. ეს ოფიცრები კი მათი კარიერის საუკეთესო პერიოდში იმყოფებოდნენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ოფიცერთა კორპუსი გრძნობს სტაბილურობას ამ მხრივ. ამ პროცესს განმტკიცება ესაჭიროება.

საჭიროა მომზადდეს საკანონმდებლო პაკეტი და განხორციელდეს ისეთი სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც:
-აღკვეთავს მომავალში გაუმართლებელ საკადრო წმენდას;
-უზრუნველყოფს შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო კონტროლს.

საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიმართულებები უნდა იყოს:
-ფუნქციების გამიჯვნა;
-ოფიცრების მიერ სამხედრო სამსახურის და საკარიერო საფეხურების გავლის წესების დადგენა;
-თანამდებობებზე დანიშვნის და გათავისუფლების წესების დაზუსტება მისი შემდგომი დემოკრატიზაციის მიზნით;
-დონეების მიხედვით ხელმძღვანელი პირების ერთდროულად გათავისუფლების (გადაადგილების) პროცენტის დადგენა და სხვა.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს. ბევრი შეიცვალა და გაკეთდა თავდაცვის სამინისტროს აპარატის დონეზე. საჭიროა ეს პროცესი გაგრძელდეს სარდლობებშიც. პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ სარდლობების ხელმძღვანელი პირები დატვირთულნი არიან ზედმეტი ადმინისტრაციული ფუნქციებით, ხშირად არიან მოწყვეტილები სხვა და სხვა მივლინებების ან დელეგაციებთან მუშაობის გამო, რაც არ შეიძლება უარყოფითად არ მოქმედებდეს მათი უშუალო ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებაზე. და ყველაზე მთავარი: საჭიროა სამოქალაქო კონტროლის განხორციელება არა მხოლოდ სტაბილურობის და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად, არამედ ისეთ საკითხებშიც, როგორიცაა საბრძოლო მომზადების მსვლელობა, საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობა და სხვა. სამხედროებს ყოველთვის გონიათ, რომ ეს მხოლოდ მათი საქმეა და ავიწყდებათ, რომ არმია გადამხდელების, ე.ი. სამოქალაქო საზოგადოების სახსრებით იქმნება და ფუნქციონირებს, რათა შეასრულონ მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვეთა - დამოუკიდებლობის და ტერიოტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა.

ყველაზე კარგი მაგალითია აშშ-ის თავდაცვის უწყების სტრუქტურა. იქ როგორც სამინისტროს, ასევე ჯარების სახეობებსაც სათავეში უდგათ სამოქალაქო პირები, რომლებიც რანგით სამინისტროებს უტოლდებიან. ეს განპირობებულია აშშ-ის არმიის მასშტაბებიდან გამომდინარე. მხოლოდ საჰაერო ძალების ბიუჯეტი შეადგენს 90 მლრდ დოლარზე მეტს.
ჩვენს შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას სამოქალაქო დეპარტამენტები სახეობების მიხედვით. მაგალითად საჰაერო ძალების დეპარტამენტი სამოქალაქო პირით სათავეში. დეპარტამენტის ხელმძღვანელი უშუალოდ უნდა დაექვემდებაროს თავდაცვის მინისტრს (მხოლოდ თავდაცვის მინისტრს). სახეობების შტაბები (სარდლობები უნდა გაუქმდეს) შესაბამისად რჩება გაერთიანებული შტაბის უფროსის დაქვემდებარებაში.

განვიხილოთ საჰაერო ძალების მაგალითზე.
უნდა შეიქმნას ორი სტრუქტურული ელემენტი:
-საჰაერო ძალების დეპარტამენტი - სამოქალაქო, სათავეში დეპარტამენტის უფროსი, დირექტორი ან თავმჯდომარე;
-საჰაერო ძალების შტაბი - სამხედრო, სათავეში შტაბის უფროსი.
ამ ორი სტრუქტურის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის უფროსი და შტაბის უფროსი, ერთმანეთში უნდა იყვნენ იგივე დამოკიდებულებაში როგორც თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შატაბის უფროსი.

საჰაერო ძალების დეპარტამენტს უნდა დაეკისროს შემდეგი მაკონტროლებელი და ადმინისტრაციული ფუნქციები:
-დემოკრატიული ფასეულობების უზრუნველყოფა: სამართლიანობა, კანონისადმი თანასწორობა, ადამიანური ღირსება, კანონის უზენაესობა, უფლებები და თავისუფლებები, კანონმორჩილობა;
-მართვის დემოკრატიული სტილის დანერგვა: პირადი შემადგენლობის დაფასება და მოთმინება, დიალოგი, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება, პირადი მაგალითი, დემოკრატიული და ტოლერანტული ვითარების შექმნა გადაწყვეტილების მიღებამდე;
-სახელმწიფო იდეოლოგიის გატარება და პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პასუხიმგებლობის შესრულების უზრუნველყოფა;
-საბრძოლო მომზადების მიმდინარეობის ხარისხზე კონტროლი;
-თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო სტრუქტურებთან ურთიერთობების კოორდინაცია;
-საბრძოლო მზადყოფნის და ბრძოლისუნარიანობაზე კონტროლი;
-სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
-ნატო-ს სტანდარტების დანერგვაზე კონტროლი, პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა;
-ფინანსური და მატერიალური რესურსების რაციონალური და კანონიერი ხარჯვა;
-საჰაერო ძალების აღჭურვაზე და ყოველმხრივ უზრუნველყოფაზე ზრუნვა.
დეპარტამენტის დირექტორი მოქმედებს თავდაცვის მინისტრის დავალებების და მითითებების შესაბამისად და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მის წინაშე.

საჰაერო ძალების შტაბის ფუნქციებში რჩება წმინდა სამხედრო საკითხები:
-ჯარების ყოველდღიური მართვა;
-საბრძოლო მორიგეობის წარმოება;
-საბრძოლო მომზადება;
-ოპერაციების დაგეგმვა და წარმოება;
-შეიარაღების და ტექნიკის სწორი ექსპლოატაცია და სხვა.

იგივე უნდა განხორციელდეს სახმელეთო ჯარებში და ფლოტში.

ეს ცვლილებები არ გამოიწვევს დღევანდელი დაძაბული ვითარების პირობებში შეფერხებებს ჯარების მართვაში, არ იქნება დაკავშირებული რიცხოვნობის და ხარჯების სერიოზულ ზრდასთან.

მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს სამხედრო პირების მივლინებები ქვეყნის გარეთ გარდა სამხედრო წვრთნებისა და ნატო-ს ეგიდით დაგეგმილი მნიშვნელოვანი სამხედრო ღონისძიებებისა.
სამოქალაქო ხელისუფლების და თავდაცვის მინისტრის ცვლილებები არ უნდა აისახოს შეიარაღებულ ძალებზე და არ უნდა მოყვეს მისი ხელმძღვანელი პირების შეცვლა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება სახეობების დეპარტამენტების სამოქალაქო პირების შეცვლა, თუ ამას ახალი მინისტრი ჩათვლის საჭიროდ, ვიდრე გაერთიანებული შტაბის უფროსის და ჯარების სახეობების შტაბების უფროსების.
გაერთიანებული შტაბის და ჯარების სახეობების შტაბის უფროსები უნდა ინიშნებოდნენ ფიქსირებული ვადით - 3-4 წლით. უნდა დაკანონდეს აღნიშნულ თანამდებობებზე მათი სამსახურის ვადის გაგრძელების ან ვადაზე ადრე გადაადგილების პირობები. მათ სამსახურეობრივ კარიერას არ უნდა ეხებოდეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები.
საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს მიტინგებზე და მასობრივ გამოსვლებზე პოლიტიკური მოწოდებები არმიის მიმართ. უნდა აიკრძალოს არმიის პოლიტიკურ მოვლენებში ჩათრევის მცდელობა.
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი უნდა გახდეს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო სტრუქტურებში თადარიგის ოფიცრების გამოყენება საპენსიო უზრუნველყოფის შენარჩუნებით პროცენტული რაოდენობის დაზუსტებით, რათა არ მიიღოს მასიური ხასიათი და განპირობებული იყოს მხოლოდ პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე.

ვფიქრობ ასეთი ცვლილებები გააუმჯობესებს ჯარების მართვას, აამაღლებს მის საბრძოლო მზადყოფნის დონეს და გააუმჯობესებს სამოქალაქო კონტროლს შეიარაღებულ ძალებში.

ამირან სალუქვაძე
საჰაერო ძელების სარდალი 2003-2005 წ.წ.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja