ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
"გამანადგურებელი თვითმფრინავების შეძენის პროექტი პარკეტზე მოსრიალე ზოგიერთი ოფიცრის ინტრიგებს შეეწირა"
"გამანადგურებელი თვითმფრინავების შეძენის პროექტი პარკეტზე მოსრიალე ზოგიერთი ოფიცრის ინტრიგებს შეეწირა"

საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ექსპერტებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ზოგს მიაჩნია, რომ ნატო საქართველოს სამხედრო ძალით უნდა დაეხმაროს, სხვების აზრით კი, რუსეთთან დაპირისპირება საქართველოს პოლიგონად აქცევს, ამიტომ დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების გატარება მოგებიანია ჩვენი ქვეყნისათვის. ამ საკითხებზე, ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება საჰაერო ძალების ყოფილი სარდლის (2003-2005წწ) ამირან სალუქვაძის თვალსაზრისი.
- ბატონო ამირან, მართალია რუსეთს ყოველთვის ახასიათებდა თავისი ძალის დემონსტრირება, მაგრამ ის საქართველოში ყოველგვარ მორალურ და სამართლებრივ საზღვრებს გასცდა.
- ბოლო წლების განმავლობაში რუსეთს დიდძალი და თან, ასე ვთქვათ, იოლი ფული გაუჩნდა. რაშიც დიდი წვლილი დასავლეთსაც მიუძღვის. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა? რომ კრემლმა ეს ინტეგრაცია განახორციელა. არავითარი სამხედრო დაპირისპირება, ჩემი აზრით, რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკური სანქციები იმოქმედებს. რუსეთში პუტინიზმია გამეფებული _ ლენინიზმისა და სტალინიზმის გაგრძელება. მიუხედავად რუსული აგრესიული პოლიტიკისა, მაინც ყველასთვის მოულოდნელი იყო რუსეთის ავიაციის მოქმედება. არავის ეგონა, რომ ეს აგრესორი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებდა.
- რუსეთმა თითქმის ყველა მხრიდან _ ხმელეთიდან, ჰაერიდან, ზღვიდან განახორციელა საქართველოზე შეტევა, რამ განაპირობა ასეთი მობილიზაცია, შეეშინდათ თუ მართლაც მხოლოდ ძალის დემონსტრირება უნდოდათ?
- ერთიც და მეორეც. პირველი ის, რომ მათ კარგად იცოდნენ ჩვენი ქვეითი ქვედანაყოფების მომზადების დონე, იცოდნენ, რომ ბრძოლის ველზე ქართველებთან დაპირისპირებისას მათ კარგი არაფერი ელოდათ და ეს ასეც მოხდა. ამიტომ, პირველივე შეტაკების შემდეგ მათ ჩართეს უზარმაზარი რესურსი, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი რომ მიეღოთ, როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის. მიუხედავად ასეთი სიფრთხილისა, ქართველებმა მათ მაინც დიდი ზარალი მიაყენეს. აგრესორებს კბილებში მოხვდათ პროფესიული არმიის მუშტი. რაც შეეხება ძალის დემონსტრირებას, რუსები იმპერიის სინდრომი, რომლის კომპენსირებასა და აღდგენას სწორედ იმ იოლი ფულით, `ნავთობდოლარებითა~ და წიაღისეულით ცდილობენ. ამ გზით მათ სურთ დაანახვონ მსოფლიოს, ვინ არის კავკასიაში და, არა მარტო, კავაკასიაში ბატონი. დიდი ხანია რუსეთს აღარავინ არაფერს ეკითხება და მათ ეს სტანჯავთ. რუსებს არ აინტერესებთ არც ოსები, არც აფხაზები და არც ქართველები. რუსეთს მართავს საბჭოური მენტალიტეტის გენერელიტეტი. ამ ქვეყანას არა აქვს კლასიკური ცივილიზებული დიპლომატია, ეს არის სამხედრო დიპლომატია დაყრდნობილი სუ-24-ებზე და ატომურ იარაღზე. რუსეთი არასდროს ყოფილა სამშვიდობო ძალა. ეს იცოდა საქართველომ, მაგრამ ვერ ხედავდა მსოფლიო. დღეს უკვე ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა.
- რას იტყვით იმ სანქციებისა და სამხედრო საავიაციო ძალის შესახებ რაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირების მცდელობისათვის გამოიყენა?
- მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხმელეთზე სრული კრახი განიცადა, ეს არ ეხება მხოლოდ ცხინვალის რეგიონში არსებულ პირველად დაჯგუფებას, ეს არ ეხება მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს, `სამშვიდობოებს~ და ასე შემდეგ, საუბარია რუსეთის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებზე, შეიძლება ითქვას, რუსეთმა სრული მობოლიზაცია გამოაცხადა და სწორედ განცდილი მარცხის შემდეგ ჩართო საქმეში ავიაცია ასეთი ძალით.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზარალი მივაყენეთ რუსეთის იმ საჰაერო ძალებს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა, რუსულმა ავიაციამ მაინც გადამწყვეტი როლი შეასრულა საომარი მოქმედებების შედეგებზე.
- რას იტყვით კონკრეტულად რუსების მიერ გამოყენებულ ტექნიკასა და მათ ტაქტიკურ მოქმედებებზე.
- ჩვენს წინააღმდეგ, ძირითადად, გამოყენებული იყო СУ-24-ის სხვადასხვა მოდიფიკაცია. ჩვენ მიერ ჩამოგდებული იქნა სტრატეგიული ბომბდამშენი ТУМ. თავისთავად გამოყენებული იქნა გამანადგურებელი ავიაცია მიგ-29 და სუ-27...
რაც შეეხება რუსების ტაქტიკას, იმ მწირი ინფორმაციით, რაც გაგვაჩნია, ძალიან დაბალ დონეზე და არაპროფესიულად მოქმედებდნენ, შეიძლება ითქვას ქაოსურად. აღსანიშნავია, რომ სადაზვერვო მონაცემები საკმაოდ მოძველებული ჰქონდათ და ურტყამდნენ ისეთ ობიექტებს, რომლებზე იერიშის მიტანას აზრი არ ჰქონდა. სრული ანალიზი ძნელია ინფორმაციის სიმცირის გამო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მოქმედებდნენ საშუალო და დაბალ სიმაღლეებზე, ისე, რომ არ იგრძნობოდა მფრინავი შემადგენლობის მომზადების მაღალი დონე. თუნდაც ის, რომ საკმაოდ ასაკოვანი მფრინავი ჰყავდათ გამოგზავნილი მეტყველებს იმაზე, რომ მფრინავი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი არ არის სათანადო დონეზე მომზადებული.
კარგს ვერაფერს ვიტყვი სიზუსტეზეც. ერთი ობიექტის გასანადგურებლად ორ-სამჯერ შემოსვლა სჭირდებოდათ. იყენებდნენ საკმაოდ მოძველებულ ბომბებს, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი არ აფეთქდა. გამოყენებული იყო ყველა სახის ბომბი, გორში, როგორც ვნახეთ, კასეტური ბომბებიც ჩამოყარეს, რაც, მოგეხსენებათ, საერთაშორსო კონვენციებით აკრძალულია.
- თუ არის ცნობილი რამდენი ერთეული რუსული საფრენი აპარატი იქნა გადმოსროლილი საქართველოში?
- ზუსტი მონაცემები საჰაერო ძალების შტაბს ექნება და, ალბათ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მუშაობდა რადარული სისტემები და დაფიქსირებული იქნება ყველაფერი. ერთდრულად რაც დააფიქსირდა 50 საფრენი აპარატი დაფრინვდა საქართველოს საჰაერო სივრცეში, მაგრამ მხოლოდ რამდენმა თვითმფრინავმა მიიღო ქართული ტერიტორიების დაბობმვაში მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსების 21 საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული. მაქვს ინფორმაცია რომ ჩამოვაგდეთ რამდენიმე შვეულმფრენიც.
- ითქვა, რომ რუსეთმა ამ თვითმფრინავების დაკარგვით დიდი მატერიალური ზარალი ნახა, რა ღირს ტუ-22M?
- ფასი დამოკიდებულია მისი გამოშვების წელსა და ამორტიაზციაზე. ტუ-22მ საშუალოდ 5-20 მილიონი ღირს.
ჩვენ გვაქვს შეიარაღებაში სხვადსხვა ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები. შემიძლია ვთქვა, რომ გაგვაჩნია ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს 5 კილომეტრის სიმაღლეზე მფრინავი ობიქეტი და უფრო ზემოთ, 18 კილომეტრზე მფრინავი ობიექტი. ჩემი ინფორმაციით მოწინააღმდეგეს ძირითადი ზიანი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით `სტრელებითა~ და `იგლებით~ და საზენიტო არტილერიით მივაყენეთ.
- რატომ აღმოჩნდა ქართული სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვა რუსული ავიაციის წინაშე უძლური?
- ასე საუბარი ძნელია, კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა მოხდეს სრული ანალიზი, უნდა შევისწავლოთ მტრის მოქმედების ტაქტიკა, მტრის რიცხოვნობა, სიმაღლეები, ასევე უნდა მოხდეს ჩვენი მოქმედების გაანალიზება. მაგრამ ამ ეტაპზე არსებულ მონაცემებს და შედგებს თუ გავითვალისწინებთ, ფაქტობრივად, ჩვენ პირველ დღესვე დავთმეთ საჰაერო სივრცე. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო, რადგან ჩვენ გაგვაჩნია გამანადგურებელი ავიაცია. ჩემი სარდლობის პერიოდში იყო მცდელობა გამანადგურებელი თვითმფრინავების შეძენის, მაგრამ ეს პროექტი პარკეტზე მოსრიალე ზოგიერთი ოფიცრის ინტრიგებს შეეწირა, და აი, რა შედეგებამდე მიგვიყვანა ასეთმა უგუნურებამ.
გამანადგურებელი ავიაციის გარეშე კი საჰაერო ძალის სრული კონტროლი შეუძლებელია. ჩემი აზრით, შეცდომა იყო, როცა საჰაერო თავდაცვის ძირითად ძალებს თავი მოუყარეს საომარი მოქმედებების რეგიონში და დანარჩენი ტერიტორია სრულიად დაუცველი დარჩა. მე არ ვლაპარაკობ როგორც ყოფილი სარდალი, მე ვლაპარაკობ როგორც დარგის სპეციალისტი, ამიტომ ჩემი პოზიცია სწორად უნდა იყოს გაგებული.
- ზემოთ სადაზვერვო სამუშაო ახსენთ, ხმა გავრცელდა, რომ ქართველების მიერ ტყვედ აყვანილ პილოტს ერთ-ერთი ქართული მობილური ოპრატორიდან დარეკილი ზარები აღმოუჩინეს ტელეფონში.
- ეს უკვე საინტერესოა, ამაზე, ალბათ, უშიშროების და კონტრდაზვერვის სამსახურები იმუშავებენ. არსებობს რუსეთის აგენტურული ქსელი და, რა თქმა უნდა, იქნებოდა ღალატიც. რამდენიმე წლის განმავლბაში ვსწავლობდი რუსეთში, სამხედრო აკადემიაში და ვიცი, რომ დიდი ხანია ექავებოდათ ხელები. ერთ რამეს გეტყვით, ეს სცენარი რაც ჩვენთან განვითარდა, მათ აკადემიებში და გენერალიტეტში დიდი ხანია იწერებოდა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი რუკა, სადაც ასახული იყო რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებები კავკასიის ტერიტორიაზე, ეს იყო მხოლოდ სწავლების ერთ-ერთი ვარიანტი სახელწოდებით `ზიმა 1998~.
- სწავლებაში რა შედიოდა?
- თემა იყო `საჰაერო-სახმელეთო~ ოპერაცია და, ფაქტობრივად, საქართველო და მთელი კავკასია გამოდიოდა პოლიგონად რუსეთსა და ნატოს შორის. ფინალი იყო ასეთი: რუსეთი გადადიოდა თავდაცვაზე, ისინი თმობდნენ აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, ოღონდ თავიანთ საზღვარს მიერთებული ჰქონდათ აფხაზეთი. მართალია ეს სასწავლო რუკის ერთ-ერთი ვარიანტი იყო, მაგრამ იქ იყო რამდენიმე გენერლის ხელმოწერა და გეტყვით იმასაც რომ ასეთი რუკები ტყუილუბრალოდ არ იქმნება.
- რა მიიღო რუსეთმა ამ ომით?
- გარდა ქართული სისხლისა, რუსებმა მიიღეს სერიოზული დაპირისპირება დასავლეთთან. ის, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, ბრიყვული სიჯიუტეა. მას მაინც არ გამოუვა თავისი გეგმების ბოლომდე განხორციელება საქართველოში.
მე არ ვაპირებ არავის კრიტიკას. რადგან ამ ყველაფერს ერთი დადებით მხარეც აქვს. დღეს მთელი ერი გაერთიანდა. ამ ყველაფრით რუსეთმა დააჩქარა საქართველოს შესვლა ნატოში. ეს გარდაუვალია და დასავლეთისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ქვეყანას რომელსაც უნდოდა ნატოში შესვლა დასაჯეს და ეს ნატოს ისტორიაში პირველად მოხდა.

ნინო მამუკაძე

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja