ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ომის შემდგომი ანალიზი და რეკომენდაციები
ომის შემდგომი ანალიზი და რეკომენდაციები

ბოლო პერიოდში განხორციელებული საკადრო ცვლილებები თავდაცვის უწყებაში მიუთითებს იმაზე, რომ აგვისტოს ომმა ჩვენი არმიის და მთლიანად სახელმწიფოს ბრძოლისუნარიანობის საკითხში ბევრი ნაკლოვანება გამოავლინა.
სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულ ნაბიჯებს ვდგამთ. ამის მიზეზი და ისევ ისევ 2005 წლის გაუმართლებელი საკადრო ცვლილებებია, აქედან გამომდინარე სათანადო გამოცდილების უქონლობა მართვის სხვა და სხვა რგოლებში.
იყო პერიოდი, როცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის საინფორმაციო სისტემასთან მიერთებას სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი ექნებოდა, რადგან იმ წლებში რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ იყო ასეთი აგრესიული, ისინი ანგარიშს უწევდნენ დასავლეთის აზრზს და დასავლეთის ზეწოლას ჩვენთვის კარგი შედეგები მოქონდა. ამის მაგალითია სტამბულის შეთანხმება ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. 2001 წლიდან 2004 წლამდე ეს პროგრამა დაუფინანსებლობის გამო ვერ განხორციელდა, ხოლო 2005 წლიდან, როცა არმიის ბიუჯეტი 40-ჯერ გაიზარდა, ეს პროგრამა არ მიიჩნიეს პრიორიტეტად. დღეს მივუერთდით ნატო-ს საჰაერო ვითარების მონაცემთა ბაზას, მაგრამ ახლა, როცა რუსეთი თავის აგრესიას არ მალავს ეს პროექტი ნაკლებეფექტიანია ჩვენი უსაფრთხოების განსამტკიცებლად.
რაც შეეხება მთლიანად საჰაერო თავდაცვის სისტემას და მის ეფექტურობას აგვისტოს მოვლენებისას. მე ჩემს სტატიებში აღვნიშნავდი, რომ დიდი მიღწევაა რუსეთის ავიაციისთვის ასეთი დიდი ზარალის მიყენება (მე შეგნებულად არ ვწერ ციფრებს, რადგან ზუსტი ციფრების დადგენას მოკვლევის ჩატარება ესაჭიროება. საჰაერო თავდაცვის ტექნიკაზე უნდა არსებობდეს ობიექტური კონტროლის ტექნიკური აპარატურა), მაგრამ მთავარი არა რაოდენობაა, არამედ ხარისხი, ანუ საკუთარი მიზნების მიღწევა და მოწინააღმდეგის ამოცანების ჩაშლა. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგემ საკუთარ მიზნებს მიაღწია, ჩვენ კი ვერა. ისიც ფაქტია, რომ ჩვენი სახმელეთო ქვედანაყოფების წარუმატებლობა საჰაერო სივრცის დაკარგვის შემდეგ დაიწყო.
იუგოსლავიამ ორ თვეზე მეტხანს გაუძლო 1200-ზე მეტი თვითმფრინავისგან შემდგარი საავიაციო დაჯგუფების დაბომბვებს. იუგოსლავიისგან განსხვავებით ჩვენ დასვლეთის დიდი მხარდაჭერა გვქონდა და ცოტა გაძლების შემთხვევაში დასავლეთის ჩარევით საომარი მოქმედებები ჩვენთვის უფრო მომგებიან სიტუაციაში შეწყდებოდა.. აგვისტოს ომში საჰაერო თავდაცვის მხრივ სამ ძირითად ნაკლოვანებაზე შეიძლება საუბარი:
სპეციალისტების უქონლობა საჭირო რაოდენობით და აქედან გამომდინარე ტექნიკის არასრულად დაუფლება და სუსტი კოორდინაცია.
ტექნიკის გარკვეული ნაწილის გაუმართაობა, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს გამამართლებელ მიზეზად, რადგან ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ძილის უფლებაც არ აქვს.
დაჯგუფების არასწორი შერჩევა. დედაქალაქი (შესაბამისად პრეზიდენტის, როგოც უმაღლესი მთავარსარდლის რეზიდენცია და სახელმწიფოს მართვის ობიექტები), ფოთის პორტი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები მთლიანად დაუცველი იყო ჰაერიდან. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები ხომ მშვიდობიან პერიოდშიც უნდა ახორციელებდნენ ამ ობიექტების დაცვას ჰაერიდან?!
მოკლედ ომი გადავიტანეთ და ახლა ვასკვნით, რომ თურმე საჰაერო თავდაცვა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. ანუ ისევ დაგვიანებით ვმოქმედებთ. გასაგებია, რომ სტრატეგიული საფრთხეების შეფასებისას იქნა დაშვებული შეცდომები, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც კლასიკურ გადაწყვეტას მოითხოვენ და ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა. თუმცა ველოსიპედის გამოგონებაც შევძელით და კვადროციკლებით მსროლელი-მეზენიტეების გადაადგილება ნამდვილად კარგი იდეა იყო, რაც შემდგომში სხვა ქვეყნების მიერაც იქნება გამოყენებული.
დღეს ბევრი კითხვა ისმის მასმედიაში თუ როგორი სისტემები გვესაჭიროება. მთავარი და გადამწყვეტი ის არაა თუ რა სისტემები გვექნება, ახალი თუ ცოტათი მოძველებული. გაცილებით მნიშვნელოვანია სპეციალისტების საკითხი. საჭიროა სახელმწიფომ მეტი აქტიურობით დაიწყოს საკადრო პროგრამების შემუშავება კონკრეტულად საჰაერო თავდაცვისა და ავიაციისთვის. ამ ომით არ მთავრდება ჩვენი ისტორია და მოკლევადიან, ეფექტურ გადაწყვეტილებებთან ერთად საჭიროა გრძელვადიანი პროგრამები. პირველ რიგში ეს კადრების მომზადების სისტემას უნდა შეეხოს.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია შევინარჩუნოთ არმიის პროფესიონალური საკონტრაქტო პრინციპით დაკომპლექტება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო ძალებისთვის.
დაუშვებლად მიმაჩნია ავიაციის და საჰაერო თავდაცვის დანაწევრება-დაყოფა სახეობების მიხედვით. ავიაცია და ყველა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთ თანამდებობის პირს - საჰაერო ძალების სარდალს უნდა დაექვემდებაროს, რასაც ორი მთავარი არგუმენტით დავასაბუთებ: 1. უკეთესი კოორდინაცია და შესაბამისად მოწინააღმდეგის ავიაციაზე მეტი ზარალის მიყენება. 2. მართვის ერთიანი სისტემის მეშვეობით საკუთარი ავიაციის მაქსიმალური უსაფრთხოების მიღწევა.
არსებობს სხვა არგუმენტებიც: კადრების მომზადება და ზრდა ერთიან სისტემაში, ლოგისტიკის ცენტრალიზება და უნიფიცირება, ინფრასტრუქტურის ერთიანი გეგმით განვითარება, თანაბარი ყურადღება საჰაერო თავდაცვის ყველა გვარეობის მიმართ და რაც ყველაზე მთავარია შიდაუწყებრივი დაპირისპირებების აღმოფხვრა. ყველა ქვეყანაში იყო და ამ ომმაც აჩვენა, რომ არსებობს ერთგვარი ”შეჯიბრი” სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვასა და საჰაერო ძალებს შორის. შეჯიბრს კი ყოველთვის მოყვება ქიშპობა, რომელიღაცა სტრუქტურის მიმართ მეტი, შესაბამისად რომელიღაცის მიმართ ნაკლები ყურადრების მიქცევა და სხვა.
ისევ აღვნიშნავ, რომ რა ტიპის და რომელი ქვეყნის სისტემებს შევისყიდით ნაკლებ მნიშვნელოვანია. თუმცა შეიარაღების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ: ტექნიკის საიმედოობა და მათი გამოცდილება სხვა და სხვა კონფლიქტებში. თანამედროვე ტიპების არჩევისას, რომელთა გამოყენება არ მომხდარა საბრძოლო მოქმედებებში - სათანადო საპოლიგონო გამოცდა რეალურ მიზნებზე. გათვალისწინებული უნდა იქნას ლოგისტილური უზრუნველყოფის საიმედოობა გრძელვადიანი პერსპექტივით. უნდა შევეცადოთ, რომ შევიძინოთ ორი ან სამი ტიპის ტექნიკა, რათა კადრების მომზადების და ლოგისტიკის მხვრივ ნაკლები პრობლემები შევიქმნათ.
მე ვიცი პირადი საუბრებიდან, რომ ბევრ მოქმედ თანამდებობის პირს არ მოწონს ჩემი სტატიები, რომლებსაც კრიტიკულად მიიჩნევენ თუმცა თუ უფრო ყურადღებით წავიკითხავენ, უფრო მეტ დადებითს წაიკითხავენ, ვიდრე უარყოფითს. რაც შეეხება რჩევებს და რეკომენდაციებს, მე ხომ მხოლოდ კეთილი სურვილებით ვწერ საერთო მიზნის და იდეების მისაღწევად. მიზანი კი ყველას ერთი გვაქვს: ქვეყნის გამთლიანება და დამოუკიდებლობის განმტკიცება. მკითხველს შევთავაზებ ჩემს მოსაზრებებს თუ რა უნდა გაკეთდეს უახლოეს პერსპექტივაში და სამომავლოდ.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: საჰაერო ძალების ახლადდანიშნულმა სარდალმა ობიექტურად და მეცნიერულ დონეზე, დეტალურად უნდა გაანალიზოს ომის დროს საჰაერო ძალების მოქმედებები. გამოავლინოს დადებითი და უარყოფითი მხარეები, რასაც უნდა მოყვეს ასევე დეტალური გეგმა ღონისძიებებისა, რომლებიც მიმართული იქნება დადებითი მხარების განსამტკიცებლად და უარყოფითის აღმოსაფხვრელად. მერწმუნეთ, ამ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში თვითდამშვიდება დამღუპველია ქვეყნისთვის.
ძალიან მოკლე ვადებში შემუშავებული უნდა იქნას საჰაერო ძალების დოქტრინა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს უახლესი ისტორიის გამოცდილება. ასეთი პროგრამული დოკუმენტის შემუშავების გარეშე არანაირი ძვირადღირებული შესყიდვა არ უნდა განხორციელდეს. საჰაერო ძალების დოქტრინაში უნდა აისახოს თუ რა ახალი საფრთხეები გაჩნდა ქვეყნის წინაშე და შესაბამისად რა ომცანების გადაჭრა მოუწევს საჰაერო ძალებს პერსპექტივაში.
მხოლოდ და მხოლოდ ამ ამოცანების ჩამოყალიბების შემდეგ შეიძლება იმაზე ფიქრი თუ რა შეიარაღება და ტექნიკა უდა შევიძინოთ და როგორი საჰაერო ძალები უნდა გვყავდეს. სხვაგვარად ეს იქნება არამეცნიერულად და სტიქიურად გადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც ადრე თუ გვიან (ისევე, როგორც აგვისტოს მოვლენებს) ისტორია განსჯის.
განვითარების მეთოდიკის და რეკომენდაციების შესახებ გვეწერა არსენალის წინა ნომრებში და აღარ განვმეორდები. შევეხები მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს.
სერიოზული განხილვის საკითხი უნდა გახდეს ავაციი განვითარების საითხი და რომელ გვარეობაზე უნდა გაკეთდეს მეტი აქცენტი: ავიაციაზე თუ ჰაერსაწინაღო სისტემებზე. ომის შემდეგ მოვისმინე მოსაზრებები თითქოს ავიაციას ვერ გამოვიყენებთ და აქცენტი ჰაერსაწინაღო თავდაცვაზეა გადასატანიო ასე პრიმიტიულად ასეთი საკითხების გადაჭრა არ შეიძლება. მე ყოველთვის ისრაელის მაგალითი მომყავს, რომილც ტერიტორიით ჩვენზე 2-ჯერ მცირე ზომებისაა, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი საჰაერო ძალები გააჩნია განვითარებული სააეროდრომო ქსელით და ინფრასტრუქტურით.
თუ ისე მივუდგებით, რომ ავიაცის გამოყენება ომში ვერ შევძელით და ამიტომ არ გვესაჭიროება, მაშინ არმიაც არ გვჭირდება ორი დღით საომრად და დიპლომატიური მიმართულება გავაძლიეროთ. თანამედროვე არმია ავიაციის გარეშე უფრო პარტიზანული რაზმი იქნება. ჩვენ ავიაციის მხრივ სერიოზულად ჩამოვრცებით ჩვენს მეზობლებს და უნდა ვიფიქროთ ბალანსის აღდგენაზე რეგიონში. ზუსტი იარაღის დარტყმებისაგან ავიაციის დასაცავად კი საჭიროა აიგოს დამცავი საშუალებები, მობილურობისთვის კი საჭიროა სააეროდრმო ქსელის განვითარება, საველე აეროდრომების აგება, საავტომობილო მაგისტრალების გამოყენება და სხვა.
დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მფრინავი და ტექნიკური შემადგენობის მომზადების საითხს. ღამის ფრენები, უმაღლესი პილოტაჟის დაუფლება, საპოლიგონო მომზადება უნდა იქცეს საფრენოსნო მომზადების მთავარ პრიორიტეტად.
ჰაერსაწინაღო თავდაცვა მთლიანად უნდა გადაეცეს საჰაერო ძალებს და სარდალი უნდა იყოს პასუხიმგებელი ქვეყნის და მისი შეიარაღებული ძალების დაცვზე. ჩვენ მცირე ზომების ქვეყანა ვართ და როგორც აგვისტომ დაგვანახა, ფრონტი საერთოდ შეიძლება არ შეიქმნას ან მას პირობითი ხასიათი ქონდეს. რუსეთის ავიაცია კი მთელ საჰაერო სივრცეში დათარეშობდა. საზენიტო სარაკეტო კომპლექები, საზენიტო არტილერია, გადასატანი კომპლექსები ერთიანი გეგმით უნდა მოქმედებნენ და მართვის ერთიან სისტემაში იმართებოდნენ. საჰაერო თავდაცვის უწყებრივი დაყოფა მოძველებული და ჩვენთვის ნაკლებადეფექტიანი მიდგომაა.
უნდა შეიქმნას საჰაერო დაზვერვის, მართვის და ინფორმირების ერთიანი სისტემა, რომელიც როგორც ჯარების მართვის, ასევე ქვეყნის და შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმირების საშუალებას უნდა იძლეოდეს. უნდა მომზადდეს უმაღლესი მთავარსარდლის და მთავრობის სამუშაო სტაციონარული და მოძრავი პუნქტები, რომლებშიც დამონტაჟებული იქნება საჰაერო ვითარების ამსახველი მონიტორები.
შემუშავებული უნდა იქნას სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დაზვერვის ღონისძიებები. უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ მომავალი საბრძოლო მოქმედებები რთლი რადიოელექტრონული ბრძლის პირობებში მოგვიწევს. ამ საკითხებზე მოკლედ ვწერ, რადგან უფრ გაშლილად გვეწერა არსენალის ომამდელ ნომრებში.
ყველაფრის თავი და თავი სპეციალისტების საკითხია და ჩვენ წარმატებებს ვერ მივაღწევთ, სანამ ამ საკითხს სისტემურად არ მივუდგებით და კადრების მომზადების გეგმას არ შევიმუშავებთ, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი რომელ წელს რა სპეციალობის რამდენი სამხედრო მოსამსახურე უნდა მომზადდეს, ვინ როდის უნდა გაიაროს სხვა და სხვა კურსები, სანამ წინსწარ არ გავწერთ ყველა სამხედრო მოსამსახურის სავარაუდო კარიერულ ზრდას. გადახედვას მოითხოვს ნორმატიული ბაზა თავდაცვის შესახებ სახელმწიფო კანონიდან დაწყებული, რომელშიც უნდა გაიწეროს სამხედრო სამსახურის გავლის წესები: ვინ სად და რა ვადით შეიძლება დაინიშნოს, ყოველ თანამდებობაზე ვინ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, თანამდებობიდან გათავისუფლების წესები და სხვა.
იმედია ამ სტატიასაც არ მიიღებენ პირად კრიტიკად. მაშჳნ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა თავისით გამოთქვა სურვილი მივიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხები დროებითი საგამოძიებო კმომისიის წევრთა შეკითხვებზე, სამხედრო მაღალჩინოსნებს მეტი თვითკრიტიკისკენ მოვუწოდებ და ნუ განეწყობიან უარყოფითად მსგავსი სტატიების მიმართ და მიიღონ უბრალოდ ცნობისთვის. მითუმეტეს, რომ ჩვენ შეკითხვებს არ ვსვამთ და მხოლოდ რეკომენდაციებს ვიძლევით. შეკითხვები კი არსებობს.
წარმატებებს ვუსურვებ შეარაღებული ძალების ახლადდანიშნულ ხელმძრვანელობას, ყველა სამხედროს და სრულიად საქართველოს ქვეყნის გამთლიანების საქმეში.

ამირან სალუქვაძე
საჰაერო ძალების სარდალი 2003-2005 წლებში

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja