ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
უპილოტო საფრენი აპარატების საბრძოლო გამოყენების თავისებურებები რატომ ვკარგავთ უპილოტო საფრენ აპარატებს?
ავიაციის განვითარებასთან ერთად გაჩნდა საფრენი აპარატების ახალი სახეობები - უპილოტო საფრენი აპარატები და დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები. ხშირად ბევრს ეშლება და ვერ ხედავენ სხვაობას ამ ორ ტერმინს, შესაბამისად საფრენი აპარატების ორ სახეობას შორის. დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი ამოცანის შესრულების (ფრენის) მთელი პერიოდის განმავლობაში მიწისზედა (საზღვაო, საჰაერო) მართვის პუნქტიდან იმართება. უპილოტო საფრენი აპარატი კი წინასწარ შედგენილი პროგრამით მოქმედებს ადამიანის ჩაურევლად, შეიძლება იყოს ერთჯერად ან მრავალჯერადი გამოყენების.
უპილოტო საფრენი აპარატების შექმნას რამოდენიმე მიზეზი უდევდა საფუძვლად. პირველი მიზეზი თვითონ სახელში დევს. ავიაციის დანაკარგებში ყველაზე ძნელად აღდგენადი მფრინავი შემადგენლობის დანაკარგებია. მფრინავის სიცოცხლე ნებისმიერ საფრენ აპარატზე გაცილებით ძვირი ღირს და არამარტო იმის გამო, რომ სიცოცხლე ადამიანის ყველაზე მთავარი ღირებულებაა, არამედ იმიტომ, რომ მაღალი კლასის მფრინავის მომზადებაზე, მის დახელოვნებაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე, წლების განმავლობაში, მილიონობით დოლარი იხარჯება. და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი დროის რესურსია. მაღალი კლასის მფრინავის მომზადებას 8-10 წელი ესაჭიროება. ის გამოცდილება კი, რომელსაც მრინავი შემდგომ წლებში აგროვებს ფულად განზომილებაში არ გადაიყვანება. გარდა ამისა, უპილოტო საფრენი აპარატების მიწისზედა შემადგენელი ნაწილის ექსპლოატაცია და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაცილებით იოლია, ვიდრე პილოტირებადი ავიაციის.
მეორე. ზოგადად მეცნიერების, კონკრეულად კი ინფორმატიკის და კომპიუტერული ტექნიკის განვითარებამ ადამიანის ტვინი ჭკვიანი მანქანებით ჩაანაცვლა. ეს საშუალებას იძლევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ე.წ. ”ადამიანური ფაქტორი”. საავიაციო შემთხვევების მეტი წილი ხომ ეკიპაჟების შეცდომებზე მოდის. თუმცა, ჯერჯერობით, ადამიანის ტვინის, ავიაციაში კი მფრინავის, სრულად გამორიცხვას მეცნიერებამ ვერ მიაღწია.
უპილოტო საფრენი აპარატების იდეა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მათი გამოყენების სფერო საკმაოდ გაიზარდა.
თანამედროვე საფრენი აპარატების ღირებულება 7 და 10-ნიშნა ციფრებით განისაზღვრება. ამიტომ მათი დანაკარგების შესამცირებლად დამრტყმელ ავიაციასთან ერთად გამოიყენებენ უპილოტო საფრენ აპარატებსაც, რომელთა გაშვება ხდება მიწისზედა გამშვები დანადგარებიდან ან თვითმფრინავებიდან. მათი დანიშნულებაა საჰაერო თავდაცვის ძალების ყურადღების გაფანტვა. ასეთი ცრუ მიზნების სიმრავლე ართულებს საჰაერო ვითარებას და მკვეთრად ამცირებს ძირითადი თვითმფრინავების დანაკარგებს. მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატების ღირებულება მიზერულია. მათი განადგურების შემთხვევაში ორმაგი ეფექტი მიიღწევა: საკუთარი თვითმფრინავის გადარჩენა და მოწინააღმდეგის ძვირადღირებული საზენიტო რაკეტის ფუჭად გამოყენება. შესაბამისად იზრდება დამრტყმელი ძალების მიერ დასახული ამოცანის შესრულების ალბათობა და ჯამში კი - ავიაციის ეფექტურობა.
უპილოტო საფრენი აპარატები ფართოდ გამოყენება საჰაერო დაზვერვის წარმოებისა და მიზანმინიშნებისათვის, არტილერიის ცეცხლის კორექტირებისათვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის კონფლიქტებში აქტიურად გამოიყენებოდა სხვა და სხვა ტიპის სადაზვერვო აპარატები. დიდი გამოცდილება აქვს ამ მხრივ ისრაელს, აშშ-ს სხვა და ასევე რუსეთსაც ჩეჩნეთის ომებში. საჰაერო დაზვერვისათვის სპეციალური თვითმფრინავები გამოიყენება, მაგრამ მათი ექსპლოატაცია საკმაოდ ძვირია. გარდა ამისა, ჩამოგდების შემთხვევაში, ზარალი მილიონობით დოლარს შეადგენს, და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მფრინავის დაკარგვა გაცილებით აღემატება საფრენი აპარატის დაკარგვისგან მიღებულ ზარალს. სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების ღირებულება და ექსპლოატაციის ხარჯები გაცილებით ნაკლებია. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია პილოტირებული სადაზვერვო თვითმფრინავების უპილოტოებით ჩანაცვლება. ეკონიმიკური ეფექტიც ცალკე კვლევებს საჭიროებს, რადგან არსებობს საპირისპირო მოსაზრებებიც. ერთი რამ ცხადია, რომ, განსაკუთრებით ომისწინა პერიოდში, უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების გამოყენება საკმაოდ ეფექტურია.
უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება კავშირგაბმულობის კავშირის რეტრანსლიაცია) და რადიოელექტრონული ბრძოლის ამოცანების (როგორც დაზვერვა, ასევე ჩახშობა) გადასწყვეტად. არსებობს რადიაციული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური დაზვერვის უპილოტო საფრენი აპარატები. უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება ასევე როგორც საჰაერო სამიზნე საზენიტო კომპლექსებისა თუ ავიაციისათვის.
აქტიურად მიმდინარობს საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდები, რომელთა ბორტზეც იქნება სხვა და სხვა ტიპის საავიაციო შეიარაღება. მიმდინარეობს პერსპექტიული საბრძოლო სისტემების (Future Combat Systems - FCS) გამოცდები, რომელთა შემადგენლობაში უპილოტო საფრენ აპარატებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია. მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს და ალბათ 10-15 წლის განმავლობაში ვიხილავთ ისეთ რობოტ-თვითმფრინავებს, რომელთაც შეეძლებათ დამოუკიდებლად მოქმედებები ხმელეთზე მიღებული ამოცანის შესაბამისად. მომავლის ბრძოლის ველი რობოტებს ეკუთვნის.
პირველი უპილოტო დამრტყმელი საფრენი აპარატები ფაუ-1 მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა შეიმუშავეს. შემდგომში საბჭოთა კავშირმა შექმნა ს-121 (ტუ-121) თვითმფრინავი-ჭურვი ”იასტრებ”-ი ბირთვული საბრძოლო ნაწილით, რომელიც არ იქნა მიღებული შეიარაღებაზე სამხედრო-პოლიტიკური მოტივებით.
უკვე მიღებულია შეიარაღებაზე და მიმდინარეობს მუშაობა სადაზვერვო-საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომელიც პატრულირებს მიზნის რაიონში და რადარის ან სხვა მიზნის აღმოჩენის შემთხვევაში ბორტზე არსებული შეიარაღებით უტევს მას.
დღეს თამამად შეიძლება ითქვას როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიციური და სამხედრო უპილოტო ავიაციის განვითარებაზე.
მკითხველს გავაცნობთ სხვა და სხვა დანიშნულების თანამედროვე უპილოტო საფრენ აპარატებს.
ისრაელის წარმოების ”ჰერმეს-450”
-სიგრძე - 6,10 მ
-სიმაღლე - 1,80 მ
-ფრთების ფართობი - 8,20 კვ.მ
-მაქსიმალური ასაფრენი წონა - 450 კგ
-ძრავის სიმძლავრე - 52 ც.ძ.
-საკრეისერო სიჩქარე - 130 კმ/სთ
-მოქმედების რადიუსი - 200 კმ
-ფრენის ხანგრძლივობა - 20 სთ
-პრაქტიკული ჭერი - 6100 მ

რუსეთის წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი ”პჩელა”

* * * * * * * *
* * * * * * * *

ახლა უპილოტო საფრენი აპარეტების (შემდგომში ”უსა”) საბრძოლო გამოყენების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურებები განვიხილოთ. სადაზვერვო და კავშირგაბმულობის უსა-ს გამოყენებისას ერთ ურთიერთწინააღმდეგობას ვაწყდებით: რაც მაღლა დაფრინავს უსა, მით მეტია მისი მოქმედების არეალი, მაღალ სიმაღლეზე კი ადვილია მისი აღმოჩენა (ჰერმესის ტიპის უსა-ს ვიზუალურად აღმოჩენის სიშორე დაახლოებით 3 კმ-ს შეადგენს) და განადგურება. დაბალ სიმაღლეზე ფრენისას რთულია მისი განადგურება, მოქმედების არეალი კი საგრძნობლად მცირდება. ამ ერთიერთწინააღმდეგობის გადაჭრა სპეციალისტების ხელოვნებაზეა დამოკიდებული.
უსა-ს წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ პრობლემატურია, თუ მათი გამოყენება კარგადაა გათვლილი და უზრუნველყოფილი. უპილოტო საფრენი აპარატების უმრავლესობა მცირე რადიოლოკაციური შემჩნევადობით გამოირჩევა. აქ მთავარი მის მცირე ზომებთან ერთად პლანერის ფორმაა. სტელსის ტექნოლოგიით დამზადებული (რადიოლოკაციური ენერგიის მშთანთქავი) ზედაპირის მქონე უსა ათეულობით (ან ასეულობით) მილიონი ეღირება. ამიტომ უსა-ს პლანერის ფორმა უნდა უზრუნველყოფდეს რადარებიდან გამოსხივებული ენერგიის მაქსიმალურად გაფანტვას სივრცეში და არა რადარისკენ უკან დაბრუნებას (სურათებზე ასეთი უსა-ს ნიმუშები ნაჩვენებია). ჩვეულებრივი პლანერის მქონე, თუნდაც საკმაოდ მცირე ზომების უსა-ს კი პლანერის ეფექტური ამრეკლავი ფართი შეიძლება იმდენივე ქონდეს როგორც საბრძოლო თვითმფრინავს და ის იოლად აღმოჩენადი იყოს რადარებისთვის.
ამიტომ უსა-ს შეძენისას მისი რადიოლოკაციური აღმოჩენადობის საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიექცეს და გარდა ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობისა, მისი პრაქტიკული შემოწმებაც უნდა მოხდეს სხვა და სხვა დიაპაზონის (სანტიმეტრული, დეციმეტრული, მეტრული) რადარების მეშვეობით, რათა დადგინდეს რამდენად შეესაბამება მის ტექნიკურ მონაცემებში ნაჩვენები ციფრები რადიოლოკაციურ შეუმჩნევადობის შესახებ სისწორეს.
უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება კარგად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იგულისხმება შენიღბვა, რადიოელექტრონული ბრძოლა და, თუ საჭირო გახდა, მისი აქტიური დაცვა ჰაერიდან.
მოწყობილი უნდა იქნას რამოდენიმე სასტარტო მოედანი და უსა-ს გაფრენის ფაქტი მაქსიმალურად გასაიდუმლოებული უნდა იყოს. თუ მოწინააღმდეგისთვის სტარტიდანვე იქნება ცნობილი უსა-ს ფრენის შესახებ, მის წინააღმდეგ ბრძოლაც უფრო წარმატებულად შეეძლება. ამიტომ სხვა ღონისძიებებთან ერთად სასტარტო მოედნების ცვლა აუცილებელია. ასევე უნდა იცვლებოდეს ფრენის დრო როგორც დღისით, ასევე ღამით.
დეტალურად უნდა დაიგეგმოს ფრენის პროფილი და მაღალ სიმაღლეზე ფრენის მონაკვეთები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. დაზვერვის რაიონში ფრენის ხანგრძლივობა გამიზნული და ამოცანიდან გამომდინარე უნდა იყოს და არა უსა-ს ფრენის ხანგრძლივობის შესაძლებლობიდან გამომდინარე საწვავის თუ ენერგიის სრულად გახარჯვამდე.
უსა-ს ფრენის დროს უნდა დაიგეგმოს სხვა და სხვა სადემონსტრაციო ღონისძიებები, თუნდაც მეორე უსა-ს ფრენები მოწინააღმდეგე მხარის ყურადრების გადასატანად.
ფრენის პერიოდში უნდა ჩაირთოს რადარების საჭირო რაოდენობა, რათა დაზვერვის რაიონის საჰაერო სივრცე მაქსიმალურად გაკონტროლდეს. უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებისას უნდა ჩაირთოს რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვის რადარები. თუ გაგვაჩნია პასიური რადარი აღნიშნულ რეგიონში, მისი ჩართვა აუცილებელია, რადგან უსა-ს აღმოჩენის შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე ჩართავს სხვა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს: რადარებს, რადიოსადგურებს, რომელთა მონაცემების დადგენა არანაკლებ სასარგებლო იქნება დაზვერვის ინტერესებისთვის, ვიდრე უსა-სგან მიღებული ვიდეოინფორმაცია. კარგი იქნება თუ შეძენილი იქნება ვერა-ს ტიპის პასიური რადარი, რომელიც თავისი დიაპაზონით სრულად დაფარავს ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებას.
დღევანდელი ეკონომიური მდგომარეობა იძლეოდა საშუალებას შეძენილიყო რადიო და რადიოელექტრონული ჩახშობის საშუალებები, რათა უსა-ს ფრენის დროს მოხდეს მოწინააღმდეგის კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების (რადარების) ჩახშობა უსა-ს აღმოჩენის და განადგურების გართულების მიზნით. ამის გაკეთება არც ახლაა დაგვიანებული.
ისევე როგორც სხვა საკითხებშიც, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების მზა რცეპტები, რომლებიც ყველა სიტუაციაში გამოსადეგი იქნებოდა, არ შეიძლება დაიწეროს. ყველაფერი სპეციალისტების და მეთაურების თეორიულ მომზადებაზე, პრაქტიკულ გამოცდილებაზე და ტალანტზეა დამოკიდებულის. უნდა გამოირიცხოს ტრაფარეტული მოქმედებები. საჭიროა მეტი ყურადრება დაეთმოს სპეციალისტების მომზადებას, მეტაურების დახელოვნებას. მომზადებულ კადრებს კი გაფრტხილება ესაჭიროება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავ და გაუმართლებელი საკადრო ცვლილებები დღესაც გრძელდება საჰაერო ძალებში.
და ბოლოს, სახელმწიფომ უნდა იფიქროს საკუთარი გამანადგურებელი ავიაციის შექმნაზე, რადგან როგორც დავინახეთ, უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს ჰაერიდან დაცვა ესაჭიროება. 2004 წელს არსებობდა მიგ-29 ტიპის გამანდგურებლების შეძენის პროექტი, რომელიც მაშინდელი გენერალური შტაბის ინტრიგებს შეეწირა. 4 წლის განმავლობაში უკვე ბევრის მიღწევა შეიძლებოდა. ეს ღალატის ტოლფასი ინტრიგები იყო და იმედია მსგვას ფაქტებს ქართული არმიის ისტორიაში ადგილი აღარ ექნება. საქართველოს დამოუკიდებლობის 15-წლიან ისტორიაში ყოველთვის გვეგონა, რომ ”აი ახლა დავათბობთ რუსეთთან ურთიერთობებს და მერე დიდ დანახარჯები თავდაცვაზე აღარ დაგვჭირდება”. 300 წელი მასე ვფიქრობთ და სანამ ჩვენი ურთიერთობები დარეგულირდება შეიძლება კიდევ 300 წელი გავიდეს, რადგან რუსულ პოლიტიკას ჩვენ ვერ შევცვლით. ჩვენ შეგვიძლია მოვერგოთ რუსულ პოლიტიკას. 300-წლიანმა ისტორიამ დაგვანახა, რომ ”მორგების პოლიტიკას” კარგი არაფერი მოუტანია. დროა ვიფიქროთ ქართული ნაციის ერთობაზე, მისი მებრძოლი სულის სიმტკიცეზე, შევქმნათ ეფექტური არმია და ჩვენი სიძლიერით მშვიდობიანად მოვაგვაროთ ცვენი პრობლემები, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, თუ საჭირო გახდება ვიომოთ ისტორიული მისიისთვის, ჩვენი თაობის მიერ დაკარგული ტერიტორიები ჩვენივე თაობამ დავიბრუნოთ და არ დავუტოვოთ ჩვენს შვილებს გადასაწყვეტად. ქართველი ერი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეტაც მზად უნდა იყოს მსხვერპლის გასაღებად, თუმცა ძლიერი არმიის და მთელი ერის მებრძოლი სულისკვეთების პირობებში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მეტი შანსი არსებობს.
გამარჯვებით გვევლოს!

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja