txovna iyo videoze magram ver vipove samagierod es waikitxet
საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები
საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები პასუხისმგებელია საქართველოს საზღვაო სუვერენიტეტის, ქვეყნის შიდა წყლებისა და აგრეთვე ეკონომიკური ზონების დაცვაზე. საქართველოს საზღვაო ძალები, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია შავი ზღვის რეგიონის კოლექტიურ თავდაცვაში მონაწილეობის მიღებაზე. სამხედრო-საზღვაო ძალების ძირითადი ფუნქციაა:
- საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების გატარება შავ ზღვაზე, ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვა, გემთმიმოსვლისა და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა, ოპერატიული კონტროლი საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში
საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ძირითადი ამოცანებია:
- საქართველოს სახელმწიფო დროშის დემონსტრირება საზღვაო სივრცეში;
- სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ყოველდღიური საქმიანობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის აღკვეთა შესაბამის სამინისტროებთან ურთიერთქმედებაში, ქვეყნის დაცვა ზღვიდან გარეშე აგრესიისაგან;
- სამინისტროებისა და უწყებების კოორდინაცია საერთაშორისო სტანდარტებსა და ნატო-ს მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიღწევის მიზნით;
- ეროვნული და საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობის დაცვის უზრუნველყოფა პასუხისმგებლობის ზონაში ზღვაზე;
- ურთიერთქმედება, თანამშრომლობა და კოორდინირება შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ეკოლოგიური მონიტორინგისა და საზღვაო გარემოსდაცვის უზრუნველყოფის საკითხებში, ასევე მეკობრეობის, ნარკოტიკული დანაშაულის, ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მონათვაჭრობისა და სხვა არალეგალური საქმიანობის აღკვეთის საკითხებში;
- სამხედრო-საზღვაო ძალებში დამოუკიდებლად, ასევე შეიარაღებული ძალების სახეობებთან ერთად სწავლებების, წვრთნებისა და სხვა მოსამზადებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება;
- სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება, მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენა სტიქიური უბედურებების დროს (საგანგებო სიტუაციებში) როგორც დამოუკიდებლად, ასევე თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებთან და მეზობელ ქვეყნებთან;
- გაერთიანებულ ოპერაციებში ზღვიდან საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- საზღვაო გადაზიდვების დაცვა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებში საზღვაო გადაზიდვების წარმოება;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელება ზღვაზე, როგორც დამოუკიდებლად, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედებაში;
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალური ოპერაციების უზრუნველყოფა მოწინააღმდეგის განლაგების ზონაში არსებულ ობიექტებზე;
- საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.
საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნობაა 892, აქედან: 178 - ოფიცერი, 405 - მიჩმანი (საკონტაქტო), 119- ვადიანი სამეხდრო მოსამსახურე და 42 - სამოქალაქო პირი.
სამხედრო-საზღვაო ძალების მმართველობა და მთავარი შტაბი განლაგებულია ქ. ფოთში.
სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო და ლოგისტიკური უზრუნველყოფის მთავარი ბაზა განლაგებულია ქ. ფოთში.
სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო-საზღვაო ბაზა განლაგებულია ქ. ბათუმში.
სამხედრო-საზღვაო ძალების ესკადრა განლაგებულია ქ. ფოთში.
სამხედრო საზღვაო ძალების სტრუქტურა: