ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
waikitxet all!!!!!!!!!!!!!!!!!!! :)
მუხანათური ომი და ბარბაროსები ქართულ მიწაზე

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მცდელობისა, რომ რუსეთის სამხედრო-დიპლომატიურ მანქანას ვერ ჩავეთრიეთ სამხედრო კონფლიქტში, ჩვენთვის არასასურველი სცენარის აცილება მაინც არ მოხერხდა და საქართველოში ისევ დენთის სუნი დატრიალდა.
ყველასათვის ცხადია, რომ კონფლიქტის განახლება არანაირად არ შედიოდა საქართველოს ინტერესებში. საქართველოში სიტუაციის არევა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს, რათა დეკემბერში MAP-ი ვერ მივიღოთ და შეაჩეროს ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანება. რუსეთს ასევე მეორე სტრატეგიული მიზანი აქვს: შეინარჩუნოს გავლენა კავკასიის რეგიონზე, რათა არ დაუშვას შუააზიის ენერგორესურსების ტრანზიტი კავკასიის გავლით. საქართველო კი კავკასიის და აზიის გასაღებად ითვლება.
მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული მოუგვარებელი კონფლიქტებისა, დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა სერიოზული დიპლომატიური გარღვევა განეხორციელებინა და, რუსეთის სერიოზული სამხედრო-დიპლომატიური წინააღმდეგობის პირობებში, ნატო-ში შესვლას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. რუსეთმა იგრძნო, რომ კლასიკურ, ცივილიზებულ დიპლომატიაში ის დამარცხდა საქართველოსთან: ბუქარესტის სამიტზე ნატომ მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს კი რუსეთისთვის ავტომატურად ნიშნავს კავკასიის გასაღების, ანუ სატრანზიტო დერეფანზე გავლენის და კონტროლის დაკარგვას.
რუსეთს დარჩა ერთადერთი გზა: ბანდიტურ-სეპარატისტული რეჟიმების მეშვეობით ვითარების დაძაბვა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა.
ბოლო პერიოდში კოკოითის ყაჩაღური რეჟიმი, კრემლის დაკვეთით, გამოვიდა მოლაპარაკების ფორმატიდან (ბაღაბშმა კი გაეროს ფორმატიდან გამოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება და ტერორისტული აქტების მოწყობით იმუქრებოდა). მეტიც, ბოლო დღეებში საარტილერიო სისტემებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან უხსნიდნენ ცეცხლს ქართულ სოფლებს, აწიოკებდნენ ქართულ მოსახლეობას. ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო. გავიხსენოთ საერთაშორისო ნორმების დარღვევით რუსეთის მოქალაქის პასპორტების დარიგება ცხინვალის მოსახლეობისთვის, ჩვენს საზღვრებთან მრავალათასიანი ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლებების მიმდინარეობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ბოლოს კი ქალების და ბავშვების ევაკუაცია ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის სხვა და სხვა რაიონებში. ყველაფერი ეს მიუთითებდა, რომ როგორადაც არ უნდა ემოქმედა ქართულ მხარეს, ომი გარდაუვალი იყო.
რუსეთის საჰაერო თავდაცვის აკადემიაში სწავლის დროს სრულიად შემთხვევით ვიხილე სამეთაურო-საშტაბო სწავლების ”ზიმა-98”-ის მასალები: რუკა, რომელზეც რამოდენიმე გენერლის ხელმოწერა იყო და სწავლების გეგმა. სწავლების თემა გახლდათ ”საჰაერო-სახმელეთო ოპერაციის წარმოება”. სცენარის მიხედვით რუსეთ-ნატო-ს დაპირისპირება კავკასიაში, ძირითადად კი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ფინალი კი შემდეგი იყო: ნატო-ს ჯარების შემოსვლის შემდეგ მთელ კავკასიაში, რუსეთი არმია გადადიოდა თავდაცვაში, თავდაცვის ზოლი გადიოდა კავკასიის ქედზე და მდინარე ენგურზე, ანუ რუსეთი ტოვებდა კავკასიას აფხაზეთის გარდა. ეს მეტყველებს, რომ მსგავსი სცენარები უკვე 90-იანი წლებიდან იგეგმებოდა რუსეთის გენერალურ შტაბში და აკადემიებში.
მსოფლიოსთვის მშვიდობისმყოფლის და კონფლიქტის მომრიგებლის ჩვენების მიზნით საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი პოპოვი, რომელმაც ცინიკური მანერით, ვითომცდა შეეცადა დაესვა მოლაპარაკების მაგიდასთან ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. 7 აგვისტოს შეხვედრის ჩაშლის შემდეგ კოკოითის ბანდფორმირებები გადავიდნენ აქტიურ, აგრესიულ მოქმედებებზე და დაიწყეს ჩვენი სოფლების დაბომბვა საარტილერიო სისტემებისა და ნაღმმტყორცნებისაგან. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით სამთავრობო ძალები საპასუხო ცეცხლს არ ხსნიდნენ. მოთმინების ფიალა სოფელ თამარაშენის დაბომბვის შემდეგ აივსო.
ამ დროს ცხადი გახდა, რომ უკან დასახევი გზა საქართველოს აღარ ქონდა და საქმე გვქონდა წინასწარდაგეგმილ ფართომასშტაბიან სამხედრო აქციასთან რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
რუსეთის სამხედრო დიპლომატები არ ელოდნენ ჩვენი ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ასეთ სწრაფ და ეფექტიან პასუხს. მათ ეგონათ, რომ ქართული სოფლების დაბომბვის შემდეგ დავფრთხებოდით და შეშინებულები დავთანხმდებოდით რუსეთის პირობებს. მაგრამ მათ ვრ გაითვალისწინეს ერთი გარემოება: დღეს არაა 1921 წელი, არც 1991 წელია. დღეს საქართველოს ყავს მოწინავე რეგულარული არმია და რაც მთავარია: საქართველოს საზოგადოება არის ერთიანი როგორც არასადროს - პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა საფრთხის წინააღმდეგ და მოღალატეების ხელით (ისე როგორც ადრე მოხდა) ქართველი ერის გახლეჩა აღარ მოხდება.
ხმელეთზე ჩვენმა ძალებმა სრულ უპირატესობას მიაღწიეს. რუსებს დარჩათ მათი სამხედრო დიპლომატიის ერთადერთი გზა - ბობდამშენები. ადრე გამოცხადებულმა ეკონომიკურმა და ენერგო ბლოკადამ შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთის მმართველ ძალებს გონიათ, რომ სუ-24-ების ენით მიაღწევენ საწადელს.
8 ივლისს რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს ჩვენი სამთავრობო შენაერთების საბრძოლო პოზიციებზე, აეროდრომებზე, მშვიდობიან ქალაქებზე, საზღვაო პორტზეც კი. რუსეთს არშემდგარი ”სვერხდერჟავის” სინდრომი ამოძრავებს. სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუტოლდნენ და იუგოსლავიის, ერაყის და ავღანეთის მსგავსი სამხედრო ოპერაციები ჩაატარონ. მაგრამ მათ კიდევ ერთი რამ ავიწყდებათ. აშშ და ნატო ყველგან და ყოველთვის გაეროს მანდატით მოქმედებდნენ. რუსეთმა კი გაეროში ჩვენთან მიმართებაში სრული ფიასკო განიცადა და ის მოქმედებს ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, როგორც აგრესორი და ოკუპანტი.
მიუხედავად მთელი ცივილიზებული სამყაროს კრიტიკისა და სერიოზული ზეწოლისა, რუსეთმა გააგრძელა ღია აგრესია, რომელმაც არნახული მასშტაბი მიიღო და ჩვენს წინააღმდეგ 58-ე არმია და ფსკოვის დივიზია, ასევე ჩრდილო-კავკასიაში არსებული საავიაციო დაჯგუფება აღმოჩნდა.
დღეს ნაადრევია საუბარი საბრძოლო მოქმედებების დეტალურ ანალიზზე, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული დაძაბულობა, სამხედრო ექსპერტებს არ მიუწვდებათ ხელი ანალიზისთვის საჭირო მასალებზე. დეტალური ანალიზის გაკეთება კი აუცილებელია როგორც წარუმატებელი, ასევე წარმატებული საომარი მოქმედებებისას, რათა აღმოფხვრილი იქნას ყველა ნაკლოვანება, გათვალისწინებული იქნას დადებითი მხარეები. ტაქტიკა და ოპერატიული ხელოვნება ხომ სისხლითაა ნაწერი. ჩვენც ამ ომში სერიოზული დანაკარგი განვიცადეთ. სწორი გაკვეთილების გამოტანა კი შემდგომში აგვარიდებს შეცდომებს, მინიმუმადე დაიყვანს დანაკარგებს, და შესაბამისად, მიგვიყვანს დასახული მიზნების მიღწევამდე.
ჩვენი სახმელეთო ჯარების ჯარისკაცები და ოფიცრები საოცარი მამაცობით იბრძოდნენ. ამაზე მეტყველებს არა მარტო ჩვენი მონაცემები, არამედ სხვა და სხვა დამოუკიდებელი წყაროები.

სერიოზულ შედეგს მიაღწია საჰაერო ძალებმაც, კერძოდ საჰაერო თავდაცვამ - უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებით ჩამოგდებული იქნა 21 საბრძოლო თვითმფრინავი. თუმცა თვითმხილველების განცხადებით შვეულმფრენებიც იქნა განადგურებული. ამიტომ ეს ციფრი დაზუსტებას, ხოლო მთლიანი მოქმედებები თვითმონიტორინგს მოითხოვს.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ამ სტატიაში მიზნად არ ვისახავ კრიტიკულ ანალიზს. მხოლოდ და მხოლოდ ვცდილობ, რომ ყურადღება გამახვილდეს საომარი მოქმედებების წარმოების განსაკუთრებულ დეტალებზე. ჩვენ ხომ ახლა ვაშენებთ არმიას. რეფორმების პროცესში კი გვიწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ომის წარმოება. ამიტომ საჭიროა წარსულის გაანალიზება, დადებითი მხარეების შენარჩუნება და ნაკლოვანებების აღმოფხვრა.
საქართველო პატარა ქვეყანაა და უკვე ცხინვალიდან დაბრუნებული მეომრები და რეზერვისტები საუბრობენ სხვა და სხვა პრობლემებზე. განსაკუთრებით ეს ეხება რეზერვის მომზადების დონეს და ლოჯისტიკას.
რუსეთის ავიაცია დაუსჯელად დათარეშობდა საქართველოს საჰაერო სივრცეში და მათ დანაკარგები მხოლოდ ცხინვალი-გორის რაიონში განიცადეს. აქვე აღვნიშნავ სრულ არაპროფესიონალიზმს რუსეთის ავიაციის მოქმედებებში. მათ არ გამოუყენებიათ თანამედროვე იარაღი, მოქმედებდნენ 80-იანი წლების სადაზვერვო მონაცემებით. მოქმედებდნენ საშუალო სიმაღლეებზე, ე.ი. ეშინოდათ მხოლოდ გადასატანი საზენიტო კომპლექსების (”სტელა”, ”იგლა”, ”სტინგერი”). დაბომბვევის სიზუსტე იყო ძალიან დაბალი, იყენებდნენ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ შეიარაღებას.
ამიტომ მე მხოლოდ კითხვებს დავსვამ, რომლებზეც პასუხები უნდა მონახონ სარდლობებმა და თვითმონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიქმნას უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით. ამ მუშაობის მიზანი არ უნდა იყოს სასჯელების გამოტანა, არამედ სიტუაციის უფრო მეტად გაუმჯობესება, დადებითი მხარეების განმტკიცება, უარყოფითის აღმოფხვრა. საჰაერო თავდაცვის პრობლემატიკაზე ჟურნალ ”არსენალში” უამრავი სტატია გამოვაქვეყნე. განსაკუთრებით დიდი ყურადღება დავუთმე ისრაელ-არაბეთის ექვსდღიანი ომის განხილვას ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის გამოყენების კუთხით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვისთვისაც ვწერ, ისინი არ კითხულობენ.

აი ეს კითხვები:

1. ზოგადი სამხედრო საკითხები:

- როგორ იყო ორგანიზებული მართვა ჯარების სახეობებს, შთაბებს, ქვედანაყოფებს შორის.
-როგორ იყო ორგანიზებული რეგულარული არმიის და რეზერვისტების ლოჯისტიკა: საბრძოლო მასალებით და საწვავით მომარაგება, ცენტრალური საწყობებიდან რიგით ჯარისკაცამდე, ცხელი საკვებით და მშრალი ულუფით უზრუნველყოფა, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის აღდგენა-ევაკუაცია და სხვა.
-როგორ იყო ორგანიზებული ურთიერთქმედება ჯარების სახეობებს და ქვედანაყოფებს შორის.

2. ავიაცია და საჰაერო თავდაცვა:

- უნდა გაანალიზდეს რომელი სისტემებით იქნა განადგურებული რუსეთის საფრენი აპარატების უმეტესი ნაწილი: სტრელებით თუ საშუალო სიშორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემით გავიგებთ არა იმას, თუ რომელი კომპლექსი უფრო ეფექტურია, არამედ იმას, თუ რომელ კომპლექსს რა ეფექტურობით ვიყენებთ, ანუ რამდენად კარგად გვაქვს ათვისებული.
- რამდენად სწორად შეიქმნა საჰაერო თავდაცვის დაჯგუფება, როგორ იყო ორგანიზებული ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების საჰაერო თავდაცვა, თუ მხოლოდ ჯარების დაჯგუფებების დაცვაზე გაკეთდა აქცენტი?
- როგორ იყო ორგანიზებული აეროდრომების საჰაერო თავდაცვა და მათი აღდგენა დაბომბვების შემდეგ?
- რა სიმაღლეებზე გავანადგურეთ საფრენი აპარატები?
- რა სიშორეზე და რომელ კურსზე (შემხვედრზე თუ დამწევზე) გავანადგურეთ რუსული ავიაცია?
- როგორ იყო ორგანიზებული საჰაერო მოწინააღმდეგის დაზვერვა. ანუ როგორ გამოვიყენეთ აქტიური და პასიური რადარები, გაშლილი იყო თუ არა ვიზუალური სათვალთვალო საგუშაგოები შესაბამისი აღჭურვილობით?
- როგორ იყო ორგანიზებული ჯარების და მოსახლეობის შეტყობინება საჰაერო თავდასხმის შესახებ?
- გვაქვს თუ არა კომპლექსების და რადარების დანაკარგები? აქ მნიშვნელოვანი გავერკვეთ იცვლიდნენ თუ არა პოზიციებს რადარები და კომპლექსები, განსაკუთრებით ომის დაწყების პირველ ღამეს და შემდგომში მოწინააღმდეგის მიერ დაზვერვის ან დაბომბვების განხორციელების შემდეგ?
- როგორ იყო ორგანიზებული ლოჯისტიკის საკითხები: რემონტი, პოზიციებზე საწვავის და რაკეტების მიტანა, კვება და სხვა?
- რამდენად სწორად იყო ორგანიზებული და გამართულად მუშაობდა მართვის სისტემა?
- რადიოელექტრონული ბრძოლის საკითხები.
- როგორ იყო ორგანიზებული შენიღბვა?
საჭიროა შეგროვდეს საბრძოლო მოქმედებების ამსახველი სრული დოკუმენტაცია გაერთიანებულ შტაბში, სადაც მისი ანალიზი უნდა დაიწყოს.
ერთი რამ ცხადია, რომ ჩვენი არმიის წარუმატებლობა დაიწყო მხოლოდ რუსეთის ავიაციის ომში ჩართვის შემდეგ. ცაში მათ სრულ ბატონობას მიაღწიეს. ამ გარემოებას ვგულისხმობდი, როცა ”არსენალის” ადრინდელ ნომრებში ვწერდი საჰაერო თავდაცვის როლზე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. წინა სტატიებში ასევე ვწერდი, რომ 4 წლის წინ მაშინდელი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის ლევან ნიკოლეიშვილის პარკეტული ინტრიგების წყალობით ჩვენ არ შევიძინეთ მიგ-29-ები ძალიან შეღავათიანი პირობებით. ასეთი ინტრიგების გამო თანამდებობის პირებს უნდა სერიოზულად მოეკითხოთ. მათი მოტივირება მაშინ ის იყო, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით რთული ტექნიკის ათვისებას. მაშინ როგორ ავითვისებთ დასავლურ გამანადგურებლებს, რომელთა შეძენაზეც შემდგომში იყო საუბარი. მაგრამ აქ მხოლოდ პარკეტზე სრიალით კარიერიზმთან გვქონდა საქმე და სხვა არაფერი და ამ დასანან ფაქტს ვერასდროს დავივიწყებ, რადგან ამ ომში თუნდაც მიგ-ების ერთ ესკადრილიას შეეძლო დისბალანსის შეტანა. მიგ-29-ს ნებისმიერ დროს გავყიდდით, თუ დასავლურ ტექნიკაზე გადასვლას დავაპირებდით.
ასევე უდავოა, რომ მსროლელი-მეზენიტეების მომზადების ცენტრის შემნამ და 4-5 წლის განმავლობაში სპეციალისტების მომზადებამ კარგი შედეგი გამოიღო. ამ პროცესის მეტი განვითარებაა საჭირო. უნდა შევიძინოთ გადასატანი საზენიტო კომპლექსები, განვავითაროთ საზენიტო არტილერია, განსაკუთრებით რეზერვის ხარჯზე.
უფრო მეტად სერიოზულად უნდა მივუდგეთ საზენიტო კომპლექსების ათვისებას. ამ საკითხში ნაკლოვანებების მიჩქმალვა არ უნდა დავუშვათ. საჭიროა კიდევ დამატებით რამოდენიმე კომპლექსის შეძენა დედაქალაქის, პორტების და სხვა სტრატეგიული, სასიცოცხლო ობიექტების დასაცავად. ამ საკითხებზე მეწერა არსენალის წინა ნომრებში და მკითხველს აღარ გადავღლი.
რუსეთმა თავის მიზნებს ბარბაროსული საავიაციო დაბომბვებით, რომელთა დროსაც არ ინდობდნენ არც სამხედრო, არც სამოქალაქო ობიექტებს, საცხოვრებელ კორპუსებს, ჟურნალისტების და სასწრაფო დახმარების მანქანებს, ვერ მიაღწია. პირიქით, კიდევ უფრო დააშორა ერთმანეთისგან ჩვენი პოზიციები, ჩვენი ერები. მათ მიზნის მისაღწევად მოუწევთ ქართველი ხალხის სრული გენოციდი. ეს კი 21-ე საუკენეში შეუძლებელია. მათ მიიღეს მხოლოდ განადგურებული ცხინვალი და სოფლები, გაუმართლებელი მსხვერპლი ორთავე მხრიდან. რუსებს არ აწუხებთ ოსები და აფხაზები. ისევე როგორც 18-ე საუკუნეში ჩვენი დახმარების მრავალგზის თხოვნაზე წლების დაგვიანებით გამოგვეხმაურენ, და ეს დახმარება ინტერვენცია აღმოჩნდა, იგივე გააკეთეს ოსებთანაც - დაემარნენ, როცა ომი წაგებული ქონდათ ოსებს. ამ მიზეზით გაყვიროდა დაპანიკებული კოკოითი გვიღალატა რუსებმაო. რუსების დახმარება ოსეთის და აფხაზეთის სრულ დაპყრობაში გამოიხატა. იმედია აფხაზი და ოსი ხალხი ოდესმე მაინც მიხვდება ამას. არ ვიცი მათი, მაგრამ ჩვენ არასდროს შევეგუებით არსებულ სიტუაციას.
რუსებმა ვერ მიაღწიეს მათ მთავარ პოლიტიკურ მიზანს. ამ ომით არათუ ვერ შეცვალეს პოლიტიკური ხელისუფლება, არამედ უკუეფექტი მიიღეს: გაერთიანდა პოლიტიკური ელიტა, გაერთიანდა ქართველი ერი უცხო აგრესიის წინააღმდეგ და ის გვერდით დაუდგა საქართველოს ხელისუფლებას, რისი ნათელი მაგალითიც იყო10 და 12 აგვისტოს მხარდამჭერი მიტინგები. თითქმის სამასი წლის მანძილზე მათ ვერ შეიცნეს ქართველის სული. და ეს მოსდით იმის გამო, რომ რუსეთს მართავს გსამხედროებული გაზპრომი.
ბრძოლა თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის გრძელდება. უფლის წყალობით და ცივილიზებული საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ამირან სალუქვაძე
საჰაერო ძალების სარდალი 2003-2005 წ.წ.

1) ავტორი: giorgi jari
smile smile smile smile smile smile smile dz magari statia aris ra tongue tongue tongue tongue tongue tongue tongue gajobe givi tongue tongue tongue tongue tongue tongue tongue tongue biggrin

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja