|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ნატო–რუსეთის საბჭო |
|
|
ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად გაიმართა. ალიანსის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვს შეხვდნენ. რუსეთი და ნატო შეთანხმდნენ განაახლონ პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა, თუმცა ძირეული უთანხმოება კვლავ საქართველოს საკითხზე რჩება. “ორივეს გვსურს თანამშრომლობა, მაგრამ საქართველოს საკითხზე ნატო –რუსეთის საბჭო შეთანხმებას მალე ვერ მიაღწევს, რადან ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა. მისივე თქმით პრობლემები ისევ არსებობს, განსაკუთრებით რუსეთის მიერ საერთაშორისო მისიების დაბლოკვა საქართველოში, თუმცა ალიანსის წევრებმა უნდა განაგრძონ მუშაობა, “არავინ ცდილობს ჩვენი განსხვავებული პოზიციების დამალვას, მაგალითად საქართველოს საკითხზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ უთანხმოებებმა ნატო –რუსეთის საბჭოს მუშაობა ჩიხში უნდა შეიყვანოს”, – დაამატა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა. თუმცა რუსეთის პოზიცია კვლავ შეუვალია. საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატომ კავკასიაში ახალი რეალობა უნდა გაითვალისიწნოს.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |