ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ინტერვიუ ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ბატონ იუოზას ოლესკასთან

1.რა არის თქვენი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში?

ჩემი ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობის გაძლიერება წარმოადგენს. ასევე მინდა გამოვხატო ლიტვის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ნატო-ს ბუქარესტის მომავალ სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად.

2.ლიტვა უკვე ნატო-ს წევრი ქვეყანაა. საქართველო ასევე მიისწრაფვის ალიანსში გასაწევრიანებლად. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპზე გადასვლა აპრილში დაგეგმილ ბუქარესტის სამიტზე განიხილება. როგორ შეაფასებთ საქართველოს შანსებს მომავალ სამიტზე?

ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა აღნიშნული საკითხი განგვეხილა თავდაცვის მინისტრთან, ასევე პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ლიტვა ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოსა და უკრაინის მიმართ. მე ბევრ დადებით ნაბიჯს ვხედავ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს შანსი ბუქარესტის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს. საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების შესახებ ნატო-ს ყველა წევრ ქვეყანას შორის ჯერ-ჯერობით კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ როგორც ვხვდები, ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დროა, სადაც ჩვენ რეალურად უნდა ვაჩვენოთ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ისევ არსებობს. მახსოვს, როცა ლიტვა ნატო-ს წევრი ქვეყანა ხდებოდა, ეს ჩვენთვის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო - ხუთი წელი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოსაპოვებლად, შემდეგ დამატებითი ხუთი წელი - სრული წევრობისათვის.

მაგრამ დღესდღეობით ყველა ის რეფორმა, რასაც საქართველო ახორციელებს თავდაცვის სფეროში, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველომ მაპ-ი უნდა მიიღოს. ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი სწორედ რომ შესაფერისი დროა საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტზე მაპ-ის მინიჭებისათვის.

3.პირველ რიგში, გვსურს მადლიერების გრძნობა გამოვხატოთ ლიტვის მხარისადმი საქართველოსთვის მიმართ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა, რომლემაც იგივე ეტაპები გაიარეთ, რა რეკომენდაციებს მისცემდით საქართველოს?

ვფიქრობ, არის რამოდენიმე რეკომენდაცია. მაგრამ, პირველ რიგში საქართველომ თავდაცვის სფეროში აღებული კურსი უნდა გაგრძელოს; ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესები განახორციელოს და ყველა არსებული პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ვიცი, რომ საკმაოდ რთულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის მოგვარება. ლიტვა ამ სფეროშიც ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სწორ კურსს ადგას.

პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში ერაყში, ავღანეთსა და კოსოვოში ქვეყნის დემოკრატიზაციის ნიშანია. სხვადასხვა პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა - ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ნატო-ს ან ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის.

4.რა უნდა გაითვალისწნოს საქართველომ ლიტვის გამოცდილებიდან?

ვიტყოდი, რომ მზად ვართ გაგიზიაროთ ყველაფერი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, რაც განვახორციელეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი გამოცდილების გათვალისწინება ზოგჯერ მისაღები არც არის, რადგანაც ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი დაგვჭირდა, რომ ლიტვა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო. სხვა მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, ვაჩვენოთ თუ როგორი ტრანსფორმაცია განვიცადეთ სამხედრო სფეროში, შესაძლებელია სხვადასხვა დოკუმენტაციის თუ გეგმების შედგენის გამოცდილება გაგიზიაროთ გაწევრიანებისათვის მოსამზადებელ ეტაპზე. ვფიქრობ, ყველას შეუძლია გაწევრიანების ჩვენი გამოცდილება გაითვალისწინოს.

5.რა შეგიძლიათ თქვათ საქართველოსა და ლიტვის სამხედრო მოსამსახურეების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო ოპერაციებზე, როგორც გლობალური უსაფრთხოების მატარებელნი?

როგორც იცით, საქართველოში ერაყიდან, ალ კუტიდან ჩამოვედი, სადაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიაში იღებენ მონაწილეობას. ჩემი აზრით, ქართველი სამხედროები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და ნამდვილი პროფესიონალები არიან. ეს მხოლოდ ჩემი შეხედულება არ არის ქართველი სამშვიდობოების შესახებ. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ეს საკითხი სხვადასხვა მაღალი რანგის პირებთან განგვეხილა, განსაკუთრებით კი კოალიციური ძალების მეთაურებთან. ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ლიტველი და ქართველი სამხედროები თავიანთ საქმეს კარგად ასრულებენ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მსურს ავღნიშნო ჩვენი სამშვიდობო მისია ავღანეთის დასავლეთით მდებარე გოურის პროვინციაში, სადაც წამყვან როლს პროვინციის რეკონსტრაქციის ჯგუფი ასრულებს, საქართველოს ასევე გაგზავნილი ჰყავს სამხედრო ქირურგი. მე შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მას. სხვათა შორის, ჩვენ კმაყოფილები ვართ მისი საქმიანობით, რასაც ლიტვის სამხედროებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის აკეთებს. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვიცი, საქართველო ასევე გეგმავს დამატებითი ძალების გაგზავნას სამხრეთით იზაბულის პროვინციაში, სადაც ლიტვის სპეციალური ძალებია განთავსებული. ეს გვიჩვენებს, რომ საქართველოს ნამდვილად სურს და ნამდვილად ახორციელებს ყველაფერს გახდეს ალიანსის თანასწორუფლებიანი წევრი, რომელიც იზიარებს ყველა შესაძლებლობას სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა ადგილში, სადაც საჭიროა მათი დახმარება. ეს საკმაოდ კარგი მაგალითია და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნიშანი იმ რეალობისა, რასაც საქართველო ინტენსიურად ახორციელებს.

6. საქართველოსა და ლიტვას ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა 2000 წლიდან დაიწყო. როგორ შეაფასებთ ამ თანამშრომლობას და რა წინგადადგმულ ნაბიჯებს გამოყოფდით ამ პერიოდის განმავლობაში?

ვფიქრობ, რომ სამხედრო ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია - რომლიდანაც ერთ-ერთ ნატო-ს წევრი ქვეყანაა, მეორე ჯერ-ჯერობით - არა. ვიმედოვნებ, საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა უახლოეს მომავალში გახდება. ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ძალიან მცირემასშტაბიანი ურთიერთობით დაიწყო - თავდაპირველად გაცვლითი ვიზიტებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით. მაგალითად, ჩვენ მზად ვართ მივიწვიოთ მეტი სამხედრო მოსამსახურე ლიტვის სამხედრო აკადემიაში, ასევე ბალტიისპირეთის თავდაცვის კოლეჯში. ჩვენ ასევე შესაძლებლობა გვაქვს ლიტველი სამხედროების მოსამზადებლად საქართველში არსებული საჩხერის სამთო მომზადების სკოლით ვისარგებლოთ. მოუთმენლად ველით საქართველოსთან კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლის ხელშეკრულების გაფორმებას. ვფიქრობ, ბევრი შესაძლებლობა არსებობს მომავალი თანამშრომლობისათვის. როგორც ავღნიშნე, ჩვენი ერთობლივი მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და ჩვენს შორის გამოცდილების გაზიარება, საკმაოდ გააძლიერებს ჩვენს შორის მომავალ ურთიერთობას და შესაძლებლობებს.

7. რა შეგიძლიათ თქვათ საქართველო-ლიტვის ორმხრივი სამხედრო ურთიერთობის მომავალი გეგმების შესახებ?

ვიმედოვნებ, რომ მოვა დრო ჩვენი ქვეყანა ერთი და იმავე ალიანსის წევრები ვიქნებით და ერთად ვითანამშრომლებთ. ჩვენი თანამშრომლობა 2000 წელს დაიწყო და ორივე ქვეყანას ერთმანეთთან ურთიერთობის რეალური გამოცდილება გააჩნია. მაგალითად, ბალტიისპირეთში ჩვენ ბალტიისპირეთის ქვეითი ბატალიონი შევქმენით, რომელიც 2010 წელს ევროკავშირის საბრძოლო ჯგუფისთვის მზადდება. ჩვენ ასევე გვაქვს ერთობლივი ბატალიონის შექმნის გამოცდილება პოლონეთთან. ახლა როდესაც ლიტვა ნატო-ს წევრი ქვეყანაა, ჩვენ სხვადასხვა სფეროში ვთანამშრომლობთ. ასევე ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებთან. ეს ნიშნავს, რომ მომავალში აღნიშნული პრაქტიკული თანამშრომლობა სამშვიდობო მისიებში გადაიზრდება. ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდებიან.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja