ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ოპტიკური სამიზნე
ოპტიკური სამიზნე
" სნაიპერული შაშხანის განუყოფელი ნაწილი "

ოპტიკური სამიზნის თვისებები საშუალებას იძლევა, წარმატებულად წარმოებდეს სროლა ცუდი განათების პირობებში. მიზნის გადიდება, შუქძალასთან ერთად, შესაძლებელს ხდის ცეცხლის წარმოებას შებინდებისას და მთვარის შუქზეც კი. ასევე, შესაძლებელია ბრძოლის ველზე დაკვირვება და სროლის კორექტირება, მიზნის მოძებნა და მიზნამდე მანძილის განსაზღვრა.
შაშხანის ოპტიკური სამიზნე არის საჭვრეტი მილი (ჭოგრიტი), დამიზნების კუთხის დასადგენი და გვერდითი შესწორებების აღმრიცხველი მექანიზმებით. იგი შედგება კორპუსის, ობიექტური და ოკულარის მილებისგან. კორპუსზე განლაგებულია დამიზნების კუთხის მექანიზმი კოჭობით (მბრუნავი მექანიზმით) და დისტანციის დანაყოფებიანი შკალით, რომლის ორ დანაყოფს შორის მანძილი 100 მ-ს უდრის; კორპუსზე ასევე განლაგებულია გვერდითი შესწორებების მექანიზმი კოჭობით და შკალით, რომლის დანაყოფები დისტანციის მეათასედს უდრის.
სამიზნის შიგნით მოთავსებულია ოპტიკური ნაწილი და სამიზნე ძაფები. სამიზნეების ძველ ნიმუშებში სამიზნე ბადე იქმნება ფოლადის ელემენტებით - სამიზნე პალოთი და გვერდითი გამათანაბრებელი ძაფებით. თანამედროვე სამიზნეებში ლითონის ძაფები შეცვლილია ერთ-ერთი ლინზის ზედაპირზე დატანებული სამიზნე ბადით. ოპტიკური ნაწილი შედგება ობიექტივისგან, დასაყენებელი მბრუნავი სისტემისა და ოკულარისგან. ობიექტივი და ოკულარი თავიანთ ჩარჩოებთან ერთად სამიზნეში უძრავადაა ჩამაგრებული. დასაყენებელი სისტემა თავისი ჩარჩოთი და შიდა მილი მოძრაობს სამიზნის ღერძის გასწვრივ.
კლასიკურ სამიზნეებში ვერტიკალურ სამიზნე ძაფს, რომელსაც მახვილი ბოლო აქვს, უწოდებენ სამიზნე პალოს. როდესაც შაშხანა სწორად არის დამიზნებული, ძაფის მსხვილი წვერი ემთხვევა მოხვედრის სასურველ წერტილს. ამავე დროს, მსროლელის წარმოსახვაში ტყვია უნდა ”ვარდებოდეს” სამიზნე პალოს წვერზე. სამიზნე პალოს გვერდებზე განლაგებულ ძაფებს გვერდითი გამათანაბრებელი ძაფები ეწოდება, რომელთა დანიშნულებაა იარაღის სწორი ორიენტაცია ჰორიზონტისადმი იარაღის გვერდზე გადახრის თავიდან ასაცილებლად და მიზნამდე მანძილის განსაზღვრა. სამიზნე ძაფები სამიზნის მხედველობის არეში შეიძლება გადაადგილდეს ზევით, ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ.
დამიზნების ხედვითი პროცესი ოპტიკით ძალზე რთულია და კარგ მიჩვევას საჭიროებს, რაც გულმოდგინე ვარჯიშის შედეგად გამომუშავდება. დამწყებთათვის რეკომენდებულია მხედველობის ველის პარამეტრის დადგენის პრაქტიკული ხერხი: დამიზნებისას ოკულარს თვალი თანდათანობით უნდა მიუახლოვოთ. შევიწროებული მხედველობის ველი, რომელსაც ამ დროს ხედავთ, ფართოვდება მანამ, სანამ მკვეთრად არ დაინახავთ მის ე.წ. წინა საზღვარს. ეს კონკრეტული მსროლელისთვის იქნება მუშა მანძილი თვალიდან მიზნამდე. ამ მდგომარეობაში მუდმივად უნდა აკონტროლოთ ეს საზღვარი, რომ ის მკვეთრად ჩანდეს. დამიზნების პროცესში ეს ყველაზე მნივნელოვანი ელემენტია. ეს ჩვევა ძალზე სწრაფად გამოგიმუშავდებათ, თუ შაშხანას მოხსნით სამიზნეს და რამდენიმე დღის განმავლობაში მას როგორც დურბინდს, ისე გამოიყენებთ.
ოპტიკური სამიზნით სროლა გაცილებით ძნელია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. სამიზნე ოპტიკის სასწაულებრივი თვისებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით მოხიბლულ-მოტყუებული დილეტანტები ცდილობენ, თავიანთ იარაღზე დააყენონ სამიზნე, რაც შეიძლება დიდი გადიდებით და ხშირად, მათდა სამწუხაროდ, უფრო უარესად ისვრიან, ვიდრე ღია სამიზნით. მოდით, გავერკვეთ, რატომ ხდება ასე. რაც უფრო მეტად ადიდებს სამიზნე, მით უფრო მეტად ”ხტის” მისი მხედველობის ველში მიზანი და მით უფრო რთულია მისი გამოჭერა. რაც უფრო მეტად ”ხტის” მიზანი, მით მეტად ცდილობს მსროლელი მის დაჭერას და რაც უფრო მეტად ცდილობს, მით მეტად ”ხტის” მიზანი. ორგანიზმის ბუნებრივი პულსაცია აძლიერებს ამ პროცესს. მსროლელი დიდხანს უმიზნებს. მიზანი ”ცოცხლდება” სამიზნის მხედველობის ველში და თავისებურად ”ერევა” დამიზნების პროცესში. ასე იკვრება მანკიერი წრე.
სროლა სამიზნის დიდი გადიდებით შეუძლიათ მხოლოდ კარგად ნავარჯიშებ სნაიპერებს, რომელთა მუშაობის სამხედრო სპეციფიკა მათ უფლებას აძლევს, გამოიყენონ საყრდენი (მაგალითად, გაუნძრევლად მყოფი ჩასაფრებული მსროლელები ან ანტიტერორისტული ჯგუფის მსროლელები. სნაიპერებს, რომელნიც მუშაობენ მობილურ სადაზვერვო-დივერსიულ ან სამძებრო ჯგუფებში, ასეთი ფუფუნება არ გააჩნიათ).
საჯარისო სნაიპერული სამიზნეები 3,5-4,5-ჯერადი გადიდებით, იშვიათად 6-ჯერადი გადიდებით, ყველა ქვეყანაში გამოდის. მეორე მსოფლიო ომში გერმანელ და ფინელ სნაიპერებს უზუსტეს შაშხანებზე, ”მაუზერი-7,92”-ზე დაყენებული ჰქონდათ სამიზნეები, რომლებიც 2,5-ჯერად გადიდებას ახერხებდა. გერმანელები მიიჩნევდნენ (ისინი კი ჭკვიანი ხალხია), რომ მეტი გადიდება არც არის საჭირო. მათ ათჯერადი გადიდების სამიზნეებიც ჰქონდა, მაგრამ ამ სამიზნეებით მხოლოდ ვირტუოზები ისროდნენ. ერთი ასეთი სამიზნე ხელში ჩაიგდო ერთ-ერთმა რუსმა სნაიპერმა ზაიცევმა ბერლინის სნაიპერთა სკოლის მეთაურთან ორთაბრძოლის დროს.
კარგი ოპტიკური სამიზნის მქონე სნაიპერი გასროლის ტექნიკასაც კარგად უნდა ფლობდეს. როგორ მოვახვედროთ მიზანში? ვისაც კი მრავალი საათი გაუტარებია სასროლეთზე და 350 მეტრზე მეტ მანძილზე სროლაში უვარჯიშია, მან უკვე იცის სასროლო ხელოვნების საიდუმლოებები, ხოლო სროლის პროცესი მათთვის ინსტინქტურ ქმედებად იქცევა. ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსში სროლის ძირითადი პრინციპების ასეთი მოკლე ფორმულირება აქვთ: Brass (Breathe, Belax, Aim, Slack, Squeese - სუნთქვა, მოდუნება, დამიზნება, სასხლეტზე დაჭერა, გასროლა). ამ ფორმულიდან ყველაზე მნიშვნელოვნად პირველი და ბოლო ელემენტები - სუნთქვა და გასროლა - ითვლება. გასროლის წინ სნაიპერმა ღრმად უნდა ჩაისუნთქოს, რათა ორგანიზმს მიეწოდოს ჟანგბადი. შემდეგ ამოისუნთქოს და შეაჩეროს სუნთქვა. ამ დროს 5-8 წამის განმავლობაში იარაღი უძრავად არის. ამის შემდეგ უკვე ხელისგულები იწყებენ კანკალს, რადგან ორგანიზმში ჟანგბადი თანდათან კლებულობს. ლულა იწყებს სპირალების ან რვიანების ”ხატვას”, რომელთა დიამეტრი თანდათან იზრდება და ეს ხდება მანამ, სანამ მსროლელი უმიზნებს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო დიდხანს უმიზნებს მსროლელი, მით უფრო ნაკლებია მიზანში მოხვედრის შანსი. ამიტომ მან სუნთქვის შეკავებისთანავე უნდა ისროლოს, მაგრამ არა იმდენად ჩქარა, რომ სასხლეტზე დაჭერის ნაცვლად გამოკრას მას. რაც უფრო მეტად ცდილობს სნაიპერი, ზუსტად გაისროლოს, მით უფრო იძაბება იგი. მსროლელი ცდილობს, შეაჩეროს ხელების კანკალი, პირიქით კი გამოსდის, ანუ გასროლის წინ იგი უნდა მოდუნდეს.
გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია, როგორ ხდება სასხლეტ მექანიზმზე თითის დაჭერა. იმ მომენტში, როდესაც ხდება გასროლა, ჩახმახს ისე უნდა დააჭიროთ თითი, რომ დაჭერის ძალა არ გადავიდეს თავად შაშხანაზე (ჩახმახის მოძრაობა ზუსტად უნდა ემთხვეოდეს შაშხანის ღერძს). ეს მოძრაობა რომ სწორად შესრულდეს, თითი, რომელსაც აჭერთ სასხლეტ მექანიზმს, არ უნდა ეხებოდეს შაშხანის კორპუსს, თავად სასხლეტ მექანიზმს კი უნდა ეხებოდეს მხოლოდ თითის ბალიში (ფალანგი). ყველა ეს მოქმედება ძალზე მოკლე დროში უნდა შესრულდეს (თუმცა გასროლისას დრო თითქოს იწელება). გასროლისას ისეთი მდგომარეობა უნდა მიიღოთ, რომ იარაღი მაქსიმალურად უძრავად გეჭიროთ. შაშხანა სწორად უნდა დაიჭიროთ და ლოყა მჭიდროდ უნდა მიადოთ კონდახს, რათა რეაგირება მოახდინოთ სისხლში ადრენალინის დონის მომატებაზე, რაც გარდაუვალია სამიზნეში მიზნის მოხვედრისას, ანუ დროულად უნდა გაისროლოთ.
სროლა - ეს ხელოვნებაა და არა მეცნიერება. იმ მომენტიდან, როცა ტყვია ტოვებს ლულას, მსროლელი მასზე გავლენას ვეღარ ახდენს. სნაიპერის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ წინასწარ განსაზღვროს, რა მოუვა ტყვიას ლულიდან მიზნამდე; ასევე, სწორად დააყენოს სამიზნე მოწყობილობები გასროლამდე.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja