წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის თავდაცვის ეროვნული აკადემია აცხადებს მიღებას უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე გამოცდებზე დაიშვებიან:
სახმელეთო ჯარების უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების შემდეგ სპეციალობებზე:
_ მსუბუქი ქვეითი, საარტილერიო, ჯავშანსატანკო, სამხედრო-საინჟინრო, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობის სპეციალობები (საშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები; უმაღლესი განათლების მქონე სამოქალაქო პირები);
_ სამხედრო-სამედიცინო (უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები);
სამხედრო-საჰაერო ძალების უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების შემდეგ სპეციალობებზე:
_ ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სპეციალობები (უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები).
2009 სასწავლო წელს, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე ჩასაბარებლად საბუთების შეტანა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის აბიტურიენტებს:
I კატეგორია _ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი უმაღესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი;
II კატეგორია _ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (რიგითები, მატროსები, ეფრეიტორები, კაპრალ-სერჟანტები და მიჩმანები) 30 წლის ჩათვლით;
III კატეგორია – უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები (კაპრალ-სერჟანტი) 21-დან 35 წლის ჩათვლით;
IV კატეგორია - სრული ზოგადი და პროფესიული განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები (კაპრალ-სერჟანტები) 21-დან 35 წლის ჩათვლით, რომლებსაც შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები აქვთ ორი წელი და მეტი;
სამხედრო მოსამსახურეთათვის მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
1. წერილი მეთაურისგან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის სახელზე;
2. ჯანმრთელობის ცნობა (სამხედრო სასწავლებლისათვის ვარგისიანობის შესახებ);
3. განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი _ 2 ეგზ;
4. სურათი 3X4 _ 6 ცალი;
5. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი _ 2 ეგზ;
შენიშვნა: სრული, ზოგადი და პროფესიული განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიულმა) სამხედრო მოსამსახურეებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სამხედრო ნაწილიდან საკონტრაქტო სამსახურის სტაჟის შესახებ.
სამოქალაქო პირთათვის მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების ნუსხა:
1. განცხადება (შეავსებთ მიმღებ კომისიაში);
2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) _ 2 ეგზ;
3. უმაღლესი განათლების მოწმობა (დედანი), ასლი _ 2 ეგზ;
4. დაბადების მოწმობის ასლი _ 2 ეგზ;
5. ქორწინების მოწმობის ასლი _ 2 ეგზ;
6. შვილების დაბადების მოწმობის ასლი _ 2 ეგზ;
7. ცნობა რეგისტრაციის შესახებ _ 2 ეგზ;
8. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #IV-100/ა) _ 2 ეგზ;
9. ცნობა პენსიის შესახებ _ 2 ეგზ;
10. ცნობა ნასამართლეობის შესახებ _ 2 ეგზ;
11. დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან _ 2 ეგზ;
12. ცნობა ნარკოლოგიური ცენტრიდან _ ეგზ;
13. პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი _ 2 ეგზ;
14. ფოტოსურათები 4X6 _ 6 ცალი;
15. საქაღალდე (მუყაოსი) _ 2 ეგზ;
შენიშვნა:
1) რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი), ასლი _ 2 ეგზ. 2) წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი), ასლი _ 2 ეგზ;
საბუთების მიღება იწარმოებს 2009 წლის 20 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
მისაღები გამოცდები ჩატარდება 2009 წლის 14-დან 25 სექტემბრამდე
ზოგადი უნარების ტესტებში და ფიზიკურ მომზადებაში.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2009 წლის 5 ოქტომბრიდან
მიმღები კომისია იმუშავებს მისამართზე: უზნაძის ქუჩა #117ა
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 96 66 26