ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
eqsklusivi mxolod aq!!!!
eqsklusivi mxolod aq!!!!!!!!
es arsi chems mier shedgenili ruqa da agretve zed aqvs sakmaod didi statia tu sad da rogor daiobmba qartuli samxedro nawilebi da mshvidobiani mosaxleoba agvistoshi

tan sul detalurad tu romel dges sad chamovarda rusuli churvi
აგვისტო 12, 2008

(43) 09:30 - 10:55 რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დაბომბეს გორის ცენტრალური მოედანი და ბაზარი;

აგვისტო 11, 2008
(42) 07:15 სენაკის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიბომბა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ;
(41) 06:10 დაიბომბა გორის სატანკო ბატალიონი. დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი;
(40) 05:00 რუსული ავიაგამანადგურებლებით დაიბომბა ქვეყნის აღმოსავლეთითDდედოფლისწყაროს რაიონში მდებარე შირაქის აეროდრომი
(39) 04:37 სამოქალაქო სარადარო სადგური, განლაგებული თბილისიდან 5 კილომეტრში სოფელ ლენინისში, ნაწილობრივ იქნა დაზიანებული რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის შედეგად.
(38) 04:30 საქართველოს საჰაერო ძალების მთავარი საკონტროლო ცენტრი დაიბომბა
(37) 03:26 დაიბომბა კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
(36) 03:12 დაიბომბა ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიული ერთეული (საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს)
(35) 03:05 რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვართან). დაზიანდა სოფლების შემოგარენი და სასაფლაო, მსხვერპლი არ არის.
(34) 00:31 რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
(33) 00:30 დაიბომბა სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგური გორის დასავლეთით სოფელ შავშვებში

აგვისტო 10, 2008
(32) 20:25 ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა დაბომბა კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
(31) 19:35 დაიბომბა სენაკი (დასავლეთ საქართველო) ორი ავიაგამანადგურებლის მიერ
(30) 19:10 საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენი” კვლავ გახდა რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის ობიექტი
(29) 19:05 რუსეთის ავიაციამ ჩამოყარა ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტში
(28) 16:10 რუსულმა ავიაციამ დაბომბა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ხიდი. შედეგად ხიდზე გაჩნდა ხანძარი და მისი ჩაქრობის შემდეგ საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
(27) 16:05 რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა გორი
(26) 15:10 რუსულმა საჯარისო შენაერთებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა განახორციელეს შეტევა ზემო აფხაზეთზე. რეგიონი დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ
(25) 15:00 რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სოფელი კნოლევი ქარელის რაიონში
(24) 11:15 გორსა და ქარელს შორის მდებარე სოფელი შავშვები დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ
(23) 08:45 ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ თავდასხმა განახორციელა ზემო აფხაზეთზე, ერთი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა საქართველოს სამთავრობო ჯარების მიერ.
(22) 07:40 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა
(21) 05:45 რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს

აგვისტო 9, 2008
(20) 22:30 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ჩხალთა, ზემოაფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი. მსხვერპლი არ არის.
(19) 16:35 დაიბომბა ონი
(18) 14:00 რუსეთის საჰაერო ძალები დაესხნენ თავს ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის სოფელ ომარიშარას აეროდრომს
(17) 12:40 კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი
(16) 10:22 რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებენ გორის დაბომბვას, რომელიც თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს
(15) 10:00 ქუთაისიდან რამოდენიმე კილომეტრით დაშორებული კოპიტნარის აეროდრომი დაიბომბა რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ
(14) 01:20 გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, რომელიც თბილისის სამხრეთით 20 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ დაიბომბა, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა
(13) 01:00 მეორეჯერ დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, კონფლიქიტის ზონის გარეთ და სრულიად სამოქალაქო სამიზნეს წარმოადგენს.
(12) 00:20 ვაზიანის პოლიგონი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-3 კილომეტრში მდებარეობს, კვლავ დაიბომბა. დაბომბვის შემდეგ ორი ჭურვი არ აფეთქებულა.
(11) 00:17 მნათობი ჭურვები ჩამოვარდა სენაკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 213 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონის გარეთაა. 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი დაიღუპა. აგრეთვე დაიბომბა სენაკის რკინიგზის სადგური, დაღუპულია რვა ადამიანი.
(10) 00:12 დაიბომბა ქალაქ ფოთის პორტი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი

აგვისტო 8, 2008
(9) 18:45 5 რუსული ავიაგამანადგურებლის მიერDდაიბომბა გორის საარტილერიო ბრიგადა
(8) 17:35 კონფლიქტის ზონის გარეთ, თბილისიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე მარნეულის სამხედრო აეროდრომი მესამედ დაიბომბა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. სამჯერადი დაბომბვის შედეგად განადგურდა სამი AN-2 ტიპის თვითმფრინავი და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები.
(7) 17:00 მარნეულის სამხედრო საავიაციო ბაზა დაიბომბა მეორედ და არის მსხვერპლი
(5)(6) 16.30 რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაბომბა მარნეულის და ბოლნისის სამხედრო ბაზები, რომლებიც თბილიდან სამხრეთით 20 და 30 კიმოლეტრშია. ორი თვითმფრინავი განადგურდა მიწაზევე. დაინგრა შენობა-ნაგებობებიც და არის მსხვერპლი
(4) 15:05 რუსული სამხედრო თვითმფრინავები შემოვიდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდან, ჩამოაგდეს ორი ჭურვი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში და გაბრუნდნენ უკან.
(3) 10:57 ექვსი რუსული ხომალდიდან ორმა ჩამოყარა სამი ჭურვი გორში, რომელთაგან ერთი ჩამოვარდა სტადიონთან ახლოს, მეორე - გორიჯვარის დაღმართზე და მესამე - საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე.
(2) 10:30 რუსულმა СУ-24 დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 75 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ. შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაშავდა
(1) 09:45 რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა 3-5 ჭურვი ჩამოაგდო სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ფოთი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალთან და საქართველოს სამხედრო რადარებიდან 300-500 მეტრის მოშორებით.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja