ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ისტორია
XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთის არმიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიას "იალგუჯას" პოლიგონი გადმოსცა, სადაც დღეს "კრწანისის" ეროვნულისასწავლო ცენტრი მდებარეობს.
1994 წლიდან "იალგუჯას" პოლიგონი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტები მომზადებას სწორედ ამ პოლიგონზე გადიოდნენ. 1996 წლიდან ამ ტერიტორიაზე 11-ე ბრიგადაა განლაგებული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 1997 წელს პოლიგონმა "კრწანისის" სასწავლო ცენტრის სახელწოდება მიიღო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2004 წელს გატარებული რეფორმების შედეგად კი სასწავლო ცენტრს, ეროვნული სასწავლო ცენტრის სტატუსი მიენიჭა.

2002 წლიდან "კრწანისში" ამერიკელი ინსტრუქტორები "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით ქართულ ქვედანაყოფებს ამზადებენ. 2002-2003 წლებში ცენტრმა ამ პროგრამით 5 ბატალიონი მოამზადა:
- I ქვეითი ბრიგადის:
112-ე ბატალიონი "კომანდო"
113-ე ბატალიონი;
111-ე ბატალიონი;
ჯავშანსატანკო ბატალიონი
- II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონი;

ამ პერიოდში სულ 2702-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა მომზადება.
2004-2005 წლებში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებულმა ქართველმა ინსტრუქტორებმა, "ახალგაზრდა ჯარისკაცთა (რეკრუტთა) საბაზისო მომზადების" პროგრამით სხვადასხვა ბრიგადებისათვის 2192 სამხედრო მოსამსახურე მოამზადეს.
2005 წელიდან "კრწანისის" ეროვნული სასწავლო ცენტრი "უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნების (GSSOP)" პროგრამით ქართველ სამხედროებს ამზადებს. ამავე წელს II ქვეითი ბრიგადის 22-ე და 23-ე ბატალიონებმა გაიარა მომზადება.
2005 წელს სასწავლო ცენტრში ბრიტანელმა ინსტრუქტორებმა "სამშვიდობო ოპერაციების წინა მოსამზადებელი კურსით" 24 ინსტრუქტორი მოამზადა.
2006 წლის იანვარი-აგვისტოში სასწავლო ცენტრში მომზადება I, II და III ქვეითი ბრიგადების ყუმბარმტყორცნელთა და საინჟინრო ოცეულის პირადმა შემადგენლობებმა გაიარეს.
ამავე წელს "სამშვიდო ოპერაციების წინა მასამზადებელი კურსი" I და II ქვეითი ბრიგადების უზრუნველყოფის ბატალიონებმა (სწავლება 5 კვირა), II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა (სწავლება 5 კვირა) და სპეც. დანიშნულების ბრიგადის ბატალიონმა გაიარა. ამ პერიოდში "CUBIK"-ის ჯგუფმა უზრუნველყოფების ბატალიონების შტაბებიც მოამზადა.
სასწავლო ცენტრში დამატებითი მომზადება გაიარა III ქვეითი ბრიგადის ყუმბარმტყორცნელთა პირადმა შემადგენლობამ (სწავლება 2 კვირა), 2006 წლის 7 აპრილიდან 25 მაისამდე ამერიკელმა ინსტრუქტორებმა რეკრუტთა გადამზადების ჯგუფი გაწვრთნა. ამ ჯგუფმა კი შემდეგ "ორფოლოს" პოლიგონზე რეკრუტთა საწყისი საბაზისო მომზადების პროგრამით III ქვეითი ბრიდაგის 31-ე ბატალიონი გადაამზადა.
2006 წლის მარტში ბრიტანელმა ინსტრუქტორებმა 3 კვირიანი სწავლება ჩაატარეს, სახელწოდებით "წვრთნის დაგეგმარების კურსი", - ამავე წლის აპრილში ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" დაიწყო "ტვირთის გადაზიდვის ექსპერტების მომზადების კურსი" (JDIRT), რომელიც 3 ფაზად ჩატარდა:
I ფაზა - 3.04.06. - 21.04.06;
II ფაზა - 21.04.06 - 12.05.06;
III ფაზა - 15.05.06. - 26.05.06,
2006 წლის მარტშივე "ახალგაზრდა ჯარისკაცთა (რეკრუტთა) საბაზისო მომზადების" პროგრამით სამხედრო პოლიციის საბრძოლო ასეულმა გაირა მომზადება. სამხედრო პოლიციის ასეული ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით "უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების ((SSOP)" პროგრამითაც მომზადდა. ამავე დროს იგივე პროგრამა III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა და II ქვეითი ბრიგადის ცალკეული სადაზვერვო ასეულმა გაიარა.

ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" მომზადებული ბატალიონები მონაწილეობდნენ და ამჟამადაც მონაწილეობას იღებენ სამშვიდობო ოპერაციებში, კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში;
2002 – 2006 წლებში ეროვნული ს/ც "კრწანისში" ერთობლივი ქართულ-ამერიკული სასწავლო პროგრამებით 8348 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა მომზადება.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" სწავლება გაიარეს:
- II, III და საბრძოლო უზრუნველყოფის ბატალიონებმა (ვადიანი ს/მოსამსახურე);
- III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა (GSSOP პროგრამა);
- II და III ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულებმა (SSOP პროგრამა);
- ათეულის მეთაურის კურსმა (სერჟანტთა მომზადების სკოლა);
- ოცეულის სერჟანტის კურსმა (სერჟანტთა მომზადების სკოლა);
- II და III ქვეთი ბრიგადის კავშიგაბმულობის ასეულებმა (SSOP პროგრამა);
ეროვნული ს/ც “კრწანისი” არის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომლის მთავარი ამოცანაა: მოამზადოს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის კარგად გაწვრთნილი, მორალურად და ფიზიკურად ძლიერი, კაპრალთა პირადი შემადგენლობა; აგრეთვე, სხვადასხვა ქვედანაყოფების და შენაერთებისათვის პოლიგონებისა და სასროლეთების გამოყოფა, უზრუნველყოფა სხვადასხვა საცეცხლე და ტაქტიკურ სწავლებების ორგანიზებულად და ხარისხიანად ჩასატარებლად.

2007 წლის ნოემბრის თვეში შტატების სტრუქტურული რეორგანიზაცის შედეგად ჩამოყალიბდა სასწავლო სისტემა, შემდეგი კურსებით და მათში შემავალი სპეციალობებით:
ქვეითთა მომზადების კურსის ამოცანაა:
- შეარჩიოს და მოამზადოს სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისათვის ახალგაზრდა ჯარისკაცთა (რეკრუტთა) შემადგენლობა, თანამდებობების მიხედვით;
- გადაამზადოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების ქვეითთა პირადი შემადგენლობა.
კურსზე შესაძლებელია ერთი საშტატო ქვეითი ბატალიონის მიღება, მისი პირადი შემადგენლობის მომზადება – გადამზადება (მსროლელები, ყუმბარმტყორცნელები და მეტყვიამფრქვევები).

ჯავშანსატანკო კურსის ამოცანაა:
- მოამზადოს ტანკების, ქ.ს.მ, ჯტ.რ მეთაურთა, მანქანების მძღოლ-მექანიკოსთა და მემიზნე -ოპერატორთა პირადი შემადგენლობა;
- გადაამზადოს ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მეთაურები, მძღოლ-მექანიკოსები, მემიზნე-ოპერატორები და მსუბუქად შეჯავშნული ჯავშანტექნიკის მძღოლთა პირადი შემადგენლობა;
(ტანკების, ქ.ს.მ და ჯ.ტ.რ მეთაურთა მძღოლ-მექანიკოსთა და მემიზნე –ოპერატორთა).

საბრძოლო მხარდაჭერის სპეციალისტთა მომზადების კურსის ამოცანაა:
- მოამზადოს და გადაამზადოს, ინჟინერ-გამნამღველთა, მზარეულთა, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო სამსახურის სპეციალისტთა პირადი შემადგენლობა;
- გადაამზადოს საავტომობილო ტექნიკის მძღოლთა და მზარეულთა პირადი შემადგენლობა (ინჟინერ-გამნაღმველთა, საავტომობილო ტექნიკის მძღოლები, მზარეულები, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო სამსახურის სპეციალისტები).

საარტილერიო მომზადების კურსის ამოცანაა:
_ მოამზადოს და გადაამზადოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებისა და საარტილერიო ქვედანაყოფებისთვის ოფიცრების, სერჟანტებისა და კაპრალების შემადგენლობა (60მმ; 82მმ; 120მმ ნაღმტყორცნების დათვლები).

გადასროლისწინა მოსამზადებელი კურსის ამოცანით:
- მოამზადოს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სამშვიდობო
მისიების შესასრულებლად, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე
საქართველოს საზღვრებს გარეთ.

2007 წლის დეკემბრიდან მომზადება დაიწყო სახმელეთო ჯარების V ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფების საწყისი და ძირითადი საბრძოლო მომზადების კურსით მმომზადება, საწყისი მომზადების კურსით მომზადება დაიწყო საზღვაო-საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობის. და სახმელეთო ჯარების IV ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფების გადასროლისწინა მოსამზადებელი კურსით.
2008 წლის ივნისში ეროვნულ სასწავლო ცენტრს სასწავლო სფეროს დაემატა საზღვაო კაპრალთა მომზადების კურსი.
2008 წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილია რეკრუტების მიღება და მათი საწყისი და ძირითადი საბრძოლო მომზადების კურსით მომზადება.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja