ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რა დასკვნა გამოიტანა გია ყარყარაშვილმა ამ ომიდან !

აგევ გაგაცნობთ გია ყარყარაშვილის დასკვნას აგვისტოს ომის თაობაზე !

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გია ყარყარაშვილმა დაპირება შეასრულა და აგვისტოს მოვლენების სამთვიანი შესწავლის შემდეგ საკუთარი დასკვნაც წარმოგვიდგინა. ექსთავდაცვის მინისტრის თქმით, - თითოეული სიტყვის უკან საკმაოდ ვრცელი მასალაა, რაც ასობით მოწმისა თუ სამხედრო მოსამსახურის გამოკითხვის, ასევე, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შედეგად დაგროვდა. მან აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალებიც სრულად შეისწავლა. იგი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას დასკვნაში მოცემულ თითოეულ სიტყვასა თუ მოსაზრებაზე და აცხადებს: «ამ რუტინული შრომის ერთადერთი მიზანია, საქართველომ აღარასოდეს დაუშვას ის შეცდომები, რაც უკვე არაერთხელ დაუშვა». ყარყარაშვილმა აღნიშნული დასკვნის პირველად გამოქვეყნების საშუალება «კვირის პალიტრას» ექსკლუზიურად მისცა, რომელიც საკმაოდ ვრცელია და გაზეთის ერთი ნომერი ვერ დაიტევს. მაშ ასე, როგორ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი; რა ფარული მოლაპარაკება მიმდინარეობდა რუს სამშვიდობოებთან ქართული მხარის მიერ; ვინ იყო ის ლიდერშიპი, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ საუბრობდა ეროსი კიწმარიშვილი; ვინ იყო წინააღმდეგი საქართველოს ხელისუფლებაში, რომ ცხინვალზე დარტყმა განხორციელებულიყო და ვისი უპასუხისმგებლობით ვერ მოხერხდა ომის თავიდან არიდება... ამ ყველაფერთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებას გია ყარყარაშვილი დასკვნის პირველსავე ნაწილში იძლევა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ (სტილი დაცულია).

1. 6 აგვისტოს, გვიან ღამით, თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული თათბირის მუშაობაში სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ქალაქ თბილისის მერი და სხვები მონაწილეობდნენ. სავარაუდოდ, უნდა განსაზღვრულიყო მოვლენების უკიდურესად მწვავედ განვითარების შემთხვევაში რუსული აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის საშუალებები, ტერიტორიის მომზადება საბრძოლო მოქმედებებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებული საკითხები, აგრესიის პირობებში მოწინააღმდეგის მოქმედებათა სავარაუდო ხასიათი, სამხედრო-სტრატეგიული ოპერაციის დაგეგმარება, შემდგომში მისი მართვა-ხელმძღვანელობა და სხვ. ხელისუფლებას რომ გაეცნობიერებინა მოსალოდნელი აგრესიის მასშტაბები, აღნიშნულ თათბირზე სწორედ ეს საკითხები უნდა განხილულიყო. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მსგავსი სტრატეგიული საკითხები ამ თათბირზე არ განხილულა და არც შესაბამისი გეგმები შემუშავებულა.

უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით შეიარაღებული ძალები ¹1 საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი, განისაზღვრა მისი სავარაუდო შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა მოსალოდნელ საბრძოლო მოქმედებებში (სრული ნუსხა მოცემულია დასკვნაში. საბრძოლო მოქმედებებისთვის არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ყველა ბრიგადა თუ ბატალიონი, არამედ შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი რაზმები თუ ქვედანაყოფებიც იყო მობილიზებული. - ე.ა.).

თათბირზევე განისაზღვრა საბრძოლო ამოცანათა შინაარსი, შეტევის სავარაუდო მიმართულებები და ამ მიზნით შეიქმნა დაჯგუფებები. თათბირზე განისაზღვრა ასევე ბრძანების მიღების შემთხვევაში საბრძოლო დანაყოფების თავშეყრის რაიონები და სარეზერვო ბატალიონების სამობილიზაციო გეგმები.

გამოსარიცხი არც ხელისუფლების ოფიციალური ვერსიაა, რომელიც მოსალოდნელი რუსული აგრესიის შესაკავებლად ემზადებოდა, თუმცა საკითხავია, რამდენად პასუხობდა გაერთიანებული შტაბის მიერ დაგეგმილი ოპერაცია ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანის გადაჭრას.

არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველად სახმელეთო ჯარების სარდლის, ვიცე-პოლკოვნიკ ბალახაძის მიერ წარმოდგენილი ოპერაციის გეგმა შესაძლო ომის გაჩაღების შემთხვევაში ცხინვალზე მთავარი დარტყმის განხორციელებას არ ითვალისწინებდა. გეგმის ჩანაფიქრი იყო სიღრმისეული ოპერაციის - ცხინვალის მარცხნივ, ავნევი-ხეთაგუროვის და მარჯვნივ, ჩრდილო-დასავლეთით ერედვი-თლიაყანის მიმართულებით მთავარი დარტყმის განხორციელება.

...მაგრამ პოლიტიკური პირები სამხედროებს არ დაეთანხმნენ. მათ ცხინვალისათვის გვერდის ავლის აზრი უარყვეს და რეგიონის მთავარი ქალაქის მიმართულებით შეტევის დაგეგმარება მოითხოვეს.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ერთადერთმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოხატა აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აუცილებელი იყო ცხინვალის მიმართულებაზე დარტყმის შესრულება.

გადამწყვეტი მაინც პოლიტიკოსთა შეხედულებები გამოდგა. ისედაც ცხადია, ცხინვალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა სამხედროების აზრი.

ცხინვალის დაჯგუფება ძირითადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცნაწილებისგან შედგებოდა და თავდაცვის სამინისტრო გაერთიანებული შტაბის სპეცდანიშნულების ბრიგადითა და ბათუმის საზღვაო ქვეითთა ბატალიონით იყო წარმოდგენილი. ამასთანავე, ცხინვალის რეგიონში რეალურად არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ქართული მხარე უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებდა.

ძნელი ასახსნელია, რამდენად აცნობიერებდა საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეტევისა თუ აგრესიის შემთხვევაში მოვლენათა განვითარებას, მით უმეტეს, რომ ომის ხასიათის გამოსაცნობი ყველა მინიშნება მისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილი იყო.

კონფლიქტის ზონაში საომარ მოქმედებათა განახლების შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან უცილობელი ჩარევისა და სამხედრო ძალის გამოყენების თაობაზე ჩრდილოელი მეზობლის უმაღლესმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არაერთგზის გააკეთა ღია და დაუფარავი განცხადება.

ამ აგრესიულ განცხადებათა ფონზე მოსკოვმა ისეთი მიზანმიმართული სამხედრო ნაბიჯებიც გადადგა, რომელიც შესაძლო საომარ მოქმედებათა ხასიათსა და ფორმებზე ღიად მიანიშნებდა.

2008 წლის 11 ივლისს, ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი მაკაროვმა აღიარა, რომ აფხაზეთში ან ცხინვალში საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრებოდა.

შესაბამისი ამოცანების დამუშავება ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში სხვადასხვა სახის სწავლებაზე რამდენიმე წელია რეგულარულად მიმდინარეობდა. ბოლო ასეთი სწავლება «კავკასია-2008» 16 ივლისს დაიწყო და საქართველოზე განხორციელებულ აგრესიამდე რამდენიმე დღით ადრე დასრულდა. სწავლებაში 8000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და საბრძოლო ტექნიკის 700 ერთეული იქნა გამოყენებული.

საველე სწავლებებზე მიმდინარეობდა ისეთი ამოცანების დამუშავება, როგორიც არის სამშვიდობო კონტინგენტისთვის დახმარების გაწევა, მშვიდობიან მოქალაქეთა ევაკუაცია, სამხედრო მართვის ორგანოთა ურთიერთმოქმედება, კოლონებით მთაში მრავალკილომეტრიანი მარშის შესრულება და სხვ.

ცალკე გამოსაყოფია ავიაციის მიერ დამუშავებული ამოცანები: ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დესანტირება, დაზვერვის წარმოება, საჰაერო-სახმელეთო სამიზნეების განადგურება, მთიან-ტყიან ადგილებზე საჰაერო დარტყმების განხორციელება და სხვ.

დასკვნა: ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის მიმდინარე სწავლებები კონფლიქტის შემთხვევაში რუსული სამხედრო ძალების რაოდენობაზე, შეიარაღებასა და მოქმედების ხასიათზე განსაზღვრულ წარმოდგენას უკვე ქმნიდა.

2008 წლის 9 ივლისს, კონფლიქტის ზონაში 4 ბომბდამშენი СУ-24V შემოფრინდა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუფარავად განაცხადა, რომ ეს საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლების ცხელი ტვინების გასაგრილებლად მოხდა.

ასეთი მინიშნება საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩვენს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განესაზღვრა მოსალოდნელი ომის ხასიათი, მოწინააღმდეგის მხრიდან ავიაციის დომინანტური როლი და ბატონობა ჰაერში.

გაუგებარია, ქართული მხარე რატომ იყო დაიმედებული, რომ რუსეთი ასე აშკარად კონფლიქტში ჩართვას ვერ გაბედავდა?! ვინ არის ის ლიდერშიპი, რომლის შესახებაც ეროსი კიწმარიშვილი საუბრობდა? სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არწმუნებდა, რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრას ვერ გაბედავდა. Nკულუარული ინფორმაციით, ხელისუფლება სწორედ მას ადანაშაულებს შეცდომაში შეყვანაში.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში განლაგებულ შერეულ სამშვიდობო ძალების სარდალთან, გენერალ-მაიორ მარატ კულახმეტოვთან საეჭვო გარიგებები და საუბრები მიმდინარეობდა, რომლის მიზანი იყო მოვლენათა ესკალაციის შემთხვევაში რუს სამშვიდობოთა მხრიდან ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება და ჩაურევლობის პოლიტიკა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ამის მიამიტურად სჯეროდა.

თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მზადყოფნა ¹1 გამოცხადდა და რეზერვისტთა ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო.

2. ომისათვის მზადება დაწყებულია.

უშუალოდ საბრძოლო მოქმედებათა დაწყების წინ კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული, ოსური და რუსული სამშვიდობო ქვედანაყოფების განლაგება და რაოდენობა ასეთნაირად გამოიყურებოდა. მთლიანობაში ქართული სამშვიდობო ბატალიონი 500-600 სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა და გააჩნდა ჯავშატექნიკის 25-მდე ერთეული, 15 ერთეული БРДМ და 5-6 МТ-ЛБ(გია ყარყარაშვილი დეტალურად აღწერს, რომელ სოფელს რამდენი სამხედრო მოსამსახურე, პოლიციური ძალა იცავდა და რა ტიპის შეიარაღება სად ჰქონდათ განთავსებული. - ე.ა.).

ქართული სამშვიდობო ძალების მოვალეობაში შედიოდა საგუშაგოებიდან ქართული სოფლების: ნიქოზის, ერედვის, ავნევისა და წვერიახოს, აგრეთვე დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა და სხვ.

ქართველ მშვიდობისმყოფელთა განთავსების ადგილები იყო: სოფელი ზემო ნიქოზი, ავნევი, ერედვი, აჩაბეთი, დიდი ლიახვის ხეობა.

რუსული სამშვიდობო ბატალიონი დაახლოებით 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა და მისი პირადი შემადგენლობა რუსეთის არმიის საბრძოლო დანიშნულების ქვედანაყოფებით იყო გაძლიერებული. მათ შორის იყო 42-ე მოტომსროლელი დივიზიის ჩეჩნური ბატალიონ «ვოსტოკის» ერთი ასეული, 80-მდე ქვეითი, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2 და МТ-ЛБ ტიპის 3 გამწე და რუსეთის გენერალური შტაბის მე-10 სპეცდანიშნულების ბრიგადის დაახლოებით 70 მებრძოლი.

მათ პოსტები ჰქონდათ სოფლებში: მეღვრიკისი, ერედვი, ფრისი, ვანათი, წვერიახო, კვერნეთი, არცევი, თამარაშენი და კეხვი.

სარაბუკის სიმაღლის ირგვლივ პოზიციები ჩეჩნური ბატალიონის «ვოსტოკის» ასეულს ეკავა.

რუს მშვიდობისმყოფელთა მოვალეობა-დანიშნულება ცეცხლის შეწყვეტის გაკონტროლება და საბრძოლო მოქმედებათა განახლების დაუშვებლობა, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევათა შემთხვევების დაფიქსირება იყო. თუმცა, უკვე ნათელი იყო, რომ სამშვიდობო კონტინგენტს ორმხრივი ცეცხლის შეჩერება აღარ ძალუძდა. ცეცხლის ინტენსივობის ყოველდღიურად მატებისა და ჩრდილოეთიდან როკის გვირაბის გავლით, კოკოითის ხელისუფლებისათვის შეიარაღების შეუფერხებლად მოდინების პირობებში, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა თავიანთი ფუნქციები დაკარგა და ნეიტრალურ ძალას აღარ წარმოადგენდა.

ოსური სამშვიდობო ბატალიონი ,,ალანია» კონფლიქტის წინ დაახლოებით 600-მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა. ბატალიონის განკარგულებაში 20 ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 და 22 ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2 იმყოფებოდა. პირადი შემადგენლობის დიდ ნაწილს ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები წარმოადგენდნენ და კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ბატალიონი კოკოითის შეიარაღებული ფორმირებების დაქვემდებარებაში გადადიოდა.

«ალანიას» პოზიციები ეკავა ოსურ სოფლებთან: წინაგარი, გუგუთი, ოსფრისი, მონასტერი, ფრონე და წნელისი. გარდა ამისა, საცეცხლე პოზიციები მოწყობილი ჰქონდათ სოფლების: კოხათის, თელიანის, დიდმუხის, დიდი გუფთის, უბიათთან, ოსფრისთან, წითელ მიწებთან, ღრომთან, დმენისთან და სათიხართან მდებარე სიმაღლეებზე. ამ სიმაღლეებიდან ქართველ მშვიდობისმყოფელთა პოზიციების მიმართულებით ცეცხლი რეგულარულად იხსნებოდა.

ოსური სამშვიდობო ბატალიონი საცეცხლე წერტილების მოსაწყობად ოსური სოფლების ტერიტორიებს იყენებდა და უკანონოდ შექმნილი პოზიციების შენიღბვას ამით ცდილობდა. მის საცეცხლე ზემოქმედების ზონაში იყო სოფელ ხეთაგუროვიდან - ავნევი-ნურის საგუშაგოების მიმართულება; სოფელ ტბეთიდან - ზემო ნიქოზის მიმართულება; სოფელ ფრისიდან - ერედვისა და ქართული ფრისის მიმართულება; სოფელ მონასტრიდან - თამარაშენის მიმართულება; სოფელ სარაბუკიდან - სარაბუკის მიმდებარე ქართული პოსტები და ერედვის მიმართულება; სოფელ გუჯაბაურიდან - ქვემო ნიქოზის მიმართულება, დაპალეთი, ხელჩუა და თლიაყანა.

დასახელებული ადგილებიდან, 1-ელი ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ორმხრივმა ცეცხლმა ყველაზე მეტი ინტენსივობა მიიღო. 20 ივლისიდან მოწინააღმდეგე 82 მმ-იანი და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნებით ქართველ მშვიდობისმყოფელთა პოსტების სისტემატურ დაბომბვაზე გადავიდა.

ქართული სოფლებისკენ გახსნილ მიზანმიმართულ ცეცხლს შედარებით ნაკლები ინტენსივობა ჰქონდა, თუმცა ამის გამო მშვიდობიანი მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ სულაც არ გრძნობდა.

ცხინვალში მუშაოდნენ ეუთოს დამკვირვებლები, რომლებმაც ქალაქი 6 აგვისტოს საღამოს დატოვეს და მეორე დღესვე ქართული სამხედრო კოლონების გადაადგილებას აფიქსირებდნენ.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ქვედანაყოფები თავდაცვის საგანგებო სიტუაციებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა (დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში კოკოითს რომელი ქვედანაყოფები ჰყავდა მობილიზებული. - ე.ა.).

კონფლიქტის ზონაში დაპირისპირებულ მხარეთა შორის შემაწუხებელი სროლებისა და წვრილ-წვრილ შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა რთული პოლიტიკური პროცესები, სადაც აშკარად ჩანდა კონფლიქტის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდით დაინტერესება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ 7 აგვისტოს 00 საათიდან სარაბუკის მიმართულებაზე მსხვილკალიბრიანი ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც საპასუხო საარტილერიო ცეცხლი მოჰყვა. ორმხრივი სროლა ხანმოკლე პაუზებით დილის 6 საათამდე გაგრძელდა.

7 აგვისტოს გამთენიისას ფრონეს ხეობაში, ნულის მიმართულებით ცეცხლი ისევ გაიხსნა და ორმხრივი სროლა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. იმავდროულად, ძარი-ცხინვალის გზაზე ცხინვალისა და ხეთაგუროვის, ხეთაგუროვი-ტბეთი-ცხინვალის მიმართულებით სატვირთო ავტომობილებისა და ჯავშანტექნიკის მცირე კოლონების გადაადგილება შეიმჩნეოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: «7 აგვისტოს 11 საათისათვის სეპარატისტებმა ხეთაგუროვიდან სოფლების - ნული-ავნევის მიმართულებით შეტევა განაახლეს. დაიჭრა ქართული სამშვიდობო ბატალიონის 3 სამხედრო მოსამსახურე. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს».

საფუძველი არ არის, ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ქართული სოფლები ნული, ავნევი, ასევე სამშვიდობო პოსტები სარაბუკში ნამდვილად იბომბებოდა, მაგრამ ნათელია ის, რომ ცეცხლის ინტენსივობის ზრდის პირობებში რატომღაც არავინ ფიქრობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე.

ჩვენ გვახსოვს, 3 აგვისტოს ოსური და რუსული მხარის მიერ მოხდა ცხინვალის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა ვლადიკავკაზში. მაშინ ამ ნაბიჯს ქართულმა მხარემ პროპაგანდისტული უწოდა. 4 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ არ არსებობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა ცხინვალის რეგიონიდან. კიდევ კარგი, რომ 8 აგვისტოს დილით ეს ხალხი ცხინვალიდან უკვე გამოყვანილი იყო. ამავდროულად, უპასუხისმგებლობად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამოკიდებულება, რომ მათ გააჩნდათ ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ და ამის მიუხედავად, არ მოხდა ქართველი მოსახლეობის ევაკუაცია.

რთული მდგომარეობის მიუხედავად, მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება, პოლიტიკოსებს საამისოდ საღი გონება და კეთილი ნება რომ გამოეჩინათ.

7 აგვისტოს, დილით, ესკალაციის შესაჩერებლად საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, რომელსაც შეხვდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი.

ბუნებრივია, ასეთ დროს ნებისმიერი მცდელობა ცეცხლის შესაჩერებლად, ნებისმიერ ფორმატში შეხვედრა და მოლაპარაკება ქართულ-რუსულ-ოსურ მხარეთა შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იაკობაშვილი უარს აცხადებს შსკ (შერეული საკონტროლო კომისია) ფორმატში შეხვედრასა და ასევე, სამმხრივ მოლაპარაკებაზე. იგი ითხოვდა მხოლოდ ორმხრივ, ქართულ-ოსურ ფორმატში მოლაპარაკებას.

12:30 საათზე სამმხრივი ქართულ-ოსურ-რუსული კონსულტაციები მაინც დაიწყო. მოლაპარაკებათა პროცესში სააგენტოების მიერ გავრცელებული განცხადებებიდან ჩანდა, რომ ცეცხლის გახსნაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა.

პერიოდულად იცვლებოდა ოსური მხარის პოზიცია შეხვედრასთან დაკავშირებით. 13:11 საათზე სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა იური პოპოვს აცნობა, რომ შექმნილი საფრთხის გამო ცხინვალში არ ჩამოსულიყო. ამასთანავე, საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობათა შეწყვეტის განცხადებით გამოვიდა.

იმავდროულად, სააგენტო «ინტერპრესნიუსმა» გაავრცელა შერეული საკონტროლო კომისიის საინფორმაციო განყოფილების უფროსის ინალ პლიევის განცხადება: «ჩვენ მზად ვართ, საქართველოს მხარეს ყოველგვარ ფორმატში შევხვდეთ და ამ შეხვედრისთვის თანხმობას ველოდებით».

აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცხინვალი სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მოთხოვნას დათანხმდა, რასაც მისი მხრიდან 14 საათისათვის გაკეთებული კომენტარებიც ადასტურებენ: «ქართულ-ოსური შეხვედრა შედგება და რუსეთს მხოლოდ სადამკვირვებლო მისია დარჩება».

დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება გაკეთდა იური პოპოვის მიერ და ამის შემდეგ რუსი დიპლომატი ცხინვალში აღარ წასულა. მიზეზი კი მეტად ბანალური - ავტომანქანის გაუმართაობა აღმოჩნდა.

13:09 საათზე სააგენტო «ინტერპრესნიუსით» გავრცელდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება: «დარწმუნებული ვარ, კონფლიქტის გაღვივება რუსეთის ინტერესებში არ შედის». სჯეროდა თუ არა სააკაშვილს საკუთარი სიტყვებისა, ძნელი სათქმელია მაშინ, როცა ომის მოსალოდნელი მაჯისცემა იმ დროისათვის უკვე მთელ საქართველოში ისინჯებოდა.

ამ განცხადებიდან სულ რაღაც 40 წუთში, 13:49 საათზე სააკაშვილის მომდევნო განცხადება გავრცელდა: «ცხინვალის სიგიჟე უნდა შევაჩეროთ».

პოლიტიკურ ლიდერებს თითქოს დავიწყებოდათ უახლესი ისტორიის მწარე გაკვეთილები, აფხაზეთის ომის შემდგომ ჭკუა ვერ ესწავლათ და ვერ ხვდებოდნენ, რომ მათი განცხადებები საომარ ყიჟინას უფრო წააგავდა, ვიდრე ომის თავიდან აცილების მცდელობას.

მოვლენები საბედისწერო სისწრაფით ვითარდებოდა. 7 აგვისტოს, 14 საათზე ავნევში ქართველი სამშვიდობოების საგუშაგოს წინ გალავანი და სოფელ ნიქოზში სამშვიდობო ძალების ბაზა ცხინვალის ფორმირებების ყუმბარმტყორცნების, 82 და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნების, 122 მმ-იანი ჰაუბიცების ცეცხლქვეშ მოექცა. ისროდნენ ავნევის მახლობლად არსებული სიმაღლეებიდან და სოფელ ტბეთიდან.

საბრძოლო პოზიციაზე გასვლისთანავე მოწინააღმდეგემ ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Бмп-2 დააზიანა. ეკიპაჟმა კონტუზია და დამწვრობა მიიღო. დაიჭრა 5 ჯარისკაცი, მათ შორის 2 მძიმედ. მოგვიანებით, ევაკუაციის დროს ორივე მათგანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას 14:00 საათზევე იღებს სააკაშვილი.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან დავითაიას კომისიის სხდომაზე: «თავდაცვის მინისტრი ლამის მუხლებში ჩამივარდა და საპასუხოდ საარტილერიო ცეცხლის გახსნა მთხოვა, როცა 2 ჯარისკაცი დამეღუპა, 5 დამეჭრა».

იმავდროულად, ხელისუფლების ვერსიით, დაზვერვის დეპარტამენტიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ 7 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქი, რომელმაც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრისკენ გადაადგილების ბრძანება მიიღო.

საპასუხოდ, როგორც ხელისუფლება აცხადებს, უმაღლესი მთავარსარდლისაგან საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბანდფორმირებების შემოტევისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შეკავების ბრძანება მიიღეს.

განცვიფრებას იწვევს მიღებული გადაწყვეტილების ოპერატიულობა. 14 საათზე დაიღუპა ავნევში 2 სამშვიდობო სამხედრო მოსამსახურე. 14 საათზევე პრეზიდენტმა გოგავას მისცა ბრძანება კონფლიქტის ზონაში შესვლის შესახებ; 14:30 საათზე მიიღო ინფორმაცია, რომ უკვე როკის გვირაბთან რუსული ტანკების კოლონა იყო მომდგარი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გორში ყოფნისას უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად, არ შეკრიბა უშიშროების საბჭო და არ დაელოდა მის გადაწყვეტილებას. მან ჯიუტად გაიმეორა წინამორბედის მიერ 1992 წელს დაშვებული შეცდომები. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მიიღო რისხვითა და ბრაზით. სამწუხაროდ, ომისა და მშვიდობის საკითხებს საღი გონება და პასუხისმგებლობის გრძნობა კი არ წყვეტდა, არამედ მისთვის დამახასიათებელი სიფიცხე და გახევება.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოში არ აღმოჩნდა არც ერთი ინსტიტუტი, არც პარლამენტი, არც მთავრობა, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა ასეთ შლეგურ გადაწყვეტილებას. არც ერთ მინისტრს, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანს გამბედაობა და ვაჟკაცობა არ ეყო პრეზიდენტს წინ აღდგომოდა.

ქვეყნისათვის ასეთ საპასუხისმგებლო დროს არ სრულდებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ქმედებათა თანამიმდევრობა, არ ჩატარებულა უშიშროების საბჭოს სხდომა.

დაახლოებით, 17 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უცხო ქვეყნების ელჩებს შეხვდა, მაგრამ საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსეთის არმიის თავმოყრასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ჩააყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელჩები კომენტარებში ამ საკითხს აუცილებლად შეეხებოდნენ.

შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში გაურკვევლობა გამოიწვია იმ შესაძლებლობათა იგნორირებამ, რომელიც ომის თავიდან აცილების თუნდაც მცირე შანსს იძლეოდა.

რატომ არ მოხდა პოლიტიკური და დიპლომატიური არხებით ინფორმაციის გადამოწმება? მეტიც, რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი თბილისში იმყოფებოდა და საღამოს 19 საათამდე მასთან ამ თემაზე კონსულტაციები არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს არ გაუმართავს.

დანაშაულად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ამგვარი სამხედრო მუქარის არსებობის შემთხვევაში არ მოხდა ტერიტორიის მომზადება მოსალოდნელ საბრძოლო მოქმედებათა დაწყებამდე; მოწინააღმდეგის სვლის ტემპების შესაჩერებლად და მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად.

მოვლენები ყოველწუთიერად მწვავდებოდა, იბომბებოდა ქართული სოფლები, მსხვერპლი

1) ავტორი: misha
yaryarashvilis jishi movtyan!magas ro rame codnoda mag yvers,aba ra unda gveqna xelebi gulze dagvekrifa?mainc magrebi vart xo chavtyanit osebic da rusi vaniebic!

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja