ცოტა ხნის წინ ინტერნეტში შემხვდა წიგნი სამხრეთ ოსეთის შესახებ სადაც უამრავი დეზინფორმაციაა. ეს არ არის ასეთი პირველი შემთხვევა და ჩვენ ქართველებმა ამ ფაქტს ყურადღება უნდა მივაქციოთ. საქმე იმაში მდგომარეობს რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლება სანამ ისეთ ნაბიჯს გადადგავს რაც შეიძლება რომ ხალხს არ მოეწონოს იწყებს მათ წინასწარ შემზადებას.
ამას იწყებს ტელევიზიით რადიოტი გაზეთებისთ ჯურნალებით და წიგნებითაც. მითუმეტეს ეს ადვილი რუსეთში სადაც მედია სივრცეს მთლიანად ხელისუფლება აკონტროლებს და ხალხი ფაქტიურად დაზომბირებულია. დღეისათვის რუსეთის ხელისუფლებამ შექმნა მითი ქართველების ყოველმხრივად გათახსირებულობის შესახებ. გასაგებია რომ ჩვენ ეხლა ამის გამოსწორება არ შეგვიძლია და ვერ ვიზამთ ამას ტელევიზიით ან პრესით. თუმცა გულხელდაკრეფილი ჯდომა არ შეიძლება.
რომ დავუბრუნდეთ თავად ამ წიგნს.
თავიდან ბოლომდე არ წამიკითხია ნერვები არ მეყოფოდა თუმცა თვალი რომ გადავავლე ეწერა დააახლოებით ასეთი რაღაცეები რომ: ოსები არიან ამ ტერიტორიების უძველესი მაცხოვრებლები ანუ აბორიგენული მოსახლეობა და საერთოდ სად იყვნენ ქართველები როდესაც ოსებს სამხრეთ ოსეტში კულტურული მიღწევები ქონდათ და მერე დროთა ცვლილების გამო ქართველებმა დაიპყრეს ეს ქვეყანა და ოსები საუკუნეების განმავლობაში სასტიკ ტანჯვაში და გენოციდში ყავდათ. და ის მითი იმის შესახებ რომ ოსები აქ გვიან ჩამოსახლდნენ ეგ ქართველების მოგონილი ტყუილია და ასე შემდეგ. მოკლედ სასწაულები.
მოგეხსენებათ რომ როდესაც ადამიანი რამე წიგნს კითხულობს მას ეჭვი არ ეპარება (თუნდაც გაზეთისგან განსხვავებით) ამ წიგნში დაწერილი ფაქტების შესახებ. ასეთი შინაარსის წიგნებით რუსები თანდათან დაარწმუნებენ თავიანთ თავს , ოსებს და ევროპელებს და იმ ხალხებს რა ენაზეც ეს წიგნები გამოვა იმაში რომ ოსეთის დამოუკიდებლობა ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა.
ის ადამიანი რომელიც ასეთ წიგს წაიკითხავს იმას უკვე წინასწარი განწყობა აქვს შექმნილი ქართველების წინააღმდეგ და ამ განწყობის შესაჩვლელად საკმაოდ ძალისხმევაა საჭირო. რომ გამოუშვან რუსებმა ასეთი წიგნები ფრანგულათ, გერმანულათ იტალიურადთ ინგლისურად და სხვა ამით ჩვენი საქმე სასწაულად გართულდება იმიტომ რომ ეს ხალხები მერე ჩათვლიან რომ ოსეთის დაბრუნება საქართველოს ფარგლებში არასამართლიანია.
მე ვფიქრობ რომ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ბიუჯეტში თანხები რომლითაც სხვადასხვა ენაზე დაიბეჭდება წიგნები და სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის რუსეთშიც გავრცელდება გაყიდვაში ჭეშმარიტი ისტორია ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ.