ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ქვეყნის უმნიშვნელოვანესი რესურსი-დემოგრაფია
მნიშვნელობა ანუ რა კავშირშია სამხედრო საქმესთან

სპეციალუსტების აღიარებით ნებისმიერი ქვეყნის რესურსებს შორის უმნიშვნელოვანესია ამ ქვეყნის მოსახლეობა. მოსახლეობის სიმრავლეზე ან სიმცირეზე ამ ქვეყნის ბედია დამოკიდებული. მისგან პირდაპირ გამომდინარეობს: ერის გენოფონდის მდგრადობა, ქვეყნის ეკონომიკა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა, ქვეყნის რეგულარული ჯარის ოდენობა, ქვეყნის სამობილიზაციო რესურსი. ესაა რამდენიმე მახასიათებელი იმათთვის ვინც ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევს და მეათეხარისხოვანი გონია. არა მეგობრებო ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა კი დამოკიდებულია იმაზე თუ საშუალოდ რამდენი შვილი ჩნდება ოჯახში.

ისტორიული ექსკურსი
სიტუაციის ამგვარი შეფასება ახალი არ არის და საკმარისია საქართველოს ისტორიას უბრალოდ გადავავლოთ თვალი, რომ ამ საკითხის მნიშვნელობაში კიდევ უფრო მყარად დავრჭმუნდეთ.
1. დავით აღმაშენებელი - ისტორიკოსები გვამცნობენ რომ მიუხედავად იმისა რომ დავით აღმაშენებელი ფაქტიურად ყველა ბრძოლას იგებდა და ყოველ ჯერზე წარმატებით იგერიებდა მტერს იგი მაინც ხედავდა რომ საქართველოში იმ დროს იყო მოსახლეობის სიმცირე, ეს ბრძოლები კი მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას ხოლო გადამწყვეტი გამარჯვებების მოპოვება ამ რესურსის გაზრდის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომაც მან გადაწყვიტა ჩამოესახლებინა ყივჩაღები. მან ჩამოასახლა ყივჩაღები და მხოლოდ ამის შემდგომ გადავიდა გადამწყვეტ შეტევაში, როდესაც შეავსო ეს მნიშვნელოვანი რესურსი. აქვე აღნიშვნის ღირსია რომ ამ გადაწყვეტილებას ქონდა თავისი მინუსები, კერძოდ ის რომ სუფთა ქაღტულ სისხლა შეერია ყივჩაღური, მაგრამ ამ გადმოსახლების შედეგად მიღებული შედეგი ბევრად სჭარბობდა ამ მინუსს. დიდგორის ბრძოლაშიც კი 56 000 ჯარიდან 20 000 ყივჩაღი იყო. ამ ნაბიჟჳს გარეშე საეჭვოა რომ დავით აღმაშენებელს შესძლებოდა იმხელა წარმატების მიღწევა რაც მან შესძლო.
2. წარუმატებლობები - თემურ ლენგის შემოსევები დროს აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა თითქმის მოისპო. მიუხედავდ იმისა რომ ქართველი მეფეები ცდილობდნენ ამ მდგომარეობის გამოსწორებას, მათ ეს რადიკალურად ვერ მოახერხეს. შედეგად საქართველოს სამეფო ხელისუფლების შესუსტება ქვეყნის დაშლა და არმოსავლეთ საქართველოს ნაწილის თურქმანული ტომების მიერ დაკავება.
3. იგივე მოხდა შაჰ აბასის შემოსევების დროს. ქვეყანა გადაშენების პირას მივიდა. კახეთი საბოლოო ჯამში ღვთის მადლით გადარჩა მაგრამ საინგილო დავკლარგეთ სმუდამოთ.
4. იგივე პრობლემა ქონდა საქართველოს უკანასკნელ დიდ მეფეს ერეკლე მეორეს. მოსახლეობის სიმცირის გამო მან ვერ მოახერხა რეფორმების გატარება ქვეყანაში,ძლიერ დაქვეითებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი იყო მწარმოებლების ანუ გლეხების სიმცირის გამო, მებრძოლი ფენის აზნაურების სიმცირის გამო მიუხედავად მისი უდიდესი მხედართმთავრული ნიჭისა შეუძლებელი იყოყველა ომის მოგება. შედეგად საქართველომ 200 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა.

რა მდგომარეობაა დღეს
დღეს ქვეყანაში სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობაა. სტატისტიკოსების გამოთვლით თუ ასე გაგრძელდა ქართველ ერს ემუქრება ჯერ გადაბერება და შემდგომ ნელ ნელა გადაშენება. ეს მდგომარეობა გამოწვეულია ერთი მხრივ მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებით და მეორე მხრივ ძალიან დაბალი შობადობით. ქართული ოჯახები აჩენენ ძალიან ცოტა შვილებს. როგორც წესი ერთს ან ორს. იგივე სტატისტიკოსების დათვლით საჭიროა რომ ოჯახში 4 შვილი მაინც იბადებოდეს. რეალურად იბადება 2 ჯერ ნაკლები
ვიდრე საჭიროა. ადრე ქართველები ამიერკავკასიის უმსხვილესი ერი ვიყავით და დღეს კიდევ პირიქით.

ჩვენ ვართ ჩვენივე ბედის მჭედლები
ჩვენ ქართველები ხშირად ვწუწუნებთ იმის გამო რომ მცირე ერი ვართ. და მიტომ მრავალრიცხოვან რუსებს ვერ მოვერევით. ეს ასეა მაგრამ დავუსვათ შეკითხვა საკუთარ თავს :კი მაგრამ რატომ ვართ ეს მცირე ერი? ვისი ბრალია? ვისი და ჩვენი. ქართველებს ხშირად გვახასიათებს რომ ვეძებთ დამნაშავეებს იმ შემთხვევაშიც როდესაც ჩვენი ”ბრალია”. და არასოდეს არ მოგვწონს მთავრობა. მაგრამ მთავრობა ხომ არ გააჩენს შვილებს ჩვენს მაგივრად. ავდგეთ და გავაჩინოთ 2 შვილის მაგივრად 4 შვილი. ჩვენს მშობლებს რომ ადრე ასე გაეკეთებინათ ჩვენ ეხლა ორჯერ უფრო მეტნი ვიქნებოდით და ჩვენს ბებიერბს და ბაბუებს რომ დაეწყოთ ასე ჩვენ უკვე 4 ჯერ მეტი ვიქნებოდით და 4 მილიონის ნაცვლად საქართველოში 16 მილიონი იცხოვრებდა. ჩვენ თუ არ დავიწყეთ დღეს ამ სიტუაციის გამოსწორება ისევ ის პატარა ერი დავრჩებით და ყველა წამოგვარტყავს თავში ვისაც არ დაეზარება.
რატომ არ ვშვებით ასე? ადრე იმიტომ რომ მეტერი გვესეოდა მუდამ და მოსახლეობას ხოცავდა და იტაცებდა. ამის გამოსწორება შეუძლებელი იყო და დღეს? ბევრი იტყვის ცუდი პირობებიაო. ამაზე ორი პასუხია საბჭოთა კავშირის დროს 1960 იანებიდან მოყოლებული მშვენიერი პირობები იყო, და ხელშეწყობა ოჯახებისთვის მაგრამ რა ხეირი რო? და მეორე მთავრობა როგორც ჩვენთვის არ ქმნის პირობებს ისე არ ქმნის არც აზერბაიჯანელებისთვის, სომხებისთვის ქურთებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ იცით თქვენ რომ ყველა ეს ეროვნება საქართველოში უფრო სწრაფად მრვლდება ვიდრე ქართველები? რატომ მათ უკეთესი პირობები აქვთ? ეს ყველაფერი არის როგორც რუსები იტყვიან ”ატგავორკები” რომ ჩვენ ჩვენ თავს სიმართლეში არ გამოვუტყდეთ. სიმართლე კი ის არის რომ ეს არის სიზარმაცის ბრალი, ბავშვის გაჩენა და გაზრდა დიდ დროს ყურადღებას და ენერგისა მოითხოვს მშობლისგან. ჩვენ არ გვინდა ყოველივე ამის გაკეთება გვირჩევნია რომ გავერთოთ იმის ნაცვლად რომ სამშობლოს სამე ვაეთოთ. კიდევ ერთი არგუმენტი ფინანსური მდგომარეობა არ არიო იტყვიან. საქართველოში ფინანსურად უკეთესად არც აზერბაიჯანელები არიან და მერე რა. ან ნუ ვუყიდით იმ ბავშვს 600 – 800 ლარიან კალიასკას და ვუყიდოთ 200 ლარიანი კალიასკა ან აკვანში გავზარდოთ. 3000 წელი ქართველები აკვანში იზრდებოდნენ და ეხლა რა უჭირს. ან კიდევ ნუ იყიდის მშობელი 1500 ლარიან მობილურს, იყიდოს 200-300 ლარიანი მობილური და გააჩინოს ბავშვი.ნუ დაველოდებით მთავრობას ხომ ვხედავთ რომ მთავრობა 15 წლის განმავლობაშში არაფერი გაუკეთების და არც აპირებს. ეს ჩვენი სამშობლოა და ჩვენ ყველამ უნდა მოვუაროთ მას. ყველამ რომ ქვეყნის მშენებლობისთვის ერთი აგური დადოს კედელი აშენდება. ნუ ვართ სხვის იმედზე. ეს ჩვენი გასაკეთებელია.

ქვეყნის პატრიოტობა ამას მოითხოვს
ჩვენ რომ გვკითხო ისეთი პატრიოტები ვართ საქართველოსი რომ მეტი არ შეიძლება. მაგრამ სიტყვები საქმითაც უნდა იყოს გამაგრებული თორემ ცარიელ სიტყვებს ძალა არ აქვს. ბედნიერია ის ადამიანი რომელიც სამშობლოსათვის ომში გაწირავს თავს. მაგრამ პატრიოტობა მხლოდ ომში არ წყდება. ადამიანი ისე უნდა ცხოვრობდე რომ შენი ყოველდღიური ცხოვრებით სამშობლოსათვის რაიმე სიკეთეს აკეთეებდე, თუნდაც მცირედს. ადამიანის მიერ ერთი შვილით მეტის გაჩენა ვიდრე ის გეგმავდა ეს იქნება მისი საქმე გაკეთებული სამშობლოს საკეთილდღეოდ. ქვეყნის პატრიოტობა მოითხოვს ჩვენგან იმას რომ ჩვენ ბევრი შვილები გავაჩინოთ. ეს იქნება გამოვლინება ჩვენი სამშობლოსადმი სიყვარულის. სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობა მოწმობს იმას რომ ჩვენ ქართველებს ჩვენი საკუთარი თავი, საკუთარი ეგო ბევრად უფრო გვიყვარს და ვზრუნავთ მასზე ვიდრე სამშობლო და სამშობლოს გასაჭირი.

ეკლესიაც ამას ამბობს
ის რომ ეს ფაქტემი მხოლოდ ჩემს მიერ არაა მოგონილი და სხვებიც ფიქრობენ ამ საკითხზე დასტურდება საქართველოს პატრიარქის ქადაგებებითაც. პარტრიარქმა ამის წასახალისებლად გადაწყვიტა მონათლოს ოჯახში გაჩენილი ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვი.

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ და დაწეროთ თქვენი აზრები ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja