ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
amerikuli xomeladi batumshi :)

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის გემი "სტაუტი" უკვე ბათუმშია. პორტში მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბათუმელები დახვდნენ. "სტაუტის" ეკიპაჟი საქართველოს სანაპირო დაცვის გემებთან ერთად საზღვაო სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას. "სტაუტი" არლეი ბერკის კლასის მეექვსე ნაღმოსანია. ის პირველი სამხედრო გემია, რომელსაც კონტრადმირალ ჰერალდ ფ. სტაუტის (1903-1987) სახელი მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი გმირობისათვის კონტრადმირალი სტაუტი დაჯილდოებულია სამხედრო საზღვაო ფლოტის ორი ჯვრით. "სტაუტი" ამერიკის სამხედრო ფლოტის განკარგულებაშია 1994 წლის 13 აგვისტოდან. მისი დისლოკაციის ადგილია ვირჯინიის შტატის ქალაქი ნორფოლკი.

"სტაუტის" ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო ძალების ევროპული სარდლობის, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონული სტაბილურობისა და საზღვაო პარტნიორობის გამტკიცებას ისახავს მიზნად. რეგიონში ამერიკის სამხედრო ფლოტის გემების რეგულარული ვიზიტები ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების სურვილს, ხელი შეუწყოს შავ ზღვაში რეგიონულ და საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოებას. გემი "სტაუტი" ბათუმს 17 ივლისს დატოვებს და ფოთის პორტს ესტუმრება.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja