ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888-1930

სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.

სარიყამიშში ჩადენილი გმირობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოქროს ხმლით დააჯილდოვეს.

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს სოფელ მატანში. სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 21 წლის ასაკში ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი.

პირველი მსოფლიო ომი

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს. 1914 წელს იგი ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, რის შემდგომაც კავკასიის ფრონტზე იქნა გადაყვანილი. აქ იგი ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა ქართულ ცხენოსანთა რაზმში. სარიყამიშში ჩადენილი გმირობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. თავისი ასეულით ჩოლოყაშვილმა წარმატებული სამხედრო რეიდი შეასრულა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით შეუერთდა ინგლისელებს. ამ დროს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ქაიხოსრომ სამხედრო კარიერა სუვერენული სამშობლოს ჯარში განაგრძო. ქართული კავალერიის პოლკოვნიკმა ჩოლოყაშვილმა 1918 და 1921 წლებში აწარმოა ბრძოლები სომხეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. 1919 წელს ის იყო დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

პარტიზანი მეთაური

ბოლშევიკების საქართველოში შემოჭრის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს, როდესაც ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მენშევიკურმა მთავრობამ დატოვა საქართველო, ქაქუცა ჩოლოყაშვილი მათ არ გაჰყვა. იგი ამ დროს სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იქნა მივლინებული ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი დაუცხრომელი ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა შეჰფიცეს, რომ თავდაუზოგავად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. ამ დროს შეიქმნა შეფიცულთა რაზმი, რომლის მეთაურიც ქაქუცა გახდა.
1922 წლის ივნისში სიღნაღთან მოხდა პირველი შეტაკება წითელი არმიის ნაწილებთან. 1922 წლის ზაფხულში ამბოხებამ იფეთქა ხევსურეთში, რომელიც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. უამრავი ადამიანი იქნა უმოწყალოდ მოკლული, მაგრამ მტერმა ქაქუცას კვალს მაინც ვერ მიაგნო. იგი ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩეჩნები შემოეერთებინა და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, გაერთიანებული ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა. შემდგომ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ახალი ბრძოლებისათვის დაიწყო მზადება. 1924 წლის 29 აგვისტოსთვის დაიგეგმა უმთავრესი ამბოხება, რომელშიც მონაწილეობა დასავლეთ საქართველოსაც უნდა მიეღო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში აჯანყება დაიწყო 1 დღით ადრე, 28 აგვისტოს, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ბოლშევიკურ ხელისუფლებას გაუადვილა აჯანყების ჩახშობა.
1924 წლის 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა მთლიანად აიღო მანგლისი. 1924 წლის 3 სექტემბერს, დალაშქრა დუშეთი. 1924, 6 სექტემბერს, სვიმონიანთ-ხევში მოხდა ცნობილი ხევ-გძელას ბრძოლა, სადაც ქ. ჩოლოყაშვილმა სტრატეგის ტალანტი გამოავლინა, მან ისეთი პოზიციური განალაგება შეუქმა მებრძოლებს, რომ მოწინააღმდეგის სამხედრო ნაწილები ერთმანეთის პირდაპირ მოულოდნელად აღმოჩნდნენ და შედეგად ასეულობით რუსი ჯარისკაცი ერთმანეთს გაუსწორდა.

ემიგრაცია

1924 წლის აჯანყების დამარცხებისა და საქართველოში ბოლშევიკების მიერ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ წინააღმდეგობრივი ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. 1924 წლის სექტემბერში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თანამებრძოლებთან ერთად დატოვა საქართველო და თურქეთის გავლით(ტრაპიზონიდან) გეზი საფრანგეთისკენ აიღო. ბედის ირონით, ადამიანი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის არმიას მწარე დამარცხება აგემა სარიყამიშთან, ოსმალეთს სთხოვა დროებითი თავშესაფარი. კომუნისტი ქართველების მიერ ბანდიტად შერაცხულ და სამშობლოდან გამოდევნილ პატრიოტს თურქმა ოფიცერმა, პატივისცემის ნიშნად იარაღი არ აყარა. ქაქუცამ შესძლო, რომ მისი ყველა რაზმელისათვის მიეცათ ჯერ საფრანგეთში და მერე პარიზში გამგზავრების უფლება.
ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მარჯვენა ფილტვში მიყენებულმა მძიმე ჭრილობამ ემიგრაციაში იჩინა თავი. თანამებრძოლებმა მოახერხეს, ქაქუცა მოეთავსებინათ ოსტსაუას სანატორიუმში, მაგრამ მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და 1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა.
ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რომ როდესმე მაინც ამ გზით უფრო იოლად მოეხერხებინათ მისი საქართველოში ჩამოსვენება, მაგრამ მეგობრებმა, შეგროვილი ფულით იგი დაკრძალეს სენტ-უანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

სამშობლოში რეაბილიტაცია

ქაქუცას სახელის რეაბილიტაცია დაიწყო 1988 წლიდან. ზაფხულში ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში ყოფნის დროს შეხვდა ქაქუცას ერთადერთ, ცოცხლად გადარჩენილ თანამებრძოლს ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც მას გადასცა ქაქუცას დროშა, ხმალი და ქამარ-სატევარი. ეს რელიკვიები ნაცვლიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად ისინი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. შემოდგომაზე კი, როცა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ზ.გამსახურდიამ და მ.კოსტავამ თბილისის იპოდრომზე გამართულ მიტინგზე, შინდისფერ დროშებთან ერთად ააფრიალეს დიდი ქართველის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათები, ყველამ გაიგო, თუ ვინ იყო ქაქუცა და რა ღვაწლი მიუძღოდა მას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1989 წლის 14 ივლისს, სოფელ მატანში ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ფართო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს დიდი ქართველის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 101 წლის იუბილე.
მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს ეროვნული გმირის ოცნება და მისი ცხედარი მშობლიურ მიწას მიაბარეს. 2005 წლის 20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოაბრძანეს ქ.ჩოლოყაშვილის ნეშტი. ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი და 2005 წლის 21 ნოემბერს თავისუფლებისათვის მებრძოლი დიდი მამულიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja