ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დემეტრე II თავდადებული 1259 – 1289

დემეტრე II - ქვეყნისათვის თავდადებული ხელმწიფე, რომელმაც უყოყმანოდ გაწირა თავისი სიცოცხლე, ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 12 (25) მარტი დააწესა. ქართველმა ხალხმა მას ,,თავდადებული“ უწოდა.

დემეტრე მეფობდა მონღოლთა ბატონობის პერიოდში 1271-1289 წლებში. მამის დავით VII ულუს გარდაცვალების შემდეგ 11 წლის დემეტრე დიდებულების თხოვნით ყაენმა დემეტრე მეფედ დაამტკიცა, თუმცა მცირეწლოვანების გამო, მეურვედ მხარგრძელთა ყმადყოფილი დაუნიშნა. თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი - სადუნ მანკაბერდელი, რომელიც გამოირჩეოდა ცბიერებითა და გამჭრიახობით, საქართველოს სამეფო კარზე ათაბაგ-ამირსპასალარის თანამდებობა ეკავა და დემეტრეს სრულწლოვანებამდე ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას. მისი გარდაცვალების შემდეგ (1281 წ.) მეფემ სადუნის ძეს ხუტლუ-ბუღას მხოლოდ ამირსპასალარობა უბოძა და ამით ეს უკანასკნელი გადაიმტერა.
დემეტრე მეტად მძიმე პერიოდში აღმოჩნდა სამეფო ტახტზე. საქართველო პოლიტიკურად დაშლილი, ეკონომიკა კი გაჩანაგებული იყო. მეფე შეეცადა გარკვეული ღონისძიებები გაეტარებინა: დაიწყო გაუკაცრიელებული ადგილების ხელახლა დასახლება, დანგრეულის აღდგენა. 15 წლის ასაკში დემეტრემ პოლიტიკური მოსაზრებით ცოლად ითხოვა ბიზანტიის იმპერატორის ასული. იმჟამად მონღოლებს სასტიკი ბრძოლები ჰქონდათ ეგვიპტის მამლუქებთან, ამ ლაშქრობებში ქართველებსაც უხდებოდათ მონაწილეობის მიღება. დემეტრე მეფე ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო. გაჰყვა მეფე ყაენს დიდძალი ლაშქრით, გმირულად იბრძოლა, გააოცა მონღოლნი და ეგვიპტელნი, მაგრამ უკან განახევრებული სპით დაბრუნდა. 1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს და იქაც ყველა გააკვირვა გასაოცარი სიმამაცითა და ვაჟკაცობით. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულთანის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. შემდგომ, ქალაქ ამასიასთან 1281 წელს 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც საარაკო გმირობა გამოიჩინა ქართველთა ლაშქარმა, მაგრამ ამ გმირობას უამრავი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ამდენი ლაშქრობებისაგან ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა. ქვეყნის ინტერესებმა კვლავ მსხვერპლი მოითხოვა მეფისაგან, ამჟამად მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შეირთო ცოლად.

დემეტრე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, თუმცა რეალურად შემთხვევას ეძებდა, რომ საკუთარი ქვეყნის ხვედრი შეემსუბუქებინა. დემეტრე როგორც ჩანს, შეთქმულებაშიც მონაწილეობდა, რომელსაც პირველი ემირი ბუღა ამზადებდა არღუნის წინააღმდეგ. ბუღას გაუგეს და თავი მოჰკვეთეს. ყაენმა თავისთან დემეტრეც დაიბარა. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა, მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსები, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები და განუცხადა, რომ ყაენი მასზე იყო განრისხებული და მოკვლას უპირებდა. დარბაზმა ურჩია მეფეს, რომ მთიულეთში გახიზნულიყო ან დასავლეთ საქართველოში გადასულიყო, მაგრამ დემეტრემ უარყო დარბაზის რჩევა: “უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქვეყანა უვნებელ დარჩეს“. დემეტრე გაემართა ყაენთან ერთადერთი მტიცე გადაწყვეტილებით, რომ თავი გაეწირა ქვეყნისათვის. ილხანებმა ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს მეფეს. სწორედ ამ დროს, სადუნის ძე ხუტლუ–ბუღამ გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა მეფისთვის და არღუნს მოახსენა, რომ ის მოიყვანდა მეფედ დავით ნარინის ძეს ვახტანგს. დემეტრეს ბედი გადაწყდა. 1289 წლის 12 მარტს მას თავი მოკვეთეს. კათოლიკოსმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი დათბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს. მეფე დამარხეს მცხეთაში, სვეტიცხოველში.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja