|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
დავით III დიდი კურაპალატი 961-1001 |
|
|
ტაოს მეფე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი ფლობდა სამხრეთ ტაოს, ანუ იმიერტაოს, ბასიანის და მომიჯნავე სომხურ თემებს. დავით III-ის მეთაურობით განხორციელდა მისი შვილობილისა და გაზრდილის - ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა. დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გაიბა ფართო ეკონომიკური კავშირები აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებთან. აიგო ოშკის, ხახულის, პარხალის ტაძრები, სადაც ფართო კულტურული საქმიანობა გაჩაღდა. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. მისი სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის სამხედრო ოპერაციებში. 976-979 წლებში დავით დიდი კურაპალატი დაეხმარა იმპერატორ ბასილი II-ს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმპერატორის დასახმარებლად მან გამოაგზავნა 12 000 საუკეთესოდ გაწრთვნილი არმია თორნიკე ერისთავის მთავარსარდლობით, რომელთა დახმარებითაც ბიზანტიელებმა მოახერხეს 979 წლის 24 მარტს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის დამარცხება. ამისათვის იმპერატორმა მას სამმართველოდ გადასცა ,,ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი" მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დავით III-ს თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან. ჩანს კურაპალატს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ალბათ, ამ მიზეზით უნდა იყოს განპირობებული 988 წელს დავით III-ის ბრძოლა ბასილი II-ის წინააღმდეგ, აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეზე. აჯანყების დამარცხების გამო დავით კურაპალატი იძულებული გახდა პატიება ეთხოვა იმპერატორისათვის და აღუთქვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო იმპერიას გადაეცემოდა. 998 წელს დავით III-ის წინააღმდეგ მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრობა მოეწყო, მაგრამ დიდმა კურაპალატმა ისინი დაამარცხა. დავით III დიდი კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |