თვითმავალი ქვემეხი 2С7 Пион -ი განკუთვნილია ფრონტის ხაზიდან სიღრმეში მტრის ზურგში მნიშვნელოვანი სამიზნეების გასანადგურებლად და იგი დღესდღეობით ითვლება ყველაზე მძლავრ თვითმავალ საარტილერიო დანადგარად მსოფლიოში. მისი დამუშავება დაიწყო 50 -იან წლებში საბჭოთა კავშირი აშკარად ჩამორჩებოდა აშშ-ს მძიმე საარტილერიო დანადგარების სისტემებში. . ИСУ-152 შემდეგ მათ არ მიუღიათ არცერთი საარტილერიო თვითმავალი დანადგარი შეიარაღბაში .1967 წლის 16 დეკემბერს ამ ჩამორჩენის აღმისაფხვრავად გამოიცა ბრძანება МОП 801 და დაიწყო სამუშაოები საარტილერიო სისტემის ”Пион”-ის შესაქმნელად. თავიდან არ იყო დაგეგმილი არც კალიბრი და არც არტსისტემის ტიპი,განსაზღვრული იყო მხოლოდ სროლის მანძილი 25 კმ. კონსტრუქტორებისაგან იყო შემოთავაზება რამოდენიმე მუხლუხოებიანი შასის ვარიანტისა.
1) ბუქსირებად ქვემეხზე С-23 180-მმ-იანი ლულის დამონტაჟება (ჭურვის წონა 88 კგ და სროლის მანძილი ჩვეულებრივი ჭურვით 30 კმ. და АРС-ით — 45 კმ. ამ პროექტმა მიიღო დასახელება “Пион-1″.
2) С-72 ქვემეხზე 210-მმ ლულის დამონტაჟება (ჭურვის წონა133 კგ, სროლის მანძილი ჩვეულებრივი ჭურვით 35 კმ. და АРС-ით — 50 კმ. ) შასიზე “объект 429А”;
3) სანაპიროს ქვემეხზე МУ-1 180-მმ -იანი ლულის დამონტაჟება (Бр-402)
დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა 203-მმ კალიბრის მიღება. 1969 წელს ლენინგრადის კიროვის სახელობის ქარხანამ წარადგინა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი “Пион” Т-64 -ის შასის ბაზაზე,ხოლო ქარხანამ “Баррикады” — “объект 429″ -ის შასის ბაზაზე.შედეგად დამტკიცებულდა მიღებულ იქნა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი “объекта 429″-ის ბაზაზე გაძლიერებული ქვემეხით.(სროლის მანძილი,ჩვეულებრივი ჭურვებით 32-კმ,АРС-ით45-კმ) 1970 წელს გამოიცა დადგენილება №427-161 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის САУ 2C7 “Пион”.-ზე სამუშაოების დასაწყებად.