მეფე ვახტანგ გორგასალი 442 - 502
ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი.
"გორგასალი" (სპარსულად - მგლისთავა) შეარქვეს, რადგან მუზარადზე მგელი ჰქონდა გამოსახული.
მეფე ვახტანგ გორგასალი საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებასა და ქვეყნის ირანელთა აგრესიისაგან დაცვას ცდილობდა. მისი მმართველობის დროს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოცხადდა და განისაზღვრა საქართველოს საგარეო ორიენტაცია – გზა ბიზანტიისკენ და ევროპისკენ. ქართულმა ეკლესიამ სარწმუნოებისა და ქვეყნისათვის თავდადებული ხელმწიფე წმინდანად შერაცხა.
"მტკიცედ იდექით სარწმუნოებაზე და ეძებდით სიკვდილს ქრისტესათვის, რათა მოიპოვოთ დიდება წარუვა"
ვახტანგ გორგასალი იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, შეუზღუდველი სამეფო ხელისუფლების შექმნისათვის. მე- 5 საუკუნის 60-იან წლებში ვახტანგ IV ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური სამზადისი ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგ IV -ს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ირანელების მხარდაჭერით გაძლიერებულ ქართლის ფეოდალებში. ვახტანგ IV -მ ჩაატარა ეკლესიის რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. შექმნა ახალი საეპოსკოპოსოები. განსაკუთრებული ყურადღება ვახტანგ IV -მ, სამეფო დომენს (კახეთ-კუხეთ-ჰერეთს) მ
...
კითხვის გაგრძელება »