|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ახალი იმედი ჩიხის ბოლოს |
|
|
ირანს ურანით გამდიდრებისა და ბირთვული პროგრამის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის მოგვარებისთვის კიდევ ორი დღე მიეცა. “იმედები ჩიხის ბოლოს – ირანს ორი დღე ეძლევა ბირთვული საკითხის მოსაგვარებლად” – გაზეთი Guardian ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას. “მაგათეს” (ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს) ხელმძღვანელის, მუჰამედ ელ-ბარადეის განცხადებით, თუ ირანი გამდიდრებული ურანის 75%-ს გადასამუშავებლად უცხოურ ქვეყნებს მიაწვდის, თეირანსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია უფრო რეალური გახდება. “ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა, რაც ჩემი აზრით მრავალი წლის განმავლობაში არსებული კრიზისის განმუხტვასა და მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობას შეუწყობდა ხელს” – განაცხადა ელ ბარადეიმ, რომელმაც პროექტის რატიფიკაციისათვის ბოლო ვადად პარასკევი (23 ოქტომბერი) დაასახელა. ვენის მოლაპარაკებების დროს ირანის დელეგაცია სიფრთხილით მიესალმა ინიციატივას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის საბოლოო განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას თეირანში მოახდენდნენ. ელ ბარადეის შეთანხმების პროექტის მიხედვით 1200 კგ ირანული ნაკლებად გამდიდრებული ურანი შემდგომი გამდიდრებისათვის წლის ბოლომდე რუსეთისათვის უნდა მიეწოდებინათ, ხოლო შემდგომ, საწვავში გარევის მიზნით – საფრანგეთისათვის, ხოლო საბოლოოდ კი თეირანს გადაეცემა სამედიცინო იზოტოპების დამამზადებელი კვლევითი რეაქტორის ასამუშავებლად. ელ ბარადეის მიერ დასახელებული ბოლო ვადა – პარასკევი – ყველა მონაწილე ქვეყნისათვისაა დასახელებული. ორი დღის განმავლობაში გადაწყვეტილება ირანის გარდა რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მ უნდა მიიღოს, თუმცა დიპლომატიური კორპუსის აზრით, მხოლოდ ერთი ხელმოწერაა ამ შემთხვევაში მთავარი და ეს ირანის ხელმოწერაა. ტელეკომპანია "საქართველო"
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |