ეკიპაჟი: 2 კაცი
სიგრძე: 17,73 მ
სიმაღლე 3,87
მთთავარი ხრახნის დიამეტრი 14,63 მ
საძალე დანადგარი: "ჯენერელ ელექტრიკის" 2 ტურბოხრახნიანი ძრავა T-700 თითოეულის სიმძლავრე 1695 ცხ/ძ
მშრალი წონა: 5.1 ტ
მაქს. ასაფრენი მასა 9.5
მაქს სიჩქარე 365 კმ/სთ (პიკირებისას)
ჰორიზონტალური ფრენის მაქს. სიჩქარე 293 კმ/სთ
კრეისერული სიჩქარე 165 კმ/სთ
საბრძოლო მოქმედების რადიუსი 480 კმ
ფრენის პრაქტიკული ჭერი 6400 მ
სწრაფაღმასვლა 12.7 მეტრი წამში შეიარაღება:
ერთი მოძრავი 30 მმ საავიაციო ქვემეხი M230, რომლის სწრაფსროლა შეადგენს 625 გასროლას წუთში. ჭურვების მარაგი კი 1200 ერთეული.
4 პილონზე შეიძლება ჩამოიკიდოს 771 კგ საერთო მასის შეიარაღება, მათ შორის 16 მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა AGM-114 Hellfire ან 70 მმ კალიბრის უმართავი რაკეტების გასაშვები ბლოკები, ან 4 "ჰაერი-ჰაერი" კლასისმართვადი რაკეტა AM-92 Stinger-ი
"აპაჩის" ეკიპაჟის კაბინის ჯავშანი უძლებს 12,7 მმ კალიბრის ტყვიების მოხვედრას ქვემოდან და გვერდიდან.
"აპაჩიდან" გაშვებული Hellfire-ის რაკეტას ( იგი 44.5 კგ-ს იწონის) 6-8 კმ-ის დისტანციაზე 700 მმ მონოლითრი ჯავშნის გახვრეტა შეუძლია.
ჩვეულებრივი "აპაჩისგან" განსხვავებით მოდერნიზებულ AH-64D Longbow Apache-ს
რედუქტორის თავზე მილიმეტრულ დიაპაზონზე მომუშავე რადიოლოკატორი აქვს, რომელიც აადვილებს მოწინააღმდეგის აღმოჩენას რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც (დღისითაც და ღამითაც) და უზრუნველყოფს ცეცხლის ზუსტ მართვას.
შედარებისთვის AH-64A-ს პირველი საბრძოლო მოდიფიკაციების საშუალო ფასი 14,5 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა.
ხოლო ჩვენს შეიარაღებაში არსებული Ми-24-ები უკრაინაში 1.2 მილიონად შევიძინეთ.