ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
არ ჩავათრევინოთ საქართველო ირანთან შესაძლო ომში...

ირანთან ომის დასაწყებად საქართველოს, როგორც პლაცდარმის, გამოყენება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება

ამ დღეებში სომხურმა საინფორმაციო სააგენტო "პანორამამ", ირანულ ინტერნეტგამოცემა "ასრ ირან"-ზე დაყრდნობით, სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა - თითქოს ისრაელის ხელისუფლებამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაც იქნება გამოყენებული და ამ მიზნით ებრაელ სამხედროთა გარკვეული კონტინგენტი უკვე საქართველოში იმყოფება...

ეს მართლაც სერიოზული მტკიცება იქნებოდა, სიმართლეს რომ შეეფერებოდეს! სინამდვილეში საქართველოში არ არის ისრაელის შეიარაღებული ძალების "ცახალის" არანაირი დანაყოფი (თუმცა ისრაელის "მოსადის" აგენტების ქართულ მიწაზე ყოფნა-არყოფნაზე თავს ნამდვილად არ დავდებთ).

სომხური სააგენტოს ერთგვარი სუბიექტური დაინტერესება იმაშიც გამოიხატება, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, თითქოს ისრაელს აზერბაიჯანში უკვე ჰყავს კონცენტრირებული თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტი და აზერბაიჯანული აეროდრომებიდან აპირებს საჰაერო დარტყმების განხორციელებას ირანის ატომურ ობიექტებზე...

საქართველოში აგვისტოს ომამდე მართლაც იმყოფებოდა ერთი გადამდგარი ებრაელი გენერალი თავის პატარა ჯგუფთან ერთად, რომლებიც ქართული არმიის მცირე ნაწილს ავარჯიშებდნენ. მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ისრაელმა მყისიერად შეაჩერა სამხედრო თანამშრომლობა ოფიციალურ თბილისთან, რათა კრემლი არ გაეღიზიანებინა. მარტო ეს გარემოებაც კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ ისრაელის არმიისა და ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ირანზე თავდასხმის პლაცდარმად დღეისათვის ნაკლებად წარმოსადგენია და ირანული და სომხური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეში დეზინფორმაციაა.

წმინდა ტექნიკური თვალსაზრისითაც ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ თურქეთმა თავისი საჰაერო სივრცე დაუთმოს ისრაელის F-15 -ებს და F-16-ებს ისრაელიდან საქართველოსა და აზერბაიჯანში გადმოსაფრენად (მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ებრაელებმა ღაზის სანაპიროსთან თურქულ გემზე შეტევა განახორციელეს, რასაც 9 კაცი შეეწირა).

მაინც რომ დავუშვათ ქართული აეროდრომებიდან ებრაული დამრტყმელი თვითმფრინავების ირანისკენ გაფრენის შესაძლებლობა, ეს წამოწყება მაშინვე ჩაიფუშება, რადგან სომხეთში ძლიერი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებია განთავსებული, რომლებიც უმალ დააფიქსირებენ ამ ფაქტს და ალბათ, მოსკოვიც მაშინვე თეირანს ჩააყენებს საქმის კურსში...

როგორც ჩანს, არსებობენ ძალები, ვისაც სურთ საქართველო-ირანის ნორმალური ურთიერთობები დარტყმის ქვეშ დააყენონ და ამიტომაც ავრცელებენ დეზინფორმაციას. თუმცა, მეორე მხრივ, სამწუხაროდ, თავად საქართველოს ხელისუფლებაშიც, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორში, არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მერკანტილური ინტერესების გამო შეიძლება ხელი შეუწყონ საქართველოს ამა თუ იმ სახით ჩართვას აშშ-ისა და ისრაელის ირანთან შესაძლო ომშიც და ამას ამართლებენ დემოკრატიის გამარჯვებისთვის ბრძოლის აუცილებლობით.

საერთოდ, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემთხვევაში საქართველო ისედაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან რუსეთი ისარგებლებს იმით, რომ აშშ ირანით იქნება დაკავებული და განაგრძობს თავისი ძალისმიერი ბერკეტების ამოქმედებას ჩვენს წინააღმდეგ. ხოლო თუკი საქართველომ მართლაც გამოუყო აეროდრომები ირანის წინააღმდეგ მოქმედ დასავლურ სამხედრო კოალიციას, მაშინ ქართველებისა და ირანელების დღევანდელ ნორმალურ ურთიერთობას ათწლეულების განმავლობაში წერტილი დაესმება და ეს ოფიციალური თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა იქნება...
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja