ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ARMA2

ამოღებულია ფორუმ LOCKON.GE-დან სპეციალურად datoukleba-სთვის მარა სხვებმაც წაიკითხეთ.
მოკლედ ხალხო დავაყენე და ვითამაშე
ეხა რა ხდება:

1. გადმოწერისას ფაილის იმიჯი დაზიანდა, ამიტომ 2 ფაილზე ინსტალაციის დროს ერორს მაძლევდა, იტოგში ეგ საქმე მოვაგვარე (იქ ინსტალატორში იმ ფაილების სახელები ამოვშალე და მერე ხელით ჩავწერე).
2. ანგლოფიკატორი, რომელიც თამაშს მოყვა, გადავაწერე თამაშის დირექტორიაში, თავის დაკრეკილ გამშვებ ფაილთან ერთად და არანაირი ვირუსი, არანაირი გერმანული, ყველაფერი მუშაობს, კასპერსკი ჩუმად არის, გერმანული ენის სინსილაც არ ჩანს არსად

3. ხოდა დავიწყე თამაში
ბაგები არ შემხვედრია, არსად არ ჩავვარდნილვარ, არსად ორთავიანი დევი არ მინახავს, არსად ხეები თავისით არ დადიოდნენ, თუმცა არც მე დამიხურია მთელი კამპანია და სადმე ეგ ბაგები შეიძლება იმალებოდნენ

მაგრამ საქმე იმაშია რომ კამპანიის დამხურავი მემგონი არ ვარ
იმიტომ რომ... ვაბშე თამაში ა რ მ ო მ ე წ ო ნ ა ნუ რა ვქნა, ეტყობა კონსერვატორი ვარ რა...

ეხლა რატომ არ მომეწონა:

1. ფაილის წონა და ინსტალაციის პრობლემები: ჩამოწერილი ფაილი = 7 GB, ფაილი იმიჯი დაზიანებული იყო, ცალკე გადმოვწერე ყველაფერი რომ ინსტალატორში სტრიქონი შემეცვალა + 7GB, თამაშის ინსტალირების შემდეგ +7 GB, ხოდა ადგილი კი მაქვს მარა რამხელა სიამოვნებაა 21 GB-ს რომ ამოწვავ დისკიდან ა? ცდუნებას ძლივს ვუძლებ

2. გრაფიკა: არაფერი არ შეუცვლიათ მემგონი პირველი არმასგან, სადღაც უკვე წავიკითხე ამის შესახებ და არ მჯეროდა. ის ლამაზი ტრეილერი და დემო ვიდეო ტ უ ფ ტ ა ა!, თან ჩემი სულ რაღაც 6 თვის წინ შეძენილი საკმაოდ მძლავრი კომპი თავს ისე გრძნობდა თითქოს "დვა ი ნოლი" ვექტრას კამაზის ტვირთი ავკიდე და კარიერზე ვამუშავე. ფოთლები და მიწაზე ბალახი - ძველ ბებიაჩემის დროინდელ ხალიჩას გავს, პირველი მისია ღამით იყო და მეგონა რომ ღამის ხედვის ხელსაწყო იყო ცუდად დამუშავებული მარა მერე გათენდა და ... რა კაი იყო ღამე...

3. ეგრეთ წოდებული გეიმ პლეი: მოკლედ ვდგევარ გემბანზე, ვიღაცა რაღაცას ბაზრობს, ვუსმენ რა, თან ჩემი ჯარისკაცის ჩრდილს ვათვალიერებ, თამაშის პირველი წამებია და დეტალიზაციას ვეცნობი. ჰმმ... საღოლ, ჩრდილიც რა კარგად აქვთ გაკეთებული (ასე ვფიქრობ). მერე ვიღაცამ იყვირა გამომყევითო და დადგა თამაშის სამყაროში ჩემი პირველი ნაბიჯების გადადგმის დრო... "ნეუჟელი" ეგეთი პახოდკა უნდა მქონდეს მთელი თამაშის პერიოდში? ტიპი დადის, თავს ისე აქნევს აქეთ იქეთ... ერთად ერთი რაც რეალისტური იყო სიარულის დროს - გამოსახულება იდღაბნება რაც ნამდვილად რეალურია, თავის ეგეთი გაქნევ-გამოქნევა არათუ თვალებს დაგიბნელებს, ტვინის შერყევა გარანტირებულია. მოკლედ რომ დადიხარ წინ ვერაფერს ხედავ! შეიძლება კედელს დაეჯახო ან ხეს ან სულაც მტერს და უცბად თუ სროლა დაგჭირდება, უნდა გაჩერდე 5-6 წამი რომ თვალებში გამოიხედო და მერე კი ბატონო ესროლე. თამაში საკმაოდ ინტერაქტიულია, სადაც არჩევანის საშუალებას გაძლევენ მოქმედებაში, აზრი კარგია, ვერაფერს იტყვი, შეიძლება გამოიყენონ რამე უკეთესი თამაშის გაკეთებისას. ჩემს პირველ მტერს შევხვდი... ღამეა, სადღაც ხევში ვარ დასახლებული პუნქტის პირას ჩაცუცქული, ღამის ხედვის ხელსაწყოს თუ გამორთავ, ეკრანი ისეთი შავია, შეგეშინდება არ გაფუჭდესო, ხოდა მოდის მასტი (აშკარად ტუალეტში იყო გასული), მოდის, ლოგინი ელანდება და ამ დროს მე მეჯახება პირდაპირ... ეხა ეგ რატომ მოხდა: ნუ იმას ღამის ხედვის ხელსაწყო არ ქონდა, იასნია მე დამეჯახებოდა თუ ხეს ეგ ვერ მიხვდებოდა, აი მე კი ვხედავდი, მარა თავის ქანქარის მერე 5 წამი დავკარგე, მერე ამ ამძიმებულ გრაფიკაზე ავრომატი ძლივს მოვაბრუნე, მერე მიზანში ხომ უნდა ამოღება (ამ თემაზე საერთოდ მოგვიანებით), ამაზეც 10 წამი წავიდა და ამასობაში მომადგა ეს როჟა. ასეთმა დაგვიანებამ გამოიწვია ის რომ დამჭრეს, რაზეც ჩემმა სალდათმა ისეთი განწირული ხმით იკივლა არიქა მიშველეთო რომ... აი ეგ მომეწონა...

მოკლედ ყველაზე მეტად პახოდკა, ტექსტურა და კომპის დამძიმება არ მომეწონა.

4. მართვა, ანუ კლავიატურის განლაგება: რა ვქნა კაცო მივეჩვიე მე ამ ფლეშპოინტის კლავიშების განლაგებას და მის მემკვიდრეზე კლავიშებს რომ მიცვლი, ცოტა ისე შეცვალე მაინც რომ მაგის გულისთვის ბოტების დასაცინი არ გავხდე

თამაშში სიახლეა, ეხლა შეგიძლია დაბალ ღობეებს გადაახტე, რისთვისაც შესაბამის კლავიშზე დაჭერისას ჯარისკაცი აკეთებს შემდეგ მოქმედებას: აწევს ერთ ფეხს, გადაალაჯებს ღობეზე, მერე აწევს მეორე ფეხს და გადმოალაჯებს. თან ამას აკეთებს მაშინაც როცა ღობე წინ არ გაქვს მაგრამ იმ კლავიშზე ხელს მაინც აჭერ

ის კლავიშა არის "V"...

ადრე კლავიში "V" გამოიყენებოდა მოწინააღმდეგის მიზანში ამოსაღებად. მიჩვევაა ყველაფერი და რა ვქნა... ვწევარ ჩუმად ბალახებში, დავინახე მტერი, ხოდა ამოვიღე მიზანში... ამ დროს ეს დებილი (ჩემი ჯარისკაცი) წამოხტა და დამიწყო კანკანის ცეკვა ნუ იქ ამბავი დატრიალდა... ჩემები ხო მაგარი დაქლიავებულები მიყურებდნენ, მტერიც მაგარი გაშტერდა. მოკლედ როგორც იქნა მოვახერხე და ისევ ჩავწექი ბალახებში... კიდევ კარგი ბისზე არ გამომიყვანეს

3) ავტორი: giorgi jari
es chemi ki araa ro naxe win ra aweria biggrin biggrin biggrin

2) ავტორი: ilo khvichia khvichia
biggrin es onlaini iyo tu kampaniaa
me vtamashob onlines da vjdebi tankshi an shveulfrenshi :P
me mevaseba nu swori xar magaze damiznebas amdeni xani unnda magram
nastroikashi sheuliyavi da iq sheidzleba avtomaturad damizneba biggrin

1) ავტორი: giorgi jari
bolo iyo magari gado ra... biggrin biggrin biggrin biggrin

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja