აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში ქალებიც იმსახურებენ
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ ქალბატონების საზღვაო ფლოტში მიღების ნებართვა გასცა. ეს გადაწყვეტილება ამერიკის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა მოიწონა და შესაბამისი შეტყობინება კონგრესში გადაგზავნა.
თავის მხრივ, კონგრესს გადაწყვეტილებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს და შესაბამისად იგი ძალაში შევიდა.
ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ის სამხედრო ხელისუფლება აცხადებდა, რომ დროა, ქალის სამხედრო საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხი გადაიხედოს.
შეგახსენებთ, რომ დღემდე ქალბატონებს აშშ-ის ფლოტში სამსახური აკრძალული ჰქონდათ.