აზოვის ზღვის აკვატორიაში გემების შეჯახების შედეგად ქართული გემი ჩაიძირა. ერთმანეთს თურქული გემი "სანტა ვიქტორია" და ქართული "ბერილი" შეეჯახნენ. ქართული გემი, როსტოვიდან თურქეთის მიმართულებით მიცურავდა. საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბადრი ფარტენაძის განცხადებით გემის 12 წევრიანი ეკიპაჟი - სადაც 9 მეზღვაური ქართველია - სრული შემადგენლობით გადარჩენილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამაჟამად ეკიპაჯის ყველა წევრი "სანტა ვიქტორიაზე" იმყოფება. მომხდარის შესახებ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის თემურ ფარცვანიას ოჯახმა ტელევიზიით შეიტყო.