|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ბერლინი და გროზნო.... |
|
|
აქ არის დეტალური აღწერა თუ რა სახის შეიარღება დაკარგა საბჭოთა არმიამ ქალაქის ბრძოლებში.ბერლინი და გროზნო.შეიძლება იგივე გამოიყენონ თბილისშიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს საბჭოთა არმიის ბერლინში ჩატარებულ სტარატეგიულ ოპერიაციას (1945 წლის 16 აპრილი-8 მაისი) ფაშისტური გერმანიის კაპიტულაცია მოჰყვა. ქალაქს საბჭოთა 1 მილიონ 906 ათასი საბჭოელი უტევდა და 6250 ტანკითა და თვითმავალი საარტილერიო სისტემებით იყვნენ გაძლიერებულნი. 23 დღიან უმძიმეს ბრძოლებში საბჭოთა არმიის ჯავშანსატანკო არმიას 1997 ტანკი და თვითმავალი საარტილერიო სისტემა გამოაკლდა, რაც დღეში საშუალოდ 87 ჯავშანტექნიკის ერთეულს აღწევდა. ბერლინის დამცველი ვერმახტის ჯარისკაცები და პოლკფაშისტური მოლაშქრეები საბჭოთა ტანკებს მრავალფეროვანი შეიარაღებით ებრძოდნენ. მათ შორის იყო "ფაუსტპატრონები", "პანცერფაუსტები", "პანცერშრეკები" და ცეცხლგამჩენი ყუმბარები. ქალაქში მოძრაობისას იმის შიშით რომ ხელყუმბარა არ ჩაეგდოთ ტანკში ლუკი ყოველთვის დაკეტილი იყო. "ფანცერფაუსტები" და "ფაანცერშრეკები: კი კუმულატიური მუხტის საშუალებით წვრილეად ხვრეტდნენ ჯავშანს და შიგნიდ დიდი რაოდენობით წნევას უშვებდნენ, დაკეტილი ლუკის გამო კი ეს ყუმბარმტყორცნები მაქსიმალური ეფექტიტ მოქმედებდნენ. "ფანცერფაუსი" გამოსაყენებლად იმდენად მარტივი იყო რომ 12 წლის ბავშვის ხელშიც კი იგი მრისხანე იარაღი ხდებოდა და მის გასაშვებად მთელი რაზმი არ იყო საჭიროდ. გერმანელთა საცეცხლე წერიტილების გასანადგურებლად ტანკების წყვილი ანდა 2 წყვილი მიდიოდა. ერთი მათაგანი ქუჩის ერთ მხარეს ამუშავებდა ხოლო მეორე კი მეორეს. ტანკები მეავტომეტათა თანხლებით გადაადგილდებოდნენდ და წინააღმდეგობასთან შეხვედრისთანავე ჩამოქვეითებულებს კარგ დახმარებას სატანკო ტყვიამფრქვევი DSHK იძლეოდა. ჩეჩნეთის დედაქალაქს ფედერალურმა ჯარებმა 1994 წლის 31 დეკემბერს შეუტიეს. 15 000 სამხედრო 200-მდე ტანკისა და 500-ზე მეტის ჯავშანტრანსპორტიორის თანხლებით შევიდა. ფედერალები ქალაქის ასაღებად T-72B1, T-72B (M), T-80 და T-80BV ტიპის ტანკებით იყო აღჭურვილი. რუსი გენერლები ადვილ გამარჯვებას იმედოვნებდნენ ჰავშანტექნიკის დიდი რაოდენობის ხარჯზე. ტანკისტებს წვრილმასშტაბიანი რუკები არ ქონდათ და მსხვილმასშტაბიან რუკებზე მათ ორიენტაცია უჭირდათ. ჩეჩეთის პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა ქალაქს კარგი დაცვის სქემა გაუკეთა და ფედერალებმა თავიდანვე დიდი დანაკარგები განიცადეს. ჩასაფრებაში მოყოლილ რუსებს ჩეჩნები კლასიკური მეთოდით ანადგურებდნენ. ჯერ პირველს მერე კი ბოლო მანქანას აფეთქებდნენ. ხოლო შემდე კი დანარჩენებს ამუშავებდნენ. ბოლოს რუსებმა ტაქტიკა შეცვალეს და შენობების სათითაოდ აღებაზე გადავიდნენ. ფედერალემა გროზნოში 49 ტანკი, 139 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 98 ჯავშანტრანსპორტიორი და 51 დაჯავშნული მანქანა დაკარგა. მომზადებულია ჟურნალ "არსენალი"-ს მიხედვით
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |