|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
d-30 |
|
|
იუხედავად იმისა, რომ ჰაუბიცა Д-30 გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა, იგი დღესაც არის რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების შეიარაღებაზე. ამ ტიპის ჰაუბიცები შეიარაღებაზე აქვთ ასევე ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს, ჩინეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას. ტრადიციული ორფეხა სადგამის მაგივრად Д-30-ის ლაფეტს აქვს სამფეხა სადგამი, ხოლო სავალი ნაწილი თავსდება ზედა დაზგაზე. სადგამის ერთი ფეხი უძრავია, დანარჩენი ორი კი იშლება 120 გრადუსიანი კუთხით. ასეთი სქემა წრიული ცეცხლის წარმოების საშუალებას იძლევა. ცეცხლის ხაზის მცირე სიმაღლე საშუალებას იძლევა, იარაღი გამოყენებულ იქნას ტანკსაწინააღმდეგო დაცვის სისტემაში მისი ძირითადი ამოცანის შესრულების პარალელურად - საცეცხლე წერტილების ჩასახშობად და საველე ნაგებობების დასანგრევად. ჰაუბიცის ლულის სიგრძეა 4,6 მ. მასზე დაყენებულია სალულე მუხრუჭი, რომელიც შთანთქავს უკუდარტყმის ენერგიის 50%-ს. მისი ნახევრად ავტომატური საკეტი მახვილისებურია და გადაადგილდება ვერტიკალურად. დამიზნების მექანიზმები საშუალებას იძლევა, ვერტიკალური სროლის კუთხე იცვლებოდეს -7 გრადუსიდან +70 გრადუსამდე. თუ აწევის კუთხე 22 გრადუსს არ აღემატება, ჰორიზონტალური სროლის კუთხე 360 გრადუსის ტოლია. ტყვიებისგან საბრძოლო გათვლის, ასევე, საარტილერიო ჭურვებისა და ნაღმების ნამსხვრევებისგან დასაცავად ზედა დაზგაზე დაყენებულია ფარი. Д-30-ის ტრანსპორტირება ხდება საჯარისო სამღერძიანი სატვირთო ავტომობილით. სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში მის გადაყვანას 1,5-2,5 წუთი სჭირდება. სროლა ხორციელდება მსხვრევადი, მსხვრევად-ფუგასური, კუმულაციური, კვამლწარმომქმნელი, მანათობელი ჭურვებით. ასევე, ჭურვებით, რომლებიც შეიცავს ისრისებურ მომაკვდინებელ ელემენტებს. სწორი გასროლის მანძილი შეადგენს 850 მეტრს. ჰაუბიცის კუმულაციური ჭურვი ხვრეტს 180 მმ-იან ჯავშნიან ფოლადს. Д-30-ის ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება: კალიბრი - 122 მმ; ლულის სიგრძე - 4,6 მ; საბრძოლო გათვლა - 5 ადამიანი; მასა საბრძოლო მდგომარეობაში - 3,2 ტონა; ჭურვის საწყისი სიჩქარე - 690 მ-წმ; ჭურვის მასა - 14,08-21,76 კგ; სროლის მაქსიმალური მანძილი - 15,3 კმ; სროლის სიჩქარე - 6-8 გასროლა წუთში; სისტემის სიგრძე სალაშქრო მდგომარეობაში - 5,4
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |