ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დაშლილის აღდგენა ძნელი იქნება...

17 მარტს ვაზიანის სამხედრო ბაზაში თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილეს კანონპროექტი "საქართველოს თავდაცვის შესახებ".

ამ კანონპროექტით უქმდება სამხედრო-საჰაერო ძალები და ის შედის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში.

ამის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იქნება: ა) სახმელეთო ჯარები; ბ) სახმელეთო ჯარების სამხედრო-საჰაერო ძალები.

ასეთი განმარტება - სახმელეთო ჯარების სამხედრო საჰაერო ძალები, დიდ გაურკვევლობას ქმნის და საეჭვოა, რომელიმე ქვეყნის პრაქტიკაში არსებობდეს.

თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს სამხედრო-საჰაერო ძალების, როგორც შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სახეობის გაუქმებას, "კვირის პალიტრის" წინა ნომერში უკვე ვწერდით. განგვაცვიფრა ამ გასვლითი სხდომის დამთავრების შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის მიერ ტელევიზიებისთვის გაკეთებულმა კომენტარმა, სადაც ის შეეცადა, გაემართლებინა სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების ინიციატივა.

ამონარიდი ამ ინტერვიუდან: "პრაქტიკამ, მათ შორის ომის პერიოდში, დაგვანახა, რომ საჰაერო ძალებს საქართველოში აქვს ძირითადი დატვირთვა სახმელეთო ოპერაციების მხარდაჭერაში. საერთაშორისო პრაქტიკაში არის ასეთი მაგალითები, თუნდაც კანადაში. აღარ არსებობს კანადის საჰაერო ავიაციის სარდლობა, მიუხედავად იმისა, რომ კანადას სტრატეგიული ავიაციაც აქვს. ამიტომაც ჩვენ არ ვართ ამ საქმეში პიონერები".

ამ ინტერვიუდან ორი რამ არის საკვირველი:
ჩანს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ არ იცის, რომ საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს შეუძლიათ არა მარტო სახმელეთო ოპერაციების მხარდაჭერა, არამედ ფრონტის ხაზიდან მოწინააღმდეგის ზურგში 200-300 კმ-ის სიღრმეში სარაკეტო დარტყმა და დაბომბვა.

ანუ ისინი ოპერატიულ-ტაქტიკურ დავალებასაც ასრულებენ, რაც ასე გვჭირდებოდა აგვისტოს ომის დროს, როდესაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო როკის გვირაბის ჩაკეტვა, რათა იქიდან უწყვეტ ნაკადად შემოსული რუსი ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა ცხინვალამდე არ მისულიყო და შეტევისთვის სამი მიმართულებით არ გაშლილიყო; მაგრამ მაშინ ჩვენი Су-ების შესაძლებლობები ხელისუფლებამ ვერ ან არ გამოიყენა.

ახლა რაც შეეხება კანადის მაგალითის მოხმობას: 1924 წლიდან კანადის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები 1968 წელს შეუერთდა არმიას და ფლოტს. მაშინ კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრი პაველ ჰელაიერი აცხადებდა, რომ ასეთი შერწყმა გაზრდიდა შეირაღებული ძალების მოქნილობას.

მაგრამ სულ მალე, 1975 წელს, კანადელი გენერლები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და შექმნეს AIRCOM (Canadian forces air command) - კანადის შეიარაღებული ძალების საავიაციო მეთაურობა, რომელიც კანადის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სახეობაა. ფაქტობრივად, კანადის ხელისუფლებამ აღადგინა მანამდე, 44 წლის განმავლობაში არსებული კანადის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები.

7 წელი (1968-1975) სრულიად საკმარისი აღმოჩნდა კანადელებისთვის იმის შესაგნებლად, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს. ისე არ მოხდეს, გამართლდეს გივი თარგამაძის ნათქვამი და კანადის კვალად, რამდენიმე წელიწადში ჩვენც დაგვჭირდეს გაუქმებული და სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში დაკნინებული ქართული სამხედრო ავიაციის აღდგენის დაწყება.
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja