ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დასკვნა! "2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი საქართველოში"

უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შეფასებითი ნაწილის ყველაზე საინტერესო დეტალების ქართულენოვანი ვერსია ექსკლუზიურად WEB-ARMY-ს მკითხველისთვის

ქართველი საზოგადოება მოუთმენლად ელოდა საქართველოში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დამდგენი საერთაშორისო მისიის, ე. წ. ტალიავინის კომისიის დასკვნას, რომელიც აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებსა და შემდგომში განვითარებულ მოვლენებს სწავლობდა. დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ინგლისურენოვანი ვარიანტი. ცხადია, ომში გამარჯვებული მხარე არ არსებობს, თუმცა ქართული და რუსული მხარეც ამ დოკუმენტში თავიანთ სიმართლეს პოულობენ. დასკვნის დეტალებზე კამათისას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთისთვის იმის მტკიცებაც კი მოუხდათ, ვინ უკეთ იცის ინგლისური ენა და ვინ უკეთ ჩასწვდა ამ დასკვნის არსს(!).
WEB-ARMY ითვალისწინებს ქართველი საზოგადოების ცხოველ ინტერესს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით და მკითხველს ექსკლუზიურად სთავაზობს დასკვნის შეფასებითი ნაწილის კომპეტენტურ თარგმანს.

გამოვტოვეთ ის პუნქტები, რომლებიც შეიცავს მხოლოდ ისტორიულ ექსკურსს გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული, რაც ჩვენი საზოგადოებისათვის ისედაც კარგად არის ცნობილი.

1) შეიარაღებული დაპირისპირების შედეგი ყოველთვის ადამიანური ტრაგედიაა. როდესაც ბრძოლა მთავრდება, რჩება სამწუხარო ჩანაწერი მკვლელობების, სხვა დანაკარგების, მძიმე ტანჯვის, ოცნებებისა და იმედების შესახებ, რომლებიც დაიმსხვრა, ხშირ შემთხვევაში, სამუდამოდ. საქართველოს 2008 წლის კონფლიქტში გასარკვევად, ჩვენ არ ვიცით იმაზე უკეთესი გზა, ვიდრე იმ ადამიანთა მოგონება, რომლებიც მონაწილეობდნენ მასში და დაზარალდნენ. ჩვენ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდა თავისი მიზეზი, მათი ქმედებები გამომდინარეობდა მათივე გამოცდილებიდან და მეხსიერებიდან. კონფლიქტში მონაწილეთა უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ისინი იმას აკეთებდნენ, რაც უნდა გაეკეთებინათ. თუ ამ ადამიანთა მოტივებს კარგად დავუკვირდებით, გავიგებთ მათ მიზნებს, თუმცა, შეიძლება საშუალებებს ვერ დავეთანხმოთ. მიზნის გაგება ნათელს მოჰფენს ფაქტებს. ეს მოხსენება შეეცდება, გადმოსცეს სამართლიანი და მიუკერძოებელი შეხედულება კონფლიქტის მხარეთა ქმედებებზე, მიზეზებსა და მათ შედეგებზე. ბევრი მათგანი კრიტიკულად შეფასდება, თუმცა ვერაფერი შეცვლის ჩვენს პატივისცემას რომელიმე რეგიონში - იქნება ეს დიდი თუ მცირე - მცხოვრები ხალხის ბედისა და მათი მისწრაფებების მიმართ. მათი მისწრაფებანი არ ყოფილა გადამწყვეტი მიზეზი მტრობისა, რადგან მსგავსი პრობლემები სხვაგან მშვიდობიანად გადაწყვეტილა. აღნიშნული პრობლემები იყო მხოლოდ საბაბი, რაც გამოიყენეს შეიარაღებული დაპირისპირების დასაწყებად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოხსენების მიზანია, აღწეროს მოვლენები, რომლებიც მოხდა, რათა აქედან გამოტანილმა დასკვნებმა დასაბამი მისცეს მშვიდობას რეგიონში და სხვაგანაც.
2) 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით (8 აგვისტოს გამთენიისას) ქალაქ ცხინვალს ინტენსიურად შეუტია ქართულმა მძიმე არტილერიამ. ქართული არმიის სხვა შენაერთები ასევე უტევდნენ ქ. ცხინვალსა და მის შემოგარენს. მალევე ბრძოლაში ჩაერთვნენ რუსული, სამხრეთოსური და აფხაზური სამხედრო შენაერთები და შეიარაღებული დანაყოფები. თუმცა, ქართული იერიშის შეჩერებას სამხრეთ ოსეთში დიდი დრო არ დასჭირვებია. საპასუხოდ, რუსული შეიარაღებული ძალები, მათ შორის საჰაერო დარტყმებითა და შავი ზღვის ფლოტის დანაყოფებით, ღრმად შეიჭრნენ საქართველოში, გადაკვეთეს ქვეყნის მთავარი აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა, მიაღწიეს ფოთის პორტს და გაჩერდნენ ქვეყნის დედაქალაქთან, თბილისთან ახლოს. შეიარაღებული დაპირისპირება განვითარდა და მოიცვა შიდასახელმწიფო და სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი: ერთი მხრივ სამხრეთი ოსები და აფხაზები საქართველოს წინააღმდეგ და ამავე დროს რუსეთისა და საქართველოს სამხედრო დაპირისპირება, მეორე მხრივ, ერთდროულად ორი ასეთი კონფლიქტის კომბინაცია, ძირითადად, მიდრეკილია საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევისკენ. სწორედ ასეც მოხდა და ამის მრავალი ნიმუში არის ჩადენილი სამხრეთ ოსეთის არარეგულარული დაჯგუფებების მიერ, რომლებსაც ადეკვატურად არ ან ვერ აკონტროლებდნენ რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები. კიდევ ერთი საომარ მოქმედებათა ფრონტი გაიხსნა ქვეყნის დასავლეთით, სადაც აფხაზურმა ძალებმა რუსეთის ძალების დახმარებით აიღეს ზემო კოდორის ხეობა მცირე ქართული დასახლებით. 5-დღიანი ბრძოლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ევროკავშირის სახელით მოქმედებდა, მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამას მოჰყვა იმპლემენტაციაზე (აღსრულებაზე. - რედ.) შეთანხმება 2008 წლის 8 სექტემბერს, ისევ პრეზიდენტ სარკოზის განუწყვეტელი მცდელობის შედეგად. ეს წარმატებული პოლიტიკური ქმედება განხორციელდა საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობის სანაცვლოდ, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოსი, რომელსაც უნდა ემოქმედა მოქნილად და გადამწყვეტად იმისათვის, რომ გაეკონტროლებინა არნახული დაძაბულობა, რაც წინ უსწრებდა შეიარაღებულ კონფლიქტს. მას შემდეგ არანაირი პროგრესი არ მომხდარა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების რთულ პროცესში, გარდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებისა და ჟენევის მოლაპარაკებებისა. სიტუაცია კვლავაც დაძაბული და ფეთქებადსაშიშია და ბევრს ეშინია, რომ კვლავაც არის შეიარაღებული დაპირისპირების განახლების საფრთხე.
3) 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოში, რაც იყო კულმინაცია იმ მუდმივი დაძაბულობისა, პროვოკაციებისა და ინციდენტებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში. მართლაც, კონფლიქტს ღრმა ფესვები აქვს რეგიონის ისტორიაში, ისევე, როგორც ხალხთა ტრადიციებსა და შეხედულებებში, ერთმანეთის მიმართ უნდობლობასა და გაუგებრობაში, რომელიც არათუ გამოსწორებულა ოდესმე, არამედ ვიღაცას თავის სასარგებლოდაც გამოუყენებია. რეგიონი ყოველთვის ხასიათდებოდა სხვადასხვა ეროვნებათა მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციით, ამავდროულად იყვნენ მათ შორის მცირე ერები, რომლებსაც ჰქონდათ განცდა, რომ ისინი იჩაგრებოდნენ, იმყოფებოდნენ დაქვემდებარებულ პოზიციაში. საბჭოთა ფედერალიზმმა ვერ აჯობა გულჩათხრობილ ანტაგონიზმს და იმ ქაოსმა, რომელიც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას, გააძლიერა უნდობლობა და მტრობა რეგიონში. ახალწარმოქმნილი სახელმწიფოს თვითშეცნობის ტალღა, რასაც მოჰყვა პოლიტიკური ცვლილებები საქართველოში 2003 წლის ბოლოს, დაეჯახა რუსეთის სურვილს, შეექმნა პრივილეგირებული ინტერესთა ზონები თავის საზღვრებთან ახლოს, სადაც ადვილად არ მიიღებდნენ ისეთ მოვლენებსა და განვითარებას, რაც საზიანო იქნებოდა რუსეთის ინტერესებისთვის. ამავდროულად, სამშვიდობო შეთანხმებანი, რომლებიც დაიწყო საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით, გადაფარა პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციის სულ უფრო დაძაბულმა განვითარებამ. აღნიშნული სამშვიდობოები დაფუძნდა 90-იან წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისში, და მას შემდეგ დარჩა მეტ-ნაკლებად უცვლელი. იმ რეგულირებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, რომელიც სჭირდებოდათ ორგანიზაციებს რეგიონში, მათ მალევე დაკარგეს მნიშვნელობა და უნარი და გახდნენ უსარგებლო დასახული მიზნის მიღწევისთვის.

4)...

5)...

6)...

7) ათასწლეულის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გაურკვეველი პოლიტიკური სტატუსი უფრო რთული მოსაგვარებელი ხდებოდა და არ ჩანდა პრობლემის მოგვარების რაიმე მკაფიო საშუალება. ამავდროულად, ცხადი იყო გეოპოლიტიკური ცვლილებები, მათ შორის ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, ახალი საერთაშორისო დაინტერესება კავკასიის რეგიონის მიმართ, რაც დაკავშირებული იყო უსაფრთხოების პოლიტიკის გაფართოებასა და ენერგომომარაგებასთან. ახალი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთი გახდა უფრო სტაბილური და ამავდროულად ურყევი საზღვართან ახლოს თავისი გავლენის სფეროების მიმართ. ცვლილებები მოხდა საქართველოშიც. თანამდებობრივი ფიცის დადებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის პრიორიტეტად დაასახელა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება. პრეზიდენტობის პირველივე წელს მისმა წარმატებამ, თბილისის კონტროლის ქვეშ საქართველოს განდგომილი სამხრეთი პროვინცია აჭარის დიდი სირთულეების გარეშე დაბრუნებაში და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებამ განამტკიცა სააკაშვილის გადაწყვეტილება. თუმცა ორი მხარის მისწრაფებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. პირველი დამაიმედებელი მოკლე პერიოდის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობა მალევე დაიძაბა. პოლიტიკური კლიმატი მკვეთრად გაუარესდა. სააკაშვილის პრეზიდენტობისას სამხედრო დანახარჯები 1%-დან 8%-მდე გაიზარდა და ცოტა თუ იყო ისეთი, ვინც ამაში სიგნალს არ ხედავდა. გარდა ამისა, საქართველოს მყარი პროდასავლური საგარეო პოლიტიკა და პრეზიდენტ სააკაშვილის ენერგიული მცდელობა საქართველოს ნატოს წევრად გახდომისა, მოსკოვის მიზნებს არ ეწყობოდა, მით უმეტეს, რომ ედუარდ შევარდნაძეს უკვე გაკეთებული ჰქონდა წევრობისთვის პირველადი თხოვნა. საქართველომ იპოვა მოკავშირეები საგარეო პოლიტიკაში, ეს იყო უკრაინა ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ და ბალტიისპირეთის ქვეყნები. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ყველაფერი არ აძლევდა ხელს და არ შედიოდა რუსეთის გეგმებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან დაკავშირებით.
8) მანამ, სანამ საქართველო და რუსეთი იმყოფებოდნენ ურთიერთობათა გაუარესების პერიოდში, რომლის დროსაც აღინიშნებოდა არამეგობრული და ხშირად საომარი რიტორიკაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა პირველი ადგილი საქართველოს საგარეო პარტნიორებს შორის. აშშ გამოხატავდა სრულ მხარდაჭერას საქართველოსა და პირადად მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომლის კულმინაცია იყო პრეზიდენტ ბუშის ე.წ.“თავისუფლების შუქურის სიტყვით გამოსვლა 2005 წლის 10 მაისს თბილისში. აშშ საქართველოს უწევდა ფართო ეკონომიკურ მხარდაჭერასაც. საქართველო გახდა აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარების ინტენსიური მიმღები, უწევდა სამხედრო დახმარებასაც როგორც წვრთნის პროგრამებით, ასევე შეიარაღებითა და ფინანსებით. პირველად სამხედრო დახმარების მიზანი იყო, საქართველოს სრულად გაეკონტროლებინა კოდორის ხეობა, სადაც რუსეთის განცხადებით, თავს აფარებდნენ ჩეჩენი მეომრები. მოგვიანებით სამხედრო დახმარების მიზნად ასახელებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, მათ შორის კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. საბოლოოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ადამიანური ძალა გაორმაგდა შევარდნაძის პერიოდთან შედარებით, ჰქონდათ ბევრად უკეთესი შეიარაღება და წვრთნა, ვიდრე ოდესმე, გარნიზონები ჰქონდათ მოდერნიზებულ სამხედრო ბაზებზე, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი იყო სენაკის ბაზა აფხაზეთთან ახლოს და მეორე ბაზა გორთან, სამხრეთ ოსეთთან ახლოს. როდესაც 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებულმა კონფლიქტმა ამოხეთქა საქართველოში, ქართულ სამხედრო ძალებში იყო ასობით სამხედრო მრჩეველი აშშ-დან და ნავარაუდევია უფრო მეტი სპეციალისტისა და მრჩევლის ყოფნა საქართველოს ხელისუფლებისა და ადმინისტრაციის სხვადასხვა შტოში. მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება წვრთნებისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით საქართველომ მიიღო უკრაინის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ისრაელისგან, რომელიც უფრო მეტად გამოირჩეოდა ტექნოლოგიითა და ხარისხით, ვიდრე რაოდენობით. ყველა მათგანი დაემატა საქართველოს ახალ სამხედრო ძალას, რომელსაც ამაყად აჩვენებდნენ ხელსაყრელ შემთხვევებში, როგორიცაა ეროვნული აღლუმი.

9)...

10)...

11) მართალია, სადავო იურიდიულმა საკითხებმა, რომლებიც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას, ასევე ითამაშა როლი ომის ეტაპზე გადასვლაში, რასაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი. სამხრეთ ოსებისა და აფხაზების თვითგამორკვევის უფლება და მათი უფლება, ცალმხრივად გამოეყონ საქართველოს სახელმწიფოს, არის ორი სამართლებრივი საკითხი, რომლებიც უკავშირდება კონფლიქტს. ორივე მათგანი (სამხ. ოსეთი და აფხაზეთი) თვითგამორკვევის უფლებას მიიჩნევს საფუძვლად მათი მოთხოვნისა, იყვნენ დამოუკიდებლები და ჰქონდეთ სუვერენიტეტი შესაბამის ტერიტორიებზე. თუმცა საერთაშორისო სამართალი არ ცნობს უფლებას, ცალმხრივად შეიქმნას ახალი სახელმწიფო თვითგამორკვევის პრინციპზე დაყრდნობით, როცა არ არსებობს კოლონიური კონტექსტი და აპარტეიდი. საგანგებო თანხმობას გამოყოფაზე ისეთი ექსტრემალური პირობებისას, როგორიცაა გენოციდი, ჯერ არა აქვს მოპოვებული საერთაშორისო მხარდაჭერა. კომისიისთვის მოპოვებული მასალებით მალევე გახდება ცნობილი, რომ 2008 წლის შეტაკების დროს გენოციდი არ მომხდარა. მეტიც, სახელმწიფოთა საერთაშორისო პრაქტიკა და მსოფლიოს მთავარი სახელმწიფოები დგანან მსგავსი დაშვების საწინააღმდეგო პოზიციაზე, მაგალითად, რუსეთის შეხედულება კოსოვოსთან მიმართებაში. ეს ეხება სახელმწიფოს დაშლის პროცესსაც, რასაც ჰქონდა ადგილი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოში. მტკიცედ აღიარებულ უტი პოსსიდეტის პრინციპზე დაყრდნობით, ისეთ შემთხვევებში, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, მხოლოდ მის შემადგენელ სახელმწიფოებს, როგორიცაა საქართველო, აქვთ დამოუკიდებლობის უფლება და არა ისეთ ქვეერთეულებს, როგორიცაა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი.
ასე რომ, სამხრეთ ოსეთს, ისევე, როგორც აფხაზეთს, უფლება არ ჰქონდათ ცალმხრივად გამოყოფოდნენ საქართველოს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცნობა მესამე სახელმწიფოების მიერ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არღვევს დაზარალებულ სახელმწიფოს, როგორიცაა საქართველო, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ეწინააღმდეგება ჰელსინკის დასკვნითი აქტის პირველ პრინციპს, რომლის თანახმად,“მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენულ თანასწორობას და ინდივიდუალურობას, ისევე, როგორც ყველა უფლებას, რომლითაც ხასიათდება მათი სუვერენიტეტი და რომელთაც მოიცავს იგი, მათ შორის სახელმწიფოთა უფლებას სამართლებრივ თანასწორობაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებაზე, პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე.

ჰაიდი ტალიავინი
მისიის ხელმძღვანელი

(დასკვნის სრული ვერსია იხილეთ 5 -11 ოქტომბრის გაზეთ ”კვირის პალიტრაში”)

მომზადებულია გაზეთ კვირისპალიტრას მიხედვით.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja