ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დავით აღმაშენებელი

დავით აღმაშენებელი

დავითი 1089 წელს გამეფდა მას შემდეგ, რაც გიორგი მეორე ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ აიძულა, გადამდგარიყო. გამეფებულმა დავითმა ჩაიბარა თურქთა თარეშითა და ერთწლიანი მიწისძვრებით იავარქმნილი, ფეოდალურად დაქუცმაცებული და დაკნინებული ქვეყანა, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობის დიდი ნაწილით.

შეიძლება ითქვას, რომ დავითმა თავისი მოღვაწეობა რეფორმებით დაიწყო.

რეფორმები
სახელისუფლო
დაიწყო ბრძოლა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებთან. 1093 წელს დავითმა შეიპყრო გაურჩებული კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში, მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ, როცა დარწმუნდა მის ხელახალ ღალატში, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საბერძნეთში გააძევა, სადაც ურჩი ფეოდალი გარდაიცვალა კიდეც. 1103 წელს, რატი ლიპარიტის ძის გარდაცვალების შემდეგ დავით მეოთხემ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები, არაგვის ერისთავები.

საეკლესიო
საერო დიდგვაროვნებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1104 წელს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის - ურბნისის საეკლესიო კრება, რომელიც ,,მრავალი დღე" გაგრძელებულა, დასმული საკითხების პრინციპული ხასიათისა და მათი გადაწყვეტის სირთულის გამო. კრების გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიიდან განკვეთეს უმსგავსო ხუცესნი. დავითი თავისი სამხედრო ნაწილებით იცავდა კრებას, რათა განკვეთილ მღვდელმთავართა ნათესავ-ფეოდალების ზეწოლისაგან დაეფარა წმინდა მამები. კრების შედეგად მოწესრიგდა საეკლესიო კანონმდებლობა (სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ.). ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენტში ,,ძეგლისწერაჲ", რომელიც 16 მუხლად იქნა დაყოფილი. მე-12 საუკუნის პირველი მეოთხედისათვის პირადი ღირსებების მიხედვით საეკლესიო თანამდებობებზე სასულიერო პირთა დანიშვნა უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება იყო. რუის-ურბნისის კრების შემდეგ აღმაშენებელმა სახელმწიფოსა და სასამართლოს მართვის ბერკეტები ჭყონდიდელ-მთავარეპისკოპოსს გაუნაწილა. გადაწყდა, რომ კანცლერი, ანუ მწიგნობართუხუცესი, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იქნებოდა. ჭყონდიდელი იყო სააჯო კარის თავმჯდომარეც, ანუ უზენაესი მოსამართლე. მწიგნობართუხუცესის პრეროგატივას წარმოადგენდა: მთავრობის მეთაურობა, სახელმწიფოს განათლების სისტემის კურირება, საჭიროების შემთხვევაში მობილიზაციის გამოცხადება. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობის მქონე პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო.
ამგვარად, ყველა კანონი (მუხლი), რომელიც საეკლესიო კრებამ ,,ძეგლისწერის" სახით მიიღო, თავისთავად ცალკეულ რეფორმას წარმოადგენდა ეკლესიაში.

ეკონომიკური
დავით მეოთხემ დიდი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით: «მეფე მეფეთა მახვილი მესიისა დავით ძე გიორგისი», და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. დავითმა ,,საგადასახადო ინსპექცია", ანუ მაშინდელი მანადატურები გლეხთა ფენიდან აარჩია. ლოგიკა მარტივია. საქართველოში ძირითად საწარმოო ძალას ფეოდალები წარმოადგენდნენ, შესაბამისად, მეფისგან განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი გლეხი-მანდატური ყოველმხრივ მოერიდებოდა ,,ურჩგადამხდელ" ერისთავთან ალიანსს, რამეთუ, ამით საკუთარ ძალაუფლებას აგდებდა საფრთხეში (გამჟღავნების შემთხვევაში); თანაც, თუკი იგი, როგორც მოხელე, პირუთვნელ რეპუტაციას მოიპოვებდა, შანსი ჰქონდა, მეფისგან აზნაურის ხარისხი მიეღო და თავად გაფეოდალებულიყო.
აღმაშენებელს კარგად ესმოდა ქალაქების როლი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საქმეში და ამიტომ, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობდა ქალაქების დაწინაურებასაც. უნდა აღინიშნოს, რომ აღმაშენებლისა და სამეფო ხელისუფლების დიდმა მცდელობამ გორი მე-12 საუკუნის პირველ მეოთხედში, თბილისისა და ქუთაისის შემდეგ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრად აქცია. დავითი დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამის თევა.
აღმაშენებელმა, თბილისის გათავისუფლების შემდეგ, დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა შექმნა, რისი მეშვეობითაც, როგორც ევროპელთათვის, ისე მაჰმადიანთათვის, საქართველოში ფინანსური გარიგების წარმოება უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე მათს მშობლიურ ქალაქებში. შედეგად, თბილისი - მსოფლიო სავაჭრო ცენტრად, ხოლო საქართველო მსოფლიო უდიდეს სახელმწიფოდ გადაიქცა.

სამხედრო - საპოლიციო
თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებისათვის საქართველოს უპირველესად ესაჭიროებოდა ლაშქრის ორგანიზაციის მოწესრიგება. ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. დავითმა ერთგულ მოლაშქრეთაგან შეადგინა ხუთიათასიანი მუდმივი, პირადი გვარდია - ,,მონა-სპა", რომელთაც აუკრძალა ომების დროს წამოღებული ნადავლის განაწილება და სანაცვლოდ, სახელმწიფო ხაზინიდან აფინანსებდა. აღმაშენებელმა მკაცრი სამხედრო დისციპლინა შემოიღო ჯარში: ,,საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულველი და ყოველი უწესობა მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა". ყოველი წინასწარ დაგეგმილი ომის წინ დავითი ჯარს ამარხულებდა და სარწმუნოებას კიდევ უფრო ამტკიცებდა მათში. ახალგაზრდა მეფემ მოქმედების სისწრაფისათვის ქვეითი ჯარი შეცვალა ცხენოსანი რაზმებით, რომლებიც ყველა დროს მზად უნდა ყოფილიყვნენ. შეცვალა საომარი ტაქტიკაც, შემოიღო ახალი სტრატეგიული ხერხები.
სამეფო ხელისუფლებამ ძლიერი საპოლიციო აპარატი შექმნა, რომელსაც სათავეში მანდატურთუხუცესი ჩაუყენა. ჩამოაყალიბა ფარული პოლიცია - მსტოვართა ინსტიტუტი, რომლის ფუნქციასაც ქვეყნის შიგნით როგორც ავის განმზრახავთა, ისე სახელმწიფოსთვის კეთილის მსურველთა აღმოჩენა და შესწავლა წარმოადგენდა. ქართველი მსტოვრები უცხო ქვეყნებში მოქმედებდნენ, როგორც მზვერავები და ძლიერ აგენტურულ ქსელს ქმნიდნენ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, 1120 წლისათვის ქვეყანაში შეიქმნა 60 ათასიანი მუდმივი ლაშქარი, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. მუდმივი ჯარის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა დავით მეფის მიერ ჩამოსახლებული 40 000 ყივჩაღი. ამას გარდა, მეფეს ჰყავდა 5 ათასიანი პირადი (,,მცველად მისად") გვარდია -,,მონა-სპა". ქვეყნის ლაშქრის ერთ ნაწილს შეადგენდა ,,ქვეყნითგან გამოყვანილი და ერისთავთა ქვეშე დაწესებული" ფეოდალური ლაშქარი, რომელიც ავტორიტეტითა და სიმპათიით სარგებლობდა. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ლაშქარს ემატებოდა ,,როქის სპა"-უცხოელთა დაქირავებული ჯარი.

სასამართლო
დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული სასამართლო დაწესებულების ,,სააჯო კარის" გარდაქმნა. ფეოდალურ საქართველოში მე-12 საუკუნის პირველ მეოთხედამდე უმაღლეს მსაჯულად მეფე ითვლებოდა. ბუნებრივია, სამართლის ამგვარ წარმოებას ხარვეზები ჰქონდა. დავითის განწესებით, სააჯო კარის ხელმძღვანელობა ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს დაევალა. იგი იყო ,,მართლმსაჯული და ხელის ამპყრობელი უღონოთა და ქვრივთა". სააჯო კარი მუდმივად მოქმედი უმაღლესი სასამართლო დაწესებულება გახდა, რომელიც განიხილავდა ქვედა საფეხურის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მომჩივნის აჯას (თხოვნა-ვედრებას). სააჯო კარის ფუნქციას შეადგენდა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი საქმეების გარჩევა. ორშაბათობით ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი თვითონ სჯიდა საქმეებს, თავისი უახლოესი ხელქვეითი მოხელეების-მეფის საწოლისა და ზარდახნის მწიგნობრების მონაწილეობით. დანარჩენ დღეებში საქმეებს სხვა მოსამართლენი განიხილავდნენ. როგორც ჩანს, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესისა და სხვა მოსამართლეების კომპეტენცია გამიჯნული იყო.
ამგვარი სამართლის ახალი ინსტიტუტის შექმნა დავით აღმაშენებლის მიერ იმ დროისათვის მეტად მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი იყო. თვით ის გარემოება, რომ სასამართლო უზენაეს საფეხურზეც კი სახელმწიფოს მართვა-გამგეობისაგან განცალკევებული იყო და განსაკუთრებულ დაწესებულებად იქცა, ქართული სამართლის დიდ წარმატებად და ღირსებად უნდა ჩაითვალოს.

კულტურული
დავით აღმაშენებლის, როგორც პიროვნებისა და პოლიტიკოსის წარმატების უპირველესი საფუძველი მისი განსწავლულობა და გონების განუწყვეტელი წვრთნა იყო. თავისუფალ დროს იგი წიგნის კითხვას მიეცემოდა. ლაშქრობის დროსაც კი ბიბლიოთეკა თან ურმით დაჰქონდა. მას ესმოდა, რომ ქვეყნის წარმატების საწინდარი მძლავრი განათლების სისტემის არსებობა იყო.
როგორც ვიცით, დავითის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელის, კათალიკოს იოანეს, გიორგი ჭყონდიდელის და სხვა ღირს მამათა თაოსნობით დაარსდა გელათის აკადემია, სადაც ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტროლოგია, მუსიკალური ხელოვნება, ფილოსოფია, სამუნებისმეტყველო და ეკონომიკური დისციპლინები ისწავლებოდა. გელათის აკადემიის რექტორი, ანუ მოძღვართ-მოძღვარი თვით კათოლიკოსსა და მეფეზე არანაკლები პატივით სარგებლობდა. მონასტრები ძალზედ ძლიერ სავაჭრო ცენტრებს ფლობდნენ თბილისსა და სხვაგან.
დავითის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ქართველი ისტორიკოსების გარდა, მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; გარდა ამისა, მას სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.
დავით მეოთხემ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები ,,გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. ,,გალობანი სინანულისანი" ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზოგადოებრივ რეზონანსს იძენს.

საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის სამეფო კარზე საფუძველი ჩაეყარა შემწყნარებლურ, ტოლერანტულ პოლიტიკას, რომელსაც დავითის გარდაცვალების შემდეგაც ჩვენი მეფეები საუკუნეების განმავლობაში აგრძელებდნენ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ საქართველოს მეფე თანაბრად მზრუნველი იყო თავისი ქრისტიანი თუ მაჰმადიანი ქვეშევრდომების მიმართ.
დავით მეოთხის ტოლერანტული პოლიტიკა დიდად უწყობდა ხელს ქვეყანაში ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარება-გაცხოველებას. მეფე არ ერიდებოდა უცხო ქვეყნებიდან ვაჭართა საქართველოში გადმოსახლებას. ასე გადმოასახლა მან სომხები და ისინი მისი მეფობისას ქალაქად ქცეულ გორში ჩაასახლა. ამ ნაბიჯებით მეფე ვაჭრობის ცენტრის საქართველოში გადმოტანას ცდილობდა. დავით მეფე მაჰმადიან ვაჭარ-ხელოსნებსაც მფარველობდა, რომლებიც სელჩუკებისაგან გათავისუფლებული ქალაქების (თბილისი, დმანისი, რუსთავი, ანისი, შამახია) მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ. უფრო მეტიც, თბილისის აღების შემდეგ დავით მეფემ მთელი რიგი პრივილეგიები მიანიჭა მაჰმადიან ვაჭრებს: უფრო ნაკლები გადასახადი დაუწესა, ვიდრე ქრისტიანებსა და ებრაელებს. მეფემ პირობა მისცა თბილისის მაჰმადიანებს, რომ მათს უბანში ღორს არ გადაუშვებდნენ, არ დაკლავდნენ და მის ხორცს ბაზარზე გასაყიდად არ გამოიტანდნენ. ყოველივე ეს იმისათვის კეთდებოდა, რომ შეშინებული მაჰმადიანი ვაჭრები ქართველთა მიერ დაკავებული ქალაქებიდან არ აყრილიყვნენ და ოჯახებითურთ საქართველოდან არ გაქცეულიყვნენ. ეს საქართველოს მიერ წარმოებულ სავაჭრო საქმიანობას მეზობელ თუ შორეულ მაჰმადიანურ სახელმწიფოებთან ძალზე შეამცირებდა და ქვეყანას ეკონომიკურ ზარალს მიაყენებდა. ასე, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველს დავითის ტოლერანტული პოლიტიკა წარმოადგენდა.
საქართველოს მეფე დიდ პატივს მიაგებდა მაჰმადიან სწავლულებსა და ღვთისმეტყველებს. მაჰმადიანი ქვეშევრდომების რწმენის პატივსაცემად დავითი თვითონაც შედიოდა მეჩეთში. გარდა ამისა, ის, დამსახურების შემთხვევაში, მაჰმადიანთათვის წყალობას არ იშურებდა. ასე, წყალობით აავსო თავისი მომხრე შარვანელი და დარუბანდელი დიდებულები.
ამგვარად, საქართველოს მეფე რეალურად ახორციელებდა იმას, რაც მის ტიტულატურაში იყო ასახული-,,მეფე აფხაზთა, ქართველთა, კახთა და რანთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელი" - ანუ ის თავს აცხადებდა თანაბრად მოწყალედ და სამართლიანად თავის სამეფოში მცხოვრები ქართველების, სომხების, ებრაელებისა თუ მაჰმადიანების მიმართ, თუმცა, ამავე დროს, მართლმადიდებლურ რწმენაზე გადმოსვლას ხელს უწყობდა და სიხარულით მიესალმებოდა.

2) ავტორი: ilo khvichia khvichia
madloba

1) ავტორი: giorgi jari
rac magaria magaria! applause applause applause applause

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja