|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ეროვნული გვარდიის ხედვა |
|
|
ეროვნული გვარდიის ხედვა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ “ეროვნული გვარდიის ხედვა” საჯარო განხილვებზე წარადგინა. დღეს ეროვნული გვარდიის უფროსი ზურაბ არსოშვილი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. პირველად სარეზერვო სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა თავდაცვის სამინისტრომ არასამთავრობო სექტორს წარუდგინა. ამ დროისთვის განხილვებში მონაწილე ყველა მხარის პოზიცია 2007-2008 წლებში რეზერვის სამსახურის არაეფექტურობაზე თანხვედრია. ზურაბ არსოშვილის განცხადებით ყველა შეცდომა და ნაკლოვანება საფუძვლიანად იქნა შესწავლილი და ახალი ხედვის შემუშავება სწორედ ამის საფუძველზე მოხდა. ხედვაში ასევე გათვალისწინებულია NATO-ს წევრი და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება და შენიშვნები. “ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენ ხედვა და ვთხოვეთ გულისხმიერად მოეკიდონ ჩვენ თხოვნას – გამოგვიგზავნონ შენიშვნები, მათი მოსაზრებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, ჩვენ სამწუხარო შეცდომებზე კარგად ვისწავლით და ხარისხიან რეზერვს შევქმნით ერთად,” – აცხადებს ზურაბ არსოშვილი. “ეროვნული გვარდიის ხედვა” განთავსებულია თავდაცვის სამინისტროსა და გვარდიის ვებგვერდებზე და ყველას აქვს საშუალება მას გაეცნოს. თავდაცვის სამინისტრო თხოვს როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს გამოგზავნონ თავიანთი შენიშვნები და შეკითხვები სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე pr@mod.gov.ge “ეროვნული გვარდიის ხედვაში” ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი რეზერვისტთა და მუდმივი პირადი შემადგენლობის წვრთნები და სამხედრო მომზადების ახალი პროგრამებია. პროექტის მიხედვით რეზერვი ორ ძირითად ნაწილად, სავალდებულოდ და ნებაყოფლობითად იქნება დაყოფილი. სავალდებულო რეზერვი 45 წლამდე სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ყოფილი (ნებისმიერი წოდების) სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტდება. ნებაყოფლობით რეზერვში ახალი ასაკობრივი ცენზი დაწესდება, სამსახური მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, ვისაც სხვა კრიტერიუმებთან ერთად შესრულებული ექნება 27 წელი. ”ეროვნული გვარდიის ხედვა” უკვე არის საჯარო განხილვის თემა. შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ ამ განხილვების მეორე ეტაპი უკვე რეზერვის შესახებ კანონპროექტი და მისი განხილვა იქნება.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |