ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
„დაუყოვნებელი პასუხი“ დასრულდა

„დაუყოვნებელი პასუხი“ დასრულდა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნა, “დაუყოვნებელი პასუხი” (Immediate Response) დასრულდა. სამხედრო წვრთნები ორი კვირის განმავლობაში სამშვიდობო მისიებისთვის ქართველი სამხედროების მომზადების ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ფარგლებში მიმდინარეობდა.
დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სწავლების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. წვრთნების დროს გამორჩეულ ჯარისკაცებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
სწავლება „დაუყოვნებელი პასუხი“ იმ პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციებისთვის ქართველი ჯარისკაცების მომზადებას. წვრთნის ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალები კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისათვის საგანგებოდ მოემზადნენ. ქართველი ჯარისკაცები უახლოეს მომავალში სამშვიდობო ოპერაციებს ავღანეთში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჩაატარებენ. “ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერია, რომ საქართველოს არმია ავღანეთის უმნიშვნელოვანეს ოპერაციაში ნებაყოფლობით მონაწილეობს,”- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიცალურ განცხადებაში. სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა მათ შორის ისეთი მაღალი დონის შეხვედრებზე როგორიც ნატოს თავდაცვის მინისტერიალია. მინისტრ ბაჩო ახალაიას განცხადებით -“ქართული მხარე აცნობიერებს, რომ ISAF–ი არის ნატოს უმთავრესი პრიორიტეტი და ყველაზე რთული ოპერაცია ალიანსის ისტორიაში. ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრება ჩვენი საერთო ამოცანაა და შესაბამისად, უნდა გავაერთინოთ ჩვენი შესაძლებლობები ოპერაციის წარმატებით წარმართვისთვის”.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja